კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბოლტმა ბრიტანელებს კოდექსი დაუწუნა


ევროპაში მძლეოსანთა შორის ეგრეთ წოდებული, „ბრილიანტის ლიგა“ იწყება. ბებერი კონტინენტის შვიდ ქვეყანაში „მსოფლიოს თასები“ ჩატარდა და, თუ რომელიმე სპორტსმენი ყველა მათგანში გაიმარჯვებს, საერთო ჯამში, პრემიალური თანხების გარდა, მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდს მიიღებს. მაგალითად, ეს ზოდი შარშანწინ რუსმა ჭოკით მხტომელმა, ელენა ისინბაევამ მოიგო. ბრილიანტის ლიგა ბრიტანეთით იწყება, მაგრამ, რად გინდა – მძლეოსნობის მთავარი ვარსკვლავი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უსაინ ბოლტი, ლონდონში ჩასვლას არ აპირებს.

„ლონდონში შარშანაც ვიყავი და მერე თავბედი ვიწყევლე. იქაური ეტაპი კი მოვიგე და გარკვეული თანხაც მომცეს, მაგრამ ბრიტანელებს ისეთი საგადასახადო კოდექსი აქვთ, რომ მთელი თანხა გადასახადებში წავიდა და ფულის დამატებაც კი მომიხდა. საერთო ჯამში, „ბრილიანტის ლიგაზე“ მოგებული საპრიზო თანხის ერთი მეექვსედი ბრიტანელებს გადასახადებში დავუტოვე, ეს კი პატარა ციფრი ნამდვილად არ არის. ამიტომ, ახლა არ ვაპირებ ლონდონში ჩავიდე – ოფლი ვღვარო, ფული მოვიგო, მერე კი მოგებულ თანხას ჩემი ჯიბიდან დავუმატო და მხოლოდ სახელი დამრჩეს?! შეცვალონ კოდექსი და მე ლონდონში დავბრუნდები“, – განაცხადა ბოლტმა და დიდი შანსია, მის გადაწყვეტილებას სხვა ცნობილმა მძლეოსნებმაც მიჰბაძონ.


скачать dle 11.3