გლებს ცოლი მკურნალობს
კატალონიური „ბარსელონის” ფეხბურთელმა ალექსანდრ გლებმა, გასული სეზონი იჯარის წესით „შტუტგარდტში” გაატარა და, დიდი ალბათობით, წელსაც გაანათხოვრებენ, რადგან მას „ბარსას” რიგებში ფეხის მოკიდება აშკარად უჭირს. როგორც გლების მეგობრები ამბობენ, ყველაზე წარმატებულ ბელორუს ფეხბურთელზე ეს უარყოფითად მოქმედებს და იგი საკუთარი თავისადმი რწმენას კარგავს, თუმცა...
„რწმენის დაკარგვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მე და საშა კარგი მეგობრები ვართ და რთულ მომენტში ყოველთვის მის გვერდით ვდგავარ და ვმკურნალობ. ჩემი ერთადერთი რეცეპტი – სექსია, სექსი ყველგან და ნებისმიერ დროს. ეს მას სტრესს უხსნის და, ვისაც არ სჯერა, შეუძლია, თავად სცადოს. ქმარს ჩემი წამალი ისე მოსწონს, რომ, დამპირდა, კარიერის ბოლო წელს გვარს გამოვიცვლი და მოედანზე შენი გვარით გავალ ხოლმეო, რამაც ძალიან გამახარა,“ – ეს განცხადება ფეხბურთელის ცოლმა, მომღერალმა ანასტასია კოსენკოვამ გააკეთა.
ახლა საინტერესო ის არის, ანასტასიას წამალი მხოლოდ გლებზე ჭრის თუ სხვებზეც მოქმედებს. ვინ იცის, ეგებ ქალმა ამის დაპატენტება მოახერხოს და დიდი ფულიც იშოვოს.