კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: რით განსხვავდება ორგანული კოსმეტიკა ნატურალურისგან?

პასუხი: ორგანული კოსმეტიკა შეიცავს ნატურალური წარმოშობის პროდუქტების 95 პროცენტს. გარდა ამისა, მასში არ შედის ნავთობ-პროდუქტები, სილიკონები, სინთეტიკური ნივთიერებები, საღებავები და სხვა, მინიმალური რაოდენობით შედის კონსერვანტები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პროდუქციის ვარგისიანობის ხანგრძლივობა და დაიცვას პათოგენური მიკროორგანიზმებით დასნებოვნებისგან. ცნობისთვის: ორგანულ კოსმეტიკაში გამოიყენება მხოლოდ უსაფრთხო – მცენარეული წარმოშობისა და საკვები კონსერვანტები.

რაც შეეხება ნატურალურ კოსმეტიკას, მისი ინგრედიენტები მოყვანილი და გაზრდილი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეთ სერტიფიკატი. გამოკვლევის შედეგად, არსებული 10 500 ქიმიური ნივთიერებიდან, ნატურალურ კოსმეტიკაში გამოიყენება მხოლოდ 11 პროცენტი და, თანაც, ის ნივთიერებები, რომლებიც უსაფრთხო და არატოქსიკურია.

კითხვა: ბოდიშს ვიხდი უხერხული კითხვისთვის, მაგრამ, მაინტერესებს, არსებობს თუ არა მარტივი და იაფი საშუალება იღლიიდან გამოყოფილი ოფლის სუნის აღსაკვეთად? ათასნაირი მზა პროდუქცია გამოვიყენე, მაგრამ ეფექტი ძალიან ხანმოკლე და უმნიშვნელო მივიღე.

პასუხი: ყველაზე მარტივი, შედეგიანი და იაფი საშუალებაა, ყოველ დილას და საღამოს საპნით დაიბანოთ იღლიები და შემშრალებისთანავე წაისვათ ერთი მწიკვი ჩვეულებრივი საჭმლის სოდა.

კითხვა: ზაფხულში ძალიან მიწითლდება, მეწვება და მისივდება სახის კანი, რისი ბრალი უნდა იყოს ეს და რას მირჩევთ?

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ სიცხის ალერგია, ყოველ შემთხვევაში, თქვენი სიტყვები ამაზე მეტყველებს. აღნიშნული მდგომარეობისგან თავის არიდების მიზნით, პირველ ყოვლისა, შეეცადეთ, არ გახვიდეთ გარეთ მზის აქტივობის საათებში. თუ ამის საშუალება არ არის, აუცილებლად წაისვით დამცავი კრემი და დაიხურეთ კეპიანი ქუდი ან ქოლგით მოიჩრდილეთ. მაგრამ, ცხადია, მარტო ეს ვერ გიშველით. მოამზადეთ სახლში გვირილის ნაყენი და გააკეთეთ მისგან ყინულის კუბიკები. შეეცადეთ, დაახლოებით 2 საათში ერთხელ თითო კუბიკით დაიმასაჯოთ მთელი სახე და მერე არც ჩამოიბანოთ, არც შეიმშრალოთ – აცადეთ, თვითონ შეშრეს. საერთოდ კი, უმჯობესია, მიმართოთ ექიმ-კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს და უფრო ზუსტი რჩევები მისგან მიიღოთ.

კითხვა: სასურველია თუ არა ბიოკოსმეტიკის მოხმარება?

პასუხი: მსოფლიოს წამყვან დერმატოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბიოკოსმეტიკა გაცილებით ნაზად და შედეგიანად უვლის კანს, ვიდრე სხვა სახის საშუალებები.

კითხვა: კონკრეტულად რომელი ბრენდის საშუალებებს მირჩევთ თმის მოსავლელად, რომელია მათ შორის ყველაზე ეფექტური და უვნებელი?

პასუხი: ჯერ ერთი, ჩვენ უკვე არაერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ, არ ვაძლევთ თავს უფლებას, რომელიმე კონკრეტული ბრენდის კონკრეტული პროდუქტი ვაქოთ ან ვაძაგოთ. გარდა ამისა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და, ამიტომ, ესა თუ ის პროდუქტი, რომელიც ერთზე საუკეთესოდ მოქმედებს, მეორეს, შეიძლება, არ მოუხდეს. ჩვენ შეგვიძლია, გირჩიოთ ის ბუნებრივი საშუალებები, რაც აბსოლუტურად უვნებელია ნებისმიერი ჩვენგანისთვის, რაც, სხვათა შორის, არაერთხელ გვითქვამს: შეიღებეთ თმა ინით („ხნით”) ან ბასმით, დაბანამდე ორი საათით ადრე შეიზილეთ თმის ძირებში აბუსალათინის ზეთი, A, D და E ვიტამინების 5-5 წვეთი, ათქვეფილი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ძმარი და 1 ჩაის კოვზი ახალგამოწურული ხახვის წვენი. შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშითა და 1 ან 2 ცალი ათქვეფილი კვერცხის გულით.

კითხვა: სად ჯობია, მოვაგროვო მცენარეები, რომელთა ნახარშს ან ნაყენს სამკურნალოდ გამოვიყენებ?

პასუხი: მცენარეები უნდა შეაგროვოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო ადგილებში – მინდვრებსა და ტყეებში, რომლებიც მინიმუმ 5 კილომეტრით იქნება დაშორებული ავტომაგისტრალებიდან და 50 კილომეტრით – აეროდრომებიდან. გარდა ამისა, არ უნდა მოახდინოთ მათი ქიმიური დამუშავება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერმა ყველაზე უებარმა მცენარეებმაც კი, შესაძლოა, ძალიან მავნე შედეგი მოგცეთ. ამასთან, უნდა იცოდეთ, რომელი მცენარე წლის რომელ დროს და დღე-ღამის რომელ მონაკვეთში უნდა მოკრიფოთ.

კითხვა: აქვს თუ არა უკუჩვენება არომათერაპიას და როგორ შევარჩიო სურნელოვანი ზეთი?

პასუხი: არომათერაპია არის ყველაზე უსაფრთხო, სასიამოვნო და, რაც მთავარია, მრავალმხრივი სამკურნალო თერაპია, ერთის გათვალისწინებით: თუ არა ხართ ალერგიული მცენარეებსა და სუნებზე.

თუ არ იცით, რომელი ზეთი შეიძინოთ, არჩევანი შეაჩერეთ ნებისმიერზე და ჩაიტარეთ ინჰალაცია – ეს ყველაზე მარტივი პროცედურაა: დაასხით წყალი პატარა ჯამში, ჩაუმატეთ სურნელოვანი ზეთის რამდენიმე წვეთი და ქვეშიდან შეუნთეთ სანთელი, მისგან გამოყოფილი სამკურნალო სურნელი კი ღრმად შეისუნთქეთ.


скачать dle 11.3