რომელი საკვები მოგიწესრიგებთ კუჭის მოქმედებას
კუჭის შეკრულობის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიეტას. აუცილებელია, ამ დროს ჭამოთ სუსტი სასაქმებელი ეფექტის მქონე პროდუქტები, მაგალითად, ასეთია: შავი პური, რძის პროდუქტები, ბოსტნეულის ნახარში, ხილი, წიწიბურა და ასე შემდეგ. ამ დროს არარაფინირებული მცენარეული ზეთის მოხმარება უბრალოდ აუცილებელია, რადგან ის არ შეიცავს ქოლესტერინს.
დღეში სვით ორი ლიტრი წყალი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თირკმელების დაავადება არ გაწუხებთ. მოერიდეთ, აირების წარმომქმნელ და კუჭის შემკვრელ პროდუქტებს. ასეთებია: პარკოსნები, კომბოსტო, ისპანახი, ბოლოკი, მჟაუნა, თალგამი, ხახვი, ნიორი, ჩაი, კაკაო, ბრინჯი. კისელი კი საკვები მენიუდან მთლიანად უნდა გამოირიცხოს.
საჭმელი დღეში ოთხჯერ მაინც უნდა ჭამოთ და თან ძირტკბილას ფესვის ნახარში მიაყოლეთ.
ეცადეთ, ყოველდღიურად შეასრულოთ მსუბუქი ვარჯიშები. არ ჩამორჩეთ ცხოვრების აქტიურ წესს. თუ სანერვიულო სამუშაო გაქვთ, უარი თქვით სიგარეტსა და ყავაზე და თავი კატაბალახას ნაყენით დაიმშვიდეთ.