კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ემუქრება ინსულტის რისკი და რატომ არის ხვრინვა საშიში


ბოლო დროს დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ზედმეტი ძილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რადგან ის ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ თუ დიდხანს არ გძინავთ, ხოლო თავს ენერგიულად და ფხიზლად გრძნობთ, მაშინ ყველაფერი რიგზეა. თუ მთელი დღე თვლემთ, ამთქნარებთ და მოთენთილი ხართ, ეს ცუდის ნიშანია.

ისინი, ვინც ხვრინავენ ძილის დროს, ინსულტის მიღების რეალური კანდიდატები არიან. ინსულტის რისკს სწორედ ეს ორი ფაქტორი, კერძოდ, დღისით თვლემა და ღამით ხვრინვა განაპირობებს.

ხვრინვა, გარდა იმისა, რომ თავისთავად უსიამოვნო ასატანია, ჯანმრთელობისთვისაც მავნებელი და საშიშია. ის სუნთქვის რიტმის დარღვევაა. როცა სუნთქვითი დეფექტები სისტემატურ ხასიათს იღებს, ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემა საფრთხეში ვარდება და ამის ყველაზე ძლიერი გამოხატულება სწორედ ინსულტია.

დღის განმავლობაში თვლემა და ძილის სურვილი მხვრინავ ადამიანებში უფრო ხშირია, რადგან ისინი გამოძინებას ვერ ახერხებენ.

ინსულტს მხოლოდ ხვრინვა როდი იწვევს, მისი გამომწვევია ასევე: ასაკი, ქოლესტერინის მაღალი დონე, მაღალი წნევა, სიგარეტი, ალკოჰოლი და ასე შემდეგ.


скачать dle 11.3