კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოკვებეთ ტვინი და გაუფრთხილდით გულს


როცა ადამიანი გადაღლილია, ღელავს ან აღგზნებულია, მეხსიერება საგრძნობლად უქვეითდება. ამ დროს ძნელია სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის, თუ საჭირო ინფორმაციის დამახსოვრება და ტვინში „ჩაბეჭდვა”. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ტვინი შიმშილს განიცდის და შველას ითხოვს.

აზროვნების პროცესი რომ სრულფასოვანი გახდეს, ტვინს ათი ნივთიერება მაინც სჭირდება. მაგალითად, გლუკოზა უჯრედებს ენერგიით ამარაგებს, მას დიდი რაოდენობით შეიცავს პური, კარტოფილი, ბანანი, ყურძენი და თაფლი; რკინა აუცილებელია ტვინის ჟანგბადით მომარაგებისთვის: B1, B6 და B12 ვიტამინები უზრუნველყოფს ტვინის სწრაფ ჩართვას; თუთია და სპილენძი ააქტიურებს აზროვნების პროცესს; ლეციტინი აუმჯობესებს მეხსიერებას, ასევე კონცენტრაციის უნარს; კალციუმი და მაგნიუმი კი ამაგრებს ნერვულ სისტემას.

ყოველთვის ეცადეთ, რომ საკვები მოამზადოთ მცენარეული ზეთით, ხოლო სალათები კი ნატურალური იოგურტით, ზეითუნის და სიმინდის ზეთით შეკაზმოთ, რადგან ამ პროდუქტებში არის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო D და E ვიტამინები.

კარაქისა და მარგარინის მოყვარულ ადამიანებს ხშირად უავადდებათ გული, დარღვეული აქვთ ნივთიერებათა ცვლის პროცესი, იმუნური და ნერვული სისტემა.

თუ გინდათ, ზეთმა თავისი სასარგებლო ნივთიერებები არ დაკარგოს, მაშინ სალათებს მოასხით ჭამის წინ. კერძები კი არ მოამზადოთ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე და ნახევარ საათზე მეტხანს.


скачать dle 11.3