კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ასთმის, სახსრების ტკივილის, ალერგიისა და უძილობის დროს ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ


დღეს ადამიანები ხშირად მიმართავენ ხალხურ მედიცინას, რადგან ფიტოთერაპიით მკურნალობა გაცილებით იაფი ჯდება და შედეგიც უმოკლეს დროში მიიღწევა.

ალერგიის დროს, სამ სუფრის კოვზ ჭინჭრის ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი, ნახევარი საათი თავდახურული დადგით ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში ოთხჯერ. ასევე კარგია – ათ გრამ პიტნას დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ.

ავიტამინოზის დროს, ოთხ-ხუთ სუფრის კოვზ დანაყილ ასკილს დაასხით ოთხი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე, თავდახურული. შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და სვით თითო ჩაის ჭიქა, ჭამის წინ, დღეში ოთხჯერ, თაფლთან ერთად. ავიტამინოზის დროს გირჩევთ ჭამოთ აგრეთვე ჭარხალი და მჟავე კომბოსტო.

თუ უძილობა გტანჯავთ, ნახევარ ლიტრ წითელ ღვინოში ჩაყარეთ ორმოცდაათი გრამი კამის თესლი. ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. მიიღეთ 50 მილილიტრი თბილი ნაყენი, ძილის წინ.

ნუშურა ჯირკვლების ანთების დროს კარგია თაფლგარეული თბილი წყლის ყელში გამოვლება. აგრეთვე, კარგია არყის ხის ტოტებისა და კვირტების ნაყენი. ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის ხის ტოტებსა და კვირტებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მიიღეთ დღეში ორი ჭიქა. თუ თირკმელები გაწუხებთ, მაშინ მხოლოდ კვირტები გამოიყენეთ და ტოტებს ნუ იხმართ.

სახსრების ტკივილის დროს, ერთ სუფრის კოვზ ტირიფის ხის ქერქს, ნახევარ ჭიქა სააფთიაქო გვირილისა და ნახევარ ჭიქა გეორგინის ყვავილებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში და ამ ნაყენით დაიზილეთ მტკივნეული ადგილები.

ბრონქული ასთმის დროს კი, ერთი და იგივე რაოდენობის ფიჭვის კვირტს, მრავალძარღვას და ვირისტერფას, 4 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჭიქა ცივი წყალი. გააჩერეთ, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ კი შემოდგით ნელ ცეცხლზე და დაახლოებით, ათი წუთი ადუღეთ. გადმოდგით, გადაწურეთ და გაყავით სამ ნაწილად. მიიღეთ ჭამის შემდეგ, დღეში სამჯერ.


скачать dle 11.3