კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრონიკული დაღლის სინდრომი ემოციურ და განათლებულ ადამიანებს ემუქრებათ


ქრონიკული დაღლის სინდრომი სერიოზული დაავადებაა. მას ახასიათებს ძლიერი დაღლის შეგრძნებები, კუნთების ტკივილი, ძილიანობა და დეპრესია. ასევე, შესაძლოა, ახლდეს ცხელება. ეს ჩივილები შეიძლება გაგრძელდეს თვეობით, ზოგ შემთხვევაში კი, წლების განმავლობაშიც კი. ქრონიკული სინდრომის დადასტურება საკმაოდ რთულია, რადგან ავადმყოფები ხშირად უჩივიან ძლიერ დაღლას. ამით დაავადებულად ის ადამიანი ჩაითვლება, რომელსაც სულ მცირე, ნახევარი წლის განმავლობაში მუდმივი და სწრაფი დაღლა აღენიშნება, ან მისი შრომისუნარიანობა წინანდელთან შედარებით ძალიანაა დაქვეითებული.

შესაძლოა, ქრონიკული დაღლის შედეგს იწვევდეს ქრონიკული ვირუსული ინფექცია, რომლის დროსაც იმუნური, ნერვული და კუნთოვანი სისტემები ზიანდება. ან შესაძლოა, სინდრომს რამდენიმე ვირუსი იწვევდეს. ვირუსების გააქტიურებას კი ხელს უწყობს დეპრესია, ძილის რეჟიმის დარღვევა, არასწორი კვება, შეზღუდული აქტივობა, სუფთა ჰაერის ნაკლებობა და ასე შემდეგ.

ქრონიკული დაღლის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს აღენიშნებათ მეტად მგრძნობიარე ნერვული სისტემა და თანდაყოლილი იმუნური სისუსტე. ასეთ ადამიანებში ხშირია დეპრესია. ამ დაავადებით კი, ძირითადად, ოცდაათი წლის შემდეგ ავადდებიან და ხშირ შემთხვევაში, ისინი ემოციური, განათლებული ადამიანები არიან, რომელთაც სტრესული სამსახური აქვთ.

სამწუხაროდ, ამ დაავადების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. გამოიყენება ანტივირუსული საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებლები. ამ დროს აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ საკვები რაციონი.

ქრონიკული დაღლის სინდრომს არ უკავშირებენ ვიტამინების ან მინერალების ნაკლებობას, მაგრამ საკვები, რომელიც კალორიებს საკმარისი რაოდენობით შეიცავს, ავადმყოფზე დადებითად მოქმედებს. კარგია ცხოველური ცხიმებისა და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება. ასევე, აუცილებელია, ფიზიკური დატვირთვა, შეიპინგი, სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა, ფეხით სიარული.

მუდმივი გადატვირთვა ავადმყოფის მდგომარეობას ამძიმებს. თუ გსურთ, ამ დაავადებას იოლად მოერიოთ, ნუ დაკარგავთ ოპტიმიზმის გრძნობას და საკუთარ თავს თავადვე დაეხმარეთ.


скачать dle 11.3