კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიცილოთ თავიდან ნაწლავური ინფექციით დასნებოვნება და დაფიქსირდა თუ არა საქართველოში „კალიფორნიული გრიპის“ შემთხვევები


ზაფხული არდადეგებისა და შვებულებების სეზონია. ამიტომ, ზღვაზე თუ მთაში დასასვენებლად წასულს მეტი ყურადღების გამოჩენა ჰმართებს, რადგან ამ პერიოდში მთელი რიგი დაავადებები იჩენს თავს და თუ ფრთხილად არ ვიქენით, შესაძლოა, დასვენება ჩაგვიმწარდეს. ბოლო დროს ინფორმაცია გავრცელდა თითქოს საქართველოს რამდენიმე რეგიონში ეგრეთ წოდებული „კალიფორნიული გრიპის“ შემთხვევები დაფიქსირდა. საშიშია თუ არა ეს ვირუსი ადამიანისთვის, გვემუქრება თუ არა ამით დასნებოვნების საშიშროება და როგორ დავიცვათ თავი ამ სეზონზე შესაძლო საფრთხისგან, ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ბატონ შოთა ცანავას.


– ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული „კალიფორნიული გრიპის“ შემთხვევები დაფიქსირდა. მართალია თუ არა ეს ინფორმაცია და, ზოგადად, როგორ დავიცვათ თავი შესაძლო დაავადებისგან?

– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით: რაიმე ეპიდემიური საფრთხე რომ ემუქრებოდეს ჩვენს მოსახლეობას, პირველად ჩვენი სამსახურიდან შეიტყობდა ამას და გარკვეულ თავის დასაცავ რჩევებსაც მივცემდით. არავითარი „კალიფორნიული გრიპისა“ და განსაკუთრებული ვირუსების ეპიდემია არ არის მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ინფორმაცია პრესაში, „კალიფორნიული გრიპის“ შემთხვევა საქართველოს ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა, ყოველ შემთხვევაში, ზედამხედველობის სისტემაში არ შემოსულა ინფორმაცია ასეთი შემთხვევის შესახებ. ეს ვირუსი პირველად კალიფორნიაში აღმოაჩინეს და მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. თუ იმ კუთხით ვიმსჯელებთ, რომ „კალიფორნიულ ვირუსად“ წოდებული დაავადება არის „ღორის ვირუსი“ ანუ H1N1, გეტყვით, რომ, ამის შემთხვევები ნამდვილად დაფიქსირდა საქართველოში. ამ ვირუსის პიკი ჩვენ გადავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, ახლა კი ცალკეული, ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. ასე რომ, ეს ვირუსი არ არის დაკარგული, ჩვენს პოპულაციაში ისევ არის და ყურადღებით უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გრიპის სეზონი დგება, ანუ, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ყველა კონკრეტულ ვირუსულ შემთხვევაში საჭიროა კვლევა და ზუსტად დადგენა იმისა, თუ რა ვირუსთან გვაქვს საქმე. ასე ხელაღებით თქმა, რომ საქართველოში „კალიფორნიული ვირუსის“ შემთხვევები დაფიქსირდა, აბსურდია. ვირუსული ინფექციების შემთხვევები, რასაკვირველია, დაფიქსირებულია ჩვენთან და ამას არც მე უარვყოფ, მაგრამ, ეს არის კლინიკური და არა ლაბორატორიული კვლევით დადგენილი შემთხვევები, ანუ, ესენია შესაძლო შემთხვევები და, როგორ შეიძლება, კვლევის გარეშე ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოში „კალიფორნიული გრიპის“ შემთხვევები დაფიქსირდა? კიდევ ვამბობ და ვიმეორებ: არ შეიძლება მსგავსი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება. ასეთ შემთხვევებზე ჩვენს სისტემაში არ არის ინფორმაცია შემოსული და, როგორ შეიძლება, მასზე ვისაუბრო, როგორც ამ სეზონის დაავადებაზე?! შეიძლება, ადამიანი გაცივდეს, ვირუსი შეეყაროს, ან სხვა დაავადებით დასნებოვნდეს და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. თუ შესაბამისი ვირუსის სიმპტომები აღინიშნება, რასაკვირველია, უნდა მიმართოთ ექიმს და არა ამ საქმეში არაკომპეტენტურ ადამიანს. ზაფხულის დამახასიათებელი ვირუსია ენტეროვირუსი, რომელსაც ტემპერატურის მატება ახასიათებს. შესაძლოა, დაფიქსირდეს ამ ვირუსის ან რესპირატორული ვირუსების ერთობლივი შემთხვევები. თუმცა, ეს ყველაფერი მასობრივი არ არის. აუცილებელია ელემენტარული წესების დაცვა, რომ თავი აარიდოთ შესაძლო დასნებოვნებას.

– ბატონო შოთა, როგორც სპეციალისტი, ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში ჯანმრთელობის დასაცავად რა რეკომენდაციებს მისცემთ მოსახლეობას?

– ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის პირობებში მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები, კერძოდ: მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, ნუ დაელოდებით სანამ მოგწყურდებათ. თუ იცავთ სამკურნალო დიეტას, რომელიც კრძალავს ბევრი სითხის დალევას, ზუსტად გაარკვიეთ, მაქსიმუმ რამდენი ლიტრი სითხის მიღებაა თქვენთვის რეკომენდებული. ასევე, მოერიდეთ კოფეინის შემცველ სასმელებს. გაზარდეთ მარილებისა და მინერალების მოხმარება. ორგანიზმიდან ოფლის ჭარბად გამოყოფას თან ახლავს მარილებისა და მინერალების გამოყოფაც და, ამდენად, აუცილებელია ამ დანაკარგის შევსება და საკვებ რაციონში მათი შემცველობის გაზრდა. თუმცა, აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ზოგიერთი დაავადების დროს იკრძალება ზედმეტი მარილის მიღება და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, ასეთებია, ჰიპერტონია და თირკმლის ქრონიკული დაავადებები. აგრეთვე, ატარეთ ზაფხულის მწველი დღეების შესაფერისი, ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი, დაიხურეთ თავსაფარი ან ქუდი, რომელიც დაგიცავთ გადახურებისგან. გამოიჩინეთ სიფრთხილე სიცხეში მუშაობის დროს. თუ იგრძნობთ, რომ თავი აგტკივდათ ან გონება გეფანტებათ, მიატოვეთ ყოველგვარი სამუშაო და დასასვენებლად გადადით გრილ ადგილას.

– ხშირად ბავშვები ვერ იტანენ მწველ სიცხეს და ცხვირიდან უცაბედი სისხლდენა აღენიშნებათ. რამდენად საშიშია ეს და როგორ გავუწიოთ პატარებს პირველადი დახმარება?

– მაგალითად, თუ ბავშვმა გაიჭრა ხელი, ნატკენი ადგილი ჩამობანეთ ანტისეპტიკური საპნიანი წყლით, შემდეგ წყალბადის ზეჟანგით დაუმუშავეთ, ბოლოს იოდი ან ბრილიანტის მწვანე წაუსვით და ჭრილობა აუცილებლად დაამდება. თუ ჭრილობა ღრმაა, აჯობებს, დამუშავების შემდეგ ბაქტეროიდული პლასტირი დააკრათ. თუ ცხვირიდან წასკდა სისხლი, საშიში არაფერია, ეს პატარებს ხშირად ემართებათ, რაც უმეტესად ემოციების, მღელვარების, მზეზე დიდხანს ყოფნის ბრალია. ამ დროს ბავშვი დასვით და თავი წინ გადაუწიეთ, რათა სისხლი არ გადაეყლაპოს ან სასუნთქ გზებში არ გადასცდეს. ეცადეთ, მან არ ილაპარაკოს, არ შეისრუტოს, არ დაახველოს. შემდეგ ცხვირის კეხზე დააფინეთ ცივ წყალში დასველებული ბამბის ან ბინტის ტამპონი, შეიძლება ნაჭერში გახვეული ყინულის დადებაც. სისხლდენის შეჩერებიდან დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში, ეცადეთ, ბავშვმა ბევრი არ იმოძრაოს. თუ პატარამ გონება დაკარგა, ეს იმის ბრალია, რომ ის დიდ დროს ატარებს მზეზე ან ჟანგბადით ღარიბ გარემოში. ამ დროს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, გონების დაკარგვას წინ უძღვის საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, ფერის დაკარგვა და ოფლიანობა. გონების დაკარგვისთანავე ბავშვი ისე დააწვინეთ, რომ ფეხები მაღლა ჰქონდეს. ეს თავში სისხლის მოდინებას უწყობს ხელს. თავი გვერდულად დაადებინეთ და თუ ღებინება დაეწყო, პირის ღრუ გაუსუფთავეთ ხელსახოცით. შეუხსენით ტანსაცმელი და ცივი წლით დაუზილეთ სახე, კისერი, ხელები და გულმკერდი.

– ზაფხულის სეზონზე საგრძნობლად იზრდება ინფექციების საკვებითა და წყლით გადაცემის რისკი. რა რჩევას მოგვცემთ, როგორ დავიცვათ თავი?

– მინდა გითხრათ, რომ ნაწლავთა მწვავე ინფექციების გავრცელების დროს მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ბევრი რამ თვით მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ზაფხულში აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა: მაცივარში მოხარშული კერძები უნდა ინახებოდეს დახურულ ჭურჭელში; ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი უმი პროდუქტების შესანახი ადგილი. ყველაფერი უნდა შეახვიოთ ან ჩადოთ პოლიეთილენის პარკებში, ხოლო, თევზის, ხორცისა და ბოსტნეულის დასამუშავებელი დაფა უნდა იყოს სხვადასხვა. სალათები უნდა შეკაზმოთ მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ, ხილი და მწვანილი კარგად უნდა ჩაალბოთ წყალში და შემდეგ გულდასმით გარეცხოთ გამდინარე წყალში. ხელები უნდა დაიბანოთ საჭმლის მომზადების წინ, მოსახარში ან შესაწვავი პროდუქტის დამუშავებამდე. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა ისიც, რომ საჭიროა ხელების დაბანა საპირფარეშოდან გამოსვლისას და ჭამის წინ. ამის შეხსენება ბევრს არ სჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი ნამდვილად საჭიროებს. წყლის გრაფიკით, წყვეტილად მოწოდების შემთხვევაში, წყალმა მოსვლიდან უნდა იდინოს არანაკლებ ათი წუთი მაინც, რომ სასმელად ან საკვების გასარეცხად გამოვიყენოთ. თუ წყლის სისუფთავეში არ ხართ ასი პროცენტით დარწმუნებული, არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ. დამეთანხმებით, საკმაოდ მარტივი და ადვილად შესასრულებელი რჩევებია, რომელთა შესრულებითაც თავსაც დაიზღვევთ შესაძლო დასნებოვნებისგან და ოჯახის წევრების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფთ.

– ამ პერიოდში მოსახლეობისთვის მეტად შემაწუხებელი მომენტია მწერების, კერძოდ, ბუზების მომრავლება. მათთან ბრძოლას რა მეთოდებით გვირჩევთ?

– ეს მეტად საჭირბოროტო საკითხია, რადგან ბუზი ძალიან საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, თუ ის დააჯდა საკვებ პროდუქტს, შესაძლოა, ეს პროდუქტი დაავადების საწინდარი გახდეს და ადამიანს ფაღარათი დაეწყოს. ასეთ დროს ავადმყოფი უნდა მოარიდოთ ბავშვებს, მოხუცებს და, ზოგადად, ყველას. ინფექციის გადაცემის გზების შესაზღუდავად აუცილებელია საპირფარეშო ოთახისა და ავადმყოფის ნივთების გარეცხვა-დეზინფექცია ქლორის, ლიზოლის ან სხვა დეზინფექტანტების შემცველი სარეცხი საშუალებებით. ავადმყოფმა არ უნდა მიიღოს საკვები და ანტიბაქტერიული პრეპარატები, კერძოდ, ანტიბიოტიკები. აუცილებელია რეჰიდრონის ან ანადუღარი წყლისა და ღია შეფერილობის ჩაის სმა, რადგან ღებინებისას და ფაღარათისგან ადამიანის ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს, რამაც, შესაძლოა, ის მძიმე შედეგამდე მიიყვანოს. ასე რომ, ზაფხულის სეზონზე მომრავლებულ ბუზებს აუცილებლად უნდა ებრძოლოთ: ფანჯრებზე ააკრათ ბადეები, რომ არ მოხდეს მათი შემოფრენა ბინაში, არ უნდა დააწყოთ საკვები პროდუქტები ისე, რომ ბუზი დააჯდეს და ასე შემდეგ. ზაფხულში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ დაავადდეთ და ამით საფრთხე არ შეუქმნათ როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემო მყოფებს.


скачать dle 11.3