კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეპუტაცია აღიდგინა „პრადამ“ და რატომ არიან მზად მისი გოგონები კეკლუცობისთვის


გასული გაზაფხულის სიგიჟის შემდეგ მიუსია პრადამ მიმართულება შეცვალა. მისი უცნაურობებით სავსე კოლექცია, რომელიც თხუთმეტსანტიმეტრიან ქუსლებსა და ექვსსანტიმეტრიან პლატფორმასაც გულისხმობდა და ფეხსაცმელს ციხესიმაგრეებად აქცევდა, შარშანდელ სეზონს ჩაჰბარდა. ასე რომ, ვისაც „პრადას” გრანდიოზული სიმაღლის, სამიათასევროიანი ფეხსაცმელი გარდერობში დარჩა, შეუძლია, იმ მოდის დაბრუნებამდე შეინახოს, რადგან წელს ქალბატონმა პრადამ აბსოლუტურად განსხვავებული, ზაფხულის არაჩვეულებრივი კოლექცია წარმოადგინა, რომელიც ოკეანის ულამაზესი სანაპიროებით იყო გაფორმებული.

ეს კოლექცია მიუსია პრადას რეპუტაციის, როგორც მოდის უდიდესი ინტელექტუალის, ერთგვარ საზომად იქცა. ყველას ახსოვს „პრადას“ სადა, ნათელი და უბრალო კოლექციები. გაზაფხულისთვის არ იყო არანაირი ძალდატანებითი ტენდენციები, არაფერი, რაც ცუდ ხასიათზე დაგაყენებდა ან შეგბოჭავდა, ანუ, არაფერი ის, რასაც მიუსიას კოლექციებიდან ველოდებოდით. ამის მაგივრად, ვნახეთ კოლექცია, რომელიც, შეიძლება, ორი სიტყვით შეფასდეს „ბიზნესქალბატონი სანაპიროზე“. პრეზენტაციაზე თავად მიუსია პრადამ თქვა: „ვაჩვენე ის, როგორიც ახლა ცხოვრებაა – ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი, პალაცოები და სახალხო ადგილები – შემდეგ მან გაიღიმა და დაამატა: „ეს მართლა მომწონს”.

მისი გოგონა – ეს იყო შიკი, ქალი, რომელიც სულ მზად არის კეკლუცობისთვის, ფლირტაობისთვის, მამაკაცების „წამოსაკიდებლად“. საოცრად რომანტიკული ვარცხნილობა და ალისფერი ტუჩები ამ გამოწვევას კიდევ უფრო ამძაფრებდა და, დანამდვილებით ვიცი, რომ პოდიუმიდან გადმოსული ასე ჩაცმული გოგოს წინაშე ნებისმიერი მამაკაცი აბსოლუტურად უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. პრადას გოგონა მაღალი ტექნოლოგიებით გაწყობილ უძვირფასეს იტალიურ სასახლეს ჰგავდა თავისი გრანდიოზული ჭაღებით, მარმარილოს იატაკით, ლამაზი, თეთრი კოლონებით. უცებ კი, ამ ყველაფრის ალტერნატივად, ტურისტებით სავსე ოკეანის სანაპიროებით გაფორმებული სამოსი ჩნდებოდა. კლასიკურობისა და მოდერნიზმის შერწყმა ქსოვილების გადათამაშებაშიც კარგად ჩანდა, განსაკუთრებით – ღია ბიზნესის სექციაში. მყარი, ცოტა მოუხეშო, ნახშირისფერი, ნაცრისფერი, მოშავო ატლასი, ნეილონის მოსასხამები, ჟილეტები, ქურთუკები და ბერმუდები – ყველაფერი ეს პირდაპირ იყო გამოჭრილი, ყოველგვარი ნაკერის გარეშე, ისე, რომ ძაფებიც კი ჩანდა. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ამ ზაფხულს „პრადას” ეს ცნობილი მოსასხამი „თბილისი ფეშენ-ვიქის” პირველ, დიდ პრესკონფერენციაზე მაკა ასათიანს ეცვა. ჰავაის სანაპიროები მის სხეულზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, რუხი ატლასი კი განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს მის ზღვისფერ თვალებს. როგორც ჩანს, მაკაც მოიხიბლა „პრადას“ ფოტოგრაფიული პრინტებით, რომელზეც აღბეჭდილი იყო პალმები, სანაპიროს ქოლგები, შეზლონგები და, ეს ზღვისპირა პეიზაჟები მშვენივრად იყო გადატანილი მოსაცმელებზე, შორტებზე, ბლუზებზე. ეს ყველაფერი ორმოცდაათიანი-სამოციანი წლების რომანტიზმის გავლენით შეიქმნა, რადგან მსგავსი ტიპის სანაპიროები თანამედროვე მსოფლიოში ნამდვილად აღარ არის. „წლები დამჭირდა, რომ ამისთვის მიმეგნო”, – აღიარა პრადამ.

ასეა თუ ისე, „პრადას„ კოლექცია ისეთი იყო, რომლის ჩაცმა ყოველდღიურ ცხოვრებაში აბსოლუტურად რეალურია. პლასტიკის ფეხსაცმელები კი ლამაზი, კლასიკური ქუსლით მისი ქალაქში ტარების საშუალებასაც იძლევა. ასე რომ, ვინც თავს ვერ აღწევს ქალაქის სიცხეს, შეუძლია „პრადას” სამოსით წავიდეს სანაპიროზე.


скачать dle 11.3