კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ აფასებს მამაკაცი ქალს სათანადოდ და რად უჯდება მას ეს შეცდომა


ამბობენ, რომ ერთი შანსი ყველაზე დიდ დამნაშავესაც უნდა მისცე და თუკი გულწრფელად მოინანიებს, პატიობ კიდეც. თანაც, ვის შეიძლება საერთოდ აპატიო, თუ არა ადამიანს, რომელიც გიყვარს. იქნებ ამიტომაც, ქალები საკმაოდ ხშირად ხუჭავენ თვალს მეუღლის ცელქობებზე. ზოგჯერ შეგნებულად „არ ხედავენ” ღალატს. იხშობენ სმენას და იჩლუნგებენ მზერას – ყველას თავისი არჩევანი აქვს და ვერავინ ვერავის მიუთითებს, რა უნდა ქნას კონკრეტულ შემთხვევაში. მაგრამ, არის ადამიანი და მისი ხასიათი, რომელსაც ჩვენ ვერ შევცვლით. ის ან ასეთად უნდა მივიღოთ, ან საერთოდ, უარი ვთქვათ მასთან ურთიერთობაზე. ამ შემთხვევაშიც, არჩევანი მხოლოდ ჩვენზეა. თუ ცოლ-ქმარს შორის არ არსებობს ნდობა, თუ მათ შორის ერთ-ერთი გამუდმებით ამოწმებს მეორეს, იმიტომ, რომ მან ერთხელ მოატყუა, მათი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსება. ზოგჯერ შემთხვევა გვეხმარება დავინახოთ ის, რისი დანახვაც აუცილებელია, მთავარია, როგორ მოვიქცევით ამის შემდეგ.


მარიკა (29 წლის): უფრო პატარას რომ დამმართვნოდა ასეთი რაღაც, ვიტყოდი, ცხოვრებაზე წარმოდგენა არ მქონდა და არჩევანში ამიტომ შევცდი-მეთქი. ოცდაათს მიტანებულ ქალს, ჭკუა კი უნდა მოგეკითხებოდეს, მით უმეტეს, როცა ადამიანების შეცნობის დიდოსტატად მოგაქვს თავი. ისეთი პროფესია მაქვს, წესით ასეთი რამე არ უნდა დამმართვნოდა. სხვებს ვაძლევდი რჩევებს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაზე რომ მიდგა საქმე, შეცდომა შეცდომაზე დავუშვი. ახლაც კი ვერ გეტყვით, რა ვერ გავაკეთე სწორად, რა იყო ჩემს საქციელში გამოუსწორებელი სისულელე. ამიტომ, მოვედი თქვენთან სასაუბროდ. ერთი შეხედვით, ჩემი ამბავი ბევრით არაფრით განსხვავდება იმ ქალების ისტორიისგან, ამ რუბრიკაში რომ მოდიან სტუმრად. ახლა ცოტა დაბნეული ვარ და იმედი მაქვს, ამ საუბრით მივალ რაღაც ჭეშმარიტებამდე. სიყვარული ბევრ სისულელეს გვაკეთებინებს.

– მარტო ქალებს, თუ კაცებსაც?

– ორივეს, რა თქმა უნდა, როცა შეყვარებული ხარ, იქ სქესს მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. გიყვარს და მორჩა. უკვე აღარ აკვირდები „გამადიდებელი შუშით” შენს პარტნიორს. მისი ყველაფერი მოგწონს, ან არ მოგწონს, მაგრამ თავს იტყუებ, რომ მოგწონს, ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა, იმიტომ, რომ ამ „ტყუილ-ტყუილში,” შეიძლება, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოგეპაროს.

– მაგალითად?

– მაგალითად ის, რომ შენი რჩეული, სულაც არ არის ისეთი, როგორიც გეგონა. მე არ ვლაპარაკობ, ჩვეულებრივ ადამიანურ ნაკლოვანებებზე. იდეალურობამდე მეც ძალიან ბევრი მიკლია. საქმე იმაშია, რომ ხშირად ჩვენ, როცა თავს ვიტყუებთ, არ ვფიქრობთ იმაზე, მომავალში ეს რა შედეგებამდე მიგვიყვანს. ყველა ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ის ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამჟღავნდება, თანაც ყველაზე შეუფერებელ მომენტში. ჩემს შემთხვევაში, ეს ქორწილამდე ერთი-ორი დღით ადრე მოხდა. გიკვირთ, ხომ? ფაქტობრივად, ქმარი იყო უკვე ჩემი. ოთხი თვე ვიცხოვრეთ ერთად, უბრალოდ, ქორწილი მაშინვე არ გადავიხადეთ. ესეც ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენს რეალობაში, მაშინვე ვერ მოვახერხეთ. მე ცოტა სხვანაირად მინდოდა, მშობლებს – სხვანაირად. სანამ საჭირო მატერიალური სახსრები გამოინახა და სანამ ყველაფერზე შევთანხმდით, ოთხი თვე გავიდა. გეტყვით, როგორი იყო ეს ოთხი თვე – არაჩვეულებრივი. თავი უბედნიერეს ქალად წარმოვიდგინე, გვერდით მყავდა ისეთი მამაკაცი, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ყურადღებიანი, თბილი, მზრუნველი, ძალიან ალერსიანი, მხიარული, ერთი სიტყვით, თავი ზღაპარში მეგონა.

– ხშირად ქალები ილუზიებით ვცხოვრობთ და იდეალს ვქმნით.

– არა, არა, მე შორს ვარ იდეალებისგან და არც ილუზიებით მიცხოვრია როდისმე. საკმაოდ პრაგმატულად ვაზროვნებ და ღრუბლებში ფრენა ჩემი საქმე არ არის. მე ვამბობ იმას, რაც იყო. ჩემი „ყოფილი” მართალია ასეთია, შეუძლია ქალს თავი ყველაზე გამორჩეულ და სასურველ არსებად აგრძნობინოს, მაგრამ ამის მიღმა ისეთი რაღაც იმალება, რაც უპატიებელია. თუმცა, თავს ვერ დავდებ, რომ ის იგივეს სხვა ქალთანაც ჩაიდენს. მაგრამ ვფიქრობ, რომ, რაც ხასიათში აქვს, იმას ვერ შეცვლის. როცა მამაკაცს შეუძლია თვალებში გიყუროს და გატყუოს, იმისი ნდობა უკვე აღარ შეიძლება, აქ პატიება-არპატიების საკითხიც კი უკვე აღარ დგას. საკუთარ მაგალითზე მივედი ასეთ დასკვნამდე. მამაკაცი ან არის ბუნებით მოღალატე ან – არა და ამას უკვე ვერაფერს უშველი. გამორიცხული მეორე შემთხვევაშიც არაფერია, მაგრამ ისეთ საშინელებას მაინც არ იკადრებს, რაც ჩემმა საქმრომ ჩაიდინა. ახლა უკვე ვერ შევძლებ იმის გარკვევას, რამდენ ხანს ვიყავი მისი მსხვერპლი და რამდენ ხანს მატყუებდა. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ძალიან ცუდად მომექცა. რატომ გააკეთა ეს, წარმოდგენა არ მაქვს, თუ იმ ბოზთან უნდოდა ყოფნა, მე რაღას მერჩოდა. ალბათ, სახლში პატიოსანი ცოლი სჭირდებოდა, გასართობად კი – კახპა. რას გაიგებ.

– ზოგიერთი მამაკაცი ერთფეროვნებას ვერ უძლებს.

– თქვენ შეიძლება ხუმრობთ, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, შენს საყვარელ მამაკაცს ღალატზე რომ წაასწრებ, რესტორანიც შეკვეთილი გვქონდა და საქორწინო კაბაც გარდერობში მეკიდა. ოთხ თვეში მოვბეზრდი? ან რას ნიშნავს, ერთფეროვნებას ვერ გაუძლო. მაშინ საერთოდ რისთვის ირთავდა ცოლს. როცა ოჯახდები, უკვე ხომ იცი, ერთი პარტნიორი რომ გეყოლება. ნუ მომიყვანდა ცოლად და ერბინა „მრავალფეროვან” კახპებში. ყოველდღე ახალ-ახალი მოეძებნა.

– მას თუ უთხარით ეს?

– რა მერე, რომ ვუთხარი. სინდისმა გაიღვიძა მასში და შერცხვა, თუ რა, ისევ მიმეორებდა, შენ მიყვარხარ, ეგ არაფერს ნიშნავსო. როცა კაცს სხვა ქალთან გამოიჭერ და ასეთ რაღაცას გეუბნება, შეიძლება, მის გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვიც კი შეგეპაროს. ჰო, აბა! რომელი ნორმალური იტყვის, ამასთან კი ვწევარ და სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ შენ მიყვარხარ და ის ურთიერთობა არაფერს ნიშნავსო. ჭკუიდან გადამიყვანა.

– თქვენ თქვით, ერთი შანსი მივეციო.

– დიახ და ძალიან ვნანობ ამას. ეს ის შანსი იყო, რომლითაც გული კიდევ ერთხელ მატკინა, თავისი უსინდისო ტყუილით. მაგრამ, როცა გიყვარს, ასე ადვილად ვერ ანგრევ ურთიერთობას. ხელის ერთი მოსმით ვერ შლი იმას, რაც თქვენს შორის არსებობდა. სამსახურიდან სალონში უნდა გამევლო და ვარცხნილობა მომესინჯა ქორწილისთვის. ჩემმა დაქალმა ვეღარ შეძლო გამომყოლოდა და სტილისტთან ვიზიტი მეორე დილისთვის გადავდეთ. ჩემმა ძვირფასმა საქმრომ არ იცოდა ეს ამბავი. ამიტომ, დარწმუნებული იყო, სახლში გვიან დავბრუნდებოდი. ჰოდა, გაშალა ბიჭმა ფრთები. ოთახში ჩემი შესვლა არც გაუგია, იმდენად იყო დარწმუნებული, რომ მე სტილისტთან ვიჯექი სალონის სავარძელში, რომ სიფრთხილის შეგრძნება საერთოდ დაკარგა.

– ეს ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მოხდა?

– ზუსტად თერთმეტი დღით ადრე, თუ ამას რამე მნიშვნელობა აქვს. ვერ აღვწერ იმ საშინელ განცდას, რომელიც მქონდა, როცა წავიკითხე, რას სწერდა იმ ქალს. გეუბნებით, ისე იყო გართული, კარგა ხანს არ შევუმჩნევივარ. მე თითქმის მთელი ტექსტი ამოვიკითხე. ის სწერდა, რითი უნდა მომილოცო დაქორწინებაო და იმან მოსწერა, ისეთი სიურპრიზი მაქვს შენთვის, გარანტიას გაძლევ, შენი ცოლის საწოლამდე ვერ მიხვალო. ჭკუიდან უნდა გადაგიყვანო და შეგშალოო. ხომ იცი, ჩემი შესაძლებლობები, მაგრამ მაინც გაგაკვირვებო. მითხარით, თქვენ რას იფიქრებდით ამის შემდეგ. ჩანთა ისევ ხელში მეჭირა. მოვიქნიე და კედელს მივანარცხე, სასწრაფოდ გამორთო კომპიუტერი და შემობრუნდა. ისე ცდილობდა შიში და დაბნეულობა დაემალა, ჩემს თავს რომ არ მომხდარიყო ეს ყველაფერი, შემეცოდებოდა, გულახდილად ვამბობ. რა არ გააკეთა, როგორ იწვალა, რომ როგორმე სულელად გამოვეყვანე. დაემტკიცებინა, რომ არაფერი ყოფილა, რომ მე მოვიგონე, მომეჩვენა. ვუყურებდი, როგორ ცდილობდა, განცვიფრებული და შეურაცხყოფილი კაცის იერი ჰქონოდა. ბოლოს ვუყვირე, გეყოფა, კარგა ხანია, მოსული ვარ და ყველაფერი ვნახე. ახლა შენს ნივთებს მოხვეტავ და აქედან წახვალ-მეთქი. ლამის დამიჩოქა. ოღონდ ახლა დამშვიდდი, ყველაფერს აგიხსნი, ეს ურთიერთობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, საერთოდ არაფერს. არც მაინტერესებს ეგ ქალი, უბრალოდ, ადრე ვხვდებოდი და ასე უცებ ვერ მოვიცილე, „გამიტყდაო.” ფუ, რა გულისამრევები არიან კაცები, როცა ცდილობენ როგორმე თავი დაიძვრინონ, დებილი ვარ, არ უნდა დამეჯერებინა მისთვის. იმ დღესვე უნდა დამესვა წერტილი ყველაფრისთვის, მაგრამ ვერ ვქენი. რაღაც-რაღაცეებს ანგარიში გავუწიე – ხვდებით, ალბათ, რასაც. წარმოვიდგინე, როგორი რეაქცია ექნებოდათ ჩვენს მშობლებს, მეგობრებს, ახლობლებს, ყველას ხომ ვერ ავუხსნიდი სათითაოდ. ზოგს შეიძლება, ისიც ეთქვა, შტერია ეს გოგო, ქალთან რომელ კაცს არ გაუვლია, ამ სისულელის გამო ცხოვრება როგორ დაინგრიაო, თან თვითონაც კინაღამ ხელებში ჩამაკვდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გადაირია და გაგიჟდა, შენ რომ მიმატოვო, დავიღუპები, მე შენ მიყვარხარ, ის არ მჭირდება, შევცდი და ეს ერთი შეცდომა მაპატიე, სიცოცხლის ბოლომდე შენი ერთგული ვიქნებიო... მისნაირებისთვის ასეთი დაპირებები არაფერს ნიშნავს. იტყვის და მორჩა. მისთვის მთავარი ის არის, იმ მომენტში დაგაჯეროს, იმ წუთას გაგაჩუმოს და საერთოდ არ ფიქრობს, რომ პირობა შესასრულებელი აქვს. თითქოს შევრიგდით, მაგრამ მე ვერ მოვისვენე. სულ დაძაბული ვიყავი და მის ყოველ გადადგმულ ნაბიჯს ვამოწმებდი. ჩემს ერთ დაქალს მოვუყევი ყველაფერი და ვთხოვე, დამხმარებოდა.

– რაში უნდა დაგხმარებოდათ?

– ჩემი საქმროსთვის თვალყურის დევნებაში. „ის” ხომ დაჰპირდა, ქორწილამდე სიურპრიზი უნდა მოგართვაო და მაინტერესებდა, ხომ არ წასძლევდა ვაჟბატონს სული. ეს იყო ტესტი, რომელიც ჩემმა რჩეულმა ვერ ჩააბარა.

– იცოდით იმ ქალის ვინაობა, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა?

– ვიცოდი, თვითონ მითხრა, შორიდან ვიცნობდი, ანუ მასზე ინფორმაცია მქონდა. ჩემმა დაქალმაც კარგად „იმუშავა” და ბინის მისამართიც გაიგო. ორი-სამი დღის თვალთვალმა შედეგი არ მოგვცა, მაგრამ მეხუთე დღეს, იმ საღამოდან მე რომ ცა და დედამიწა დამიფიცა, იმას აღარასოდეს გავეკარებიო, ვაჟბატონი სიურპრიზის მისაღებად მიბრძანდა. ჩემმა დაქალმა რომ დამირეკა, ისეთი ხმა ჰქონდა, მაშინვე ყველაფერს მივხვდი. თუ გინდა, ნუ მოხვალ და მე შევალ, მე ვეტყვი ყველაფერსო. არა, უნდა შევიდე და საკუთარი თვალით ვნახო, როგორ გაიმართლებს თავს-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, იტყოდა, შენმა დაქალმა მომიგონაო. უკვე დავინახე მისი ნამდვილი სახე. გაოგნებული ვარ, მაინც როგორ წავიდა და როგორ არაფრის მოერიდა. ნუთუ, უღირდა ასეთ რისკად ის დედაკაცი? ნუთუ, ინსტინქტები ასეთი ძლიერია? ინსტინქტების გარდა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ჩემი „ყოფილის“ საქციელს. იმასაც ვფიქრობ, რომ მას საერთოდ არ შეუძლია არც სიყვარული და არც ერთგულება.

– იმ ქალს ბინაში მიადექით?

– დიახ. მე და ჩემმა დაქალმა კარზე ზარი რომ დავრეკეთ, მუხლები და სხეული მიკანკალებდა. თავად ვაჟბატონმა გააღო კარი. ეტყობა, შინაურად გრძნობდა თავს. პერანგი ჰქონდა მოცმული და ფეხზე ჩუსტები ეცვა. მახსოვს, მთელი ძალით შემოვარტყი სახეში... გონს ჩემი დაქალის მანქანაში მოვედი. მთელი სამყარო მეზიზღებოდა, მარტო ის კი არა, ვნატრობდი, ნეტავი, გული გამისკდეს და მოვკვდე-მეთქი. ისეთი საშინელი დღეები გადავიტანე, მიკვირს, საერთოდ როგორ არ გავგიჟდი. ცალკე ჩემი მშობლები მიშლიდნენ ნერვებს, ვერაფრით ვაგებინებდი, რატომ აღარ მინდოდა გათხოვება.

– მიზეზი არ უთხარით?

– ვუთხარი, რომ მიღალატეს. ყველაფერი დაწვრილებით არ მომიყოლია. სხვა ქალი ჰყავს-მეთქი, საყვარელი და მე არ მინდა, ქმარი ვინმესთან გავიყო-მეთქი. მაგრამ, მაინც უამრავი კითხვა გაუჩნდათ. მე კი მათზე პასუხის გაცემის არც სურვილი მქონდა, არც განწყობა. კიდევ კარგი, რომ დაქალი მყავს არაჩვეულებრივი. არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ ერთი კვირით გამარიდა ყველას და ყველაფერს. ბათუმში, სასტუმროში ვიყავით. იქ მოვედი ნელ-ნელა აზრზე. ქორწილი, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. საქორწინო კაბა ჩემმა დაქალმა წაიღო – სად, არ მიკითხავს. ვაჟბატონს კიდევ ჰქონდა რამდენიმე მცდელობა, დამკავშირებოდა, მაგრამ სიახლოვეს აღარ გავიკარე. მეგობრები მეუბნებიან, რომ კარგად მოვიქეცი, რომ გაცილებით უარესი ბედი მელოდა, თუ ცოლად გავყვებოდი.

– თქვენი კი ნანობთ, ასე რომ მოიქეცით?

– არა, არ ვნანობ. ოთხი დღე ვერ შეინახა თავისი დადებული ფიცი, მერე რას იზამდა. იმ ქალს რომც შეშვებოდა, სხვას მოძებნიდა, მე კიდევ მთელი ცხოვრება დაძაბული და გამწარებული უნდა ვყოფილიყავი. ზოგიერთ კაცს მართლა შემთხვევით წაუცდება ხოლმე ხელი და როცა ამას აღიარებს, უნდა აპატიო. მე ახლა მხოლოდ იმ მამაკაცთან შევძლებ ურთიერთობას, რომელსაც გამოცდილი აქვს ღალატის სიმწარე. მარტო ასეთი მამაკაცი თუ გამიგებს და ასეთს თუ ვენდობი. ჩემმა „ყოფილმა“ სათანადოდ არ დამაფასა. ეგონა, ეგრევე დავიჯერებდი მის ფიცს. უსინდისო მატყუარა – ადამიანიც კი აღარ არის ჩემს თვალში. ვიცი, რომ ძვირად დაუჯდება ის სიმწარე, რისი გადატანაც მე მაიძულა. თავად ცხოვრება გადაუხდის სამაგიეროს.


скачать dle 11.3