კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გრძნობა აკავშირებდა ეკა თევზაძეს გოგი დოლიძესთან და სად მოუწყო ფოიერვერკი მან ახალგაზრდა კომპოზიტორს


კომპოზიტორი ეკა თევზაძე არაერთი სიმღერის ავტორია. მის სიმღერებს ბევრი ცნობილი მომღერალი და ჯგუფი მღერის. ეკას განსაკუთრებული მეგობრობა ყველასთვის საყვარელ მომღერალთან, გოგი დოლიძესთან აკავშირებდა, რომელმაც მისი რამდენიმე სიმღერა იმღერა. გოგი დოლიძის მიერ შესრულებულ სიმღერებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული – „სად არ ვიყავ, სად არა“ სწორედ ეკა თევზაძის დაწერილია. მართალია, ბევრს უკვირს, რომ შეუძლებელია ეს 21 წლის გოგონას შეექმნა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ეკა ამჟამად ბავშვებთან ურთიერთობას ამჯობინებს, რომლებსაც სიმღერას ასწავლის. მათ გარემოცვაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და სიცოცხლის ხალისს ჰმატებს.


– ეკა სიმღერების წერა როდის დაიწყე? ახალგაზრდა კომპოზიტორისთვის ძალიან ბევრი სიმღერა გაქვს შექმნილი.

– 21 წლის ვიყავი, როცა გოგი დოლიძესთან შემოქმედებითი ურთიერთობა დავიწყე. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღემდე ყველა ახალგაზრდა კომპოზიტორად მიხსენიებს. მგონი, 60 წლის რომ ვიქნები, მაშინაც ახალგაზრდა კომპოზიტორს მიწოდებენ. მახსოვს, 21 წლის ვიყავი, გოგი დოლიძესთან რომ მივედი და ჩემი დაწერილი სიმღერები მოვასმენინე. მანამდეც ვწერდი, მაგრამ ჩემი სერიოზული შემოქმედებითი მოღვაწეობა, სწორედ მაშინ დაიწყო, ანუ 1991 წლიდან. მერე ომი იყო და ამან შეგვიშალა ხელი. ჩემი სიმღერა „სად არ ვიყავ, სად არა“ 1993 წელს გააჟღერა პირველად გოგი დოლიძემ „ალიონში.“ ეს სიმღერა ყველამ იცის, უბრალოდ, არ იციან, რომ ჩემია. ხშირად გაკვირვებულები მეკითხებიან, ეს სიმღერა რამდენი ხანია ვიცით და როგორ შეიძლება, შენი იყოსო. იოსებ ნონეშვილის მეუღლე, ქალბატონი მედეა კითხვა-კითხვით მოვიდა ჩემთან ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ, ძალიან მინდა თქვენი გაცნობაო. მიხარია, რომ ყველამ შეიყვარა ეს სიმღერა.

– გოგი დოლიძემ შენი კიდევ რომელი სიმღერები შეასრულა?

– „სად არ ვიყავ, სად არა,“ და „ნუგეში,“ რომელსაც კონცერტებზე მღეროდა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ შედგა მისი სატელევიზიო პრემიერა. ასევე იყო სიმღერა „შევცდი,“ რომელიც მერე თამრიკო ჭოხონელიძემ იმღერა და „მაშინ მოვა სიყვარული.“ „შევცდი“ ფილმისთვის, ჩემი მეგობრის თხოვნით დავწერე. მართალია, ფილმი არ გამოვიდა, არ შედგა, მაგრამ სიმღერა დავწერე. მე და გოგი იმ პერიოდში „ნუგეშზე“ ვმუშაობდით, რომელიც სტუდიაში უნდა ჩაეწერა. მასთან სახლში ვიყავი მისული და რეპეტიციას გავდიოდით. მკითხა, რამე ახალი სიმღერა ხომ არ დაგიწერიაო. ჩემს ყველა ახალ სიმღერას პირველად გოგის ვასმენინებდი, რადგან ის ჩემი პირველი შემფასებელი და ის ადამიანი იყო, რომელმაც პირველმა დამინახა, როგორც კომპოზიტორი. მისი აზრი ჩემთვის ძალიან კომპეტენტური იყო. მოვუყევი ამ სიმღერის ისტორია და ვუმღერე. ყურადღებით მისმენდა, შემდეგ საკმაოდ დიდი პაუზა ჩამოვარდა. მერე მითხრა, იცი რა, თავიდან რომ დაიწყე „დაგიჯერე და შევცდი, გაგებუტე და შევცდი, გაგიღიმე და შევცდი...“ ვიფიქრე, რა უბედურებაა ამდენი შევცდიო. მაგრამ, ბოლოს ისე დაამთავრე, კინაღამ გავგიჟდიო. ყველა ადამიანზე, ვინც სიყვარულთან დაკავშირებით გულნატკენია, ეს სიმღერა ძალიან მოქმედებს. არ ვაჭარბებ, გოგიმ სიმღერაზე „შევცდი“ ისეთი ფოიერვერკი მომიწყო, არასდროს დამავიწყდება. დაახლოებით, 20-ჯერ მამღერა. მამა, შენ სულ რომ არაფერი დაგეწერა, მარტო „შევცდი“ გეყოფოდაო. მას შემდეგ, თუკი ოდესმე ცუდ ხასიათზე ვყოფილვარ, სულ ამას ვიხსენებ. ბედნიერება, რომელიც გოგისთან ურთიერთობის დროს მქონდა, მთელი ჩემი ცხოვრების სტიმული იყო. მართალია, ბევრის მეგობარი იყო, მაგრამ ასეთი ურთიერთობა ერთეულებს ხვდა წილად. ჩემი ჯილა ხარო, პირველად რომ მითხრა, გაშტერებული თვალებით ვუყურებდი, რას მეუბნება-მეთქი.

– მართალია, გოგი დოლიძეს ძალიან მოეწონა სიმღერა „შევცდი,“ მაგრამ რატომ შესთავაზა მისი შესრულება თამრიკო ჭოხონელიძეს?

– გოგი ამ სიმღერას თავის გასვლით კონცერტებზე ხშირად მღეროდა. ამ სიმღერის წინ ყოველთვის აცხადებდა: სიმღერას, რომელსაც ახლა გიმღერებთ, ჩემთვის ავტობიოგრაფიულია და ჩემი ახალგაზრდა მეგობრისა და კომპოზიტორის ეკა თევზაძის დაწერილიაო. ამაყენებდა ფეხზე და მომანათებდნენ „პროჟექტორებს.“ მაშინ ვერც კი ვგრძნობდი, რას აკეთებდა ჩემთვის გოგი. ერთხელ ხელი მომკიდა და ტელევიზიაში შემიყვანა. მთელი კუთხე-კუნჭული მომატარა და ჩემი თავი ყველას გააცნო. გაიცანით, ეს არის ეკა თევზაძე და გახსოვდეთ, მისი სახელი და გვარიო.

თამრიკოს რაც შეეხება, გოგიმ მითხრა, თამრიკო უფრო კარგად შეასრულებდაო. გოგის გარდაცვალებიდან, სანამ 40 დღე გავიდოდა, თამრიკოსთან მივედი და მოვუყევი ყველაფერი. გაგიჟდა... მან მართლა საოცრად კარგად ჩაწერა ეს სიმღერა – სხვანაირი, ემოციური ნამღერი იყო.

– რა ურთიერთობა გქონდა მასთან?

– ალბათ, ბევრი ჩვენს ურთიერთობას შურის თვალითაც კი უყურებდა და რა ისტორიებს აღარ იგონებდნენ. ყველას ეგონა, რომ სასიყვარულო ურთიერთობა გვქონდა. ამ დროს გოგის ერთადერთი ის ადარდებდა, რომ მე კარგად გავთხოვილიყავი. როგორც თავის დისშვილს, ისე მიყურებდა. ყველას ეგონა, რომ მე გოგის ლოგინში ვიწექი, მაგრამ ეს ასე არ იყო. მე მისთვის პატარა მეგობარი ვიყავი. გოგი მართლა ძალიან მიყვარდა, მაბოდებდა მასზე. რეპეტიციის დროს მის ტუჩებს რომ ვუყურებდი, კოცნა მინდებოდა, მაგრამ არ მინდოდა, ჩემი შინაგანი გრძნობები შეემჩნია. ხვდებოდა, როგორ არ ხვდებოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ბავშვი ვიყავი და არა ჩამოყალიბებული ქალი. ჩემი გრძნობები მას ცუდად არასდროს გამოუყენებია.

– რამდენწლიანი ურთიერთობა გქონდა გოგი დოლიძესთან?

– 1991 წლიდან 1996 წლამდე. ამ ხუთ წელიწადში ძალიან ბევრი კარგი და დადებითი მახსოვს მისგან. სხვანაირი ადამიანი იყო. ერთ-ერთმა მომღერალმა გოგის გარდაცვალების მერე, ისიც კი თქვა, გოგი კარგ დროს წავიდა ამქვეყნიდან, ის მწვერვალზე იყოო. გოგი ახლაც მწვერვალზეა. ეს სიტყვები ისეთმა ადამიანმა თქვა, რომელიც დღეს როგორც მომღერალი საერთოდ აღარ არსებობს. გოგი დოლიძე მართალია, გულში ყველას უყვარდა, მაგრამ მის სიცოცხლეში არ აღიარებდნენ, რომ პირველი იყო. ის რომ წავიდა, პირველის ძებნა მერე დაიწყეს. ის არავის გაუნებივრებია იმით, რომ მისთვის ეთქვათ, პირველი ხარო. გოგი 41 წლის გარდაიცვალა, სიცოცხლეში მას თავის მანქანა არ ღირსებია, ნორმალური სახლი, აწყობილი ცხოვრება არ ღირსებია. გული მეწვება, რამდენს წვალობდა. ყოველ გასვლით კონცერტზე აპარატურას საკუთარი ხელით ეზიდებოდა. ყველაფერზე თვითონ ფიქრობდა და საკუთარი ძალებით აკეთებდა. ორკვირიან გასტროლზე მის გვერდით ვიყავი და იმ დროის განმავლობაში ვხედავდი, ყოველდღე, თითოეულ კონცერტზე საათ-ნახევარი როგორ იხარჯებოდა. საწყენია, მაგრამ სადაც ანშლაგები უნდა ყოფილიყო, ნახევარი დარბაზი იყო სავსე.

– რატომ?

– ორი დღით ადრე გამოკრული აფიშა ხალხს ვერ შეგიკრებს. თბილისში უნდა გავაკეთო ბომბა კონცერტიო, ამბობდა, მაგრამ არ დასცალდა. ბევრი აუხდენელი ოცნება ჰქონდა.

– კიდევ რა ისტორიას გაიხსენებ გოგი დოლიძესთან დაკავშირებით?

– ეს რომ მოხდა, გოგი ახალი გაცნობილი მყავდა. ბიძაჩემი დამირეკავდა ხოლმე ტელეფონზე და სულ მაშაყირებდა, კომპოზიტორი ეკა თევზაძის ბინაოო. ერთხელაც, თურმე, გოგი მირეკავს და როგორც კი გავიგე სიტყვა კომპოზიტორი, დიახ-მეთქი, – სიტყვა მოვუჭერი, ბიძაჩემი მეგონა. რომ გავიგე გოგი იყო გავშავდი. მამა, შენ სანამ კომპოზიტორი გახდები, მანამდე დიდი დრო გავაო, მიპასუხა.

– გოგი დოლიძის გარდაცვალების შემდეგ რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

– რომ არ ეთქვათ, ეკა თევზაძე გოგიმ გაქაჩა და მისი გარდაცვალების შემდეგ არაფერი გაუკეთებიაო, რამდენიმე დუეტი ჩავწერე. ეს იყო დუეტი უნივერსიტეტის კვარტეტთან. წლების შემდეგ ზურა დოიჯაშვილთან ჩავწერე დუეტი, ტრიო „სიმმა“ იმღერა ჩემი სიმღერა და ასე შემდეგ. მართალია მე ვმუშაობდი, მაგრამ ამ დროს თურმე, ვიღაც-ვიღაცეები მიწას მითხრიდნენ. სამწუხაროდ, ფაქტის წინაშე მხოლოდ 2002-2003 წლებში დავდექი, როცა უკვე „მიწაში ჩამდეს“. სიმღერა, რომელიც 2002 წელს აფხაზეთზე დავწერე, რომელიც ნუკრი კაპანაძემ და ტრიო „თბილისმა“ იმღერა, ყველას აფხაზეთის სამინისტროს დაკვეთა ეგონა. ამ დროს მე თვითონ მინდოდა, გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე დამეწერა სიმღერა. ძალიან მძიმე დღე იყო ჩემთვის, როცა სტუდიიდან სიმღერა წამოვიღე და ვიცოდი, ის არავის სჭირდებოდა – არც ტრიო „თბილისს“ და არც ნუკრი კაპანაძეს. მივიტანე „რადიო 2-ში“ და მანანა ხვედელიძეს დავუტოვე. რამდენიმე დღე მართლაც „ატრიალეს.“ მერე ტრიო „თბილისის“ წევრებმაც დამირეკეს, რა კარგი გამოსულა, არ გვეგონაო. ცოტა ხანში აჟიოტაჟი მიწყნარდა, რადგან კლიპის გადაღების საშუალება არ იყო. მოკლედ, „აფხაზეთის“ სიმღერა ჩაიფარცხა. წლების შემდეგ ამ ლექსზე „ზუმბამ“ იმღერა სიმღერა. ტექსტში რამდენიმე სიტყვა ჩემი ხელით მქონდა ჩასწორებული, ჩემდა გასაკვირად „ზუმბას“ სიმღერაში ანალოგიური ტექსტი გაჟღერდა. მოეწონა სიტყვებიც და იდეაც. ამჯერად, ეს სიმღერა აქტუალური გამოვიდა.


скачать dle 11.3