კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველი მოჭადრაკის ამერიკული წარმატება


როდესაც გავიგე, რომ შორეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი მოჭადრაკეები წარმატებებს აღწევენ, ძალიან გამიკვირდა, რადგან ეს ამბავი ქართულ საინფორმაციო საშუალებებში აქტიურად არ გაშუქებულა. თუმცა, ამბავს პირველად სწორედ ჩვენი ჟურნალიდან შეიტყობთ. საკმაოდ წარმატებული ქართველი მოჭადრაკე, მიხეილ კეკელიძე, უკვე ექვსი თვეა, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და სხვადასხვა სერიოზულ ტურნირში წარმატებებს აღწევს. ამ შემთხვევაში კი ჩვენი ყურადღება არიზონას შტატში, ქალაქ ფენიქსში ჩატარებულმა ტურნირმა მიიპყრო, სადაც მონაწილეობას იღებდა თხუთმეტი დიდოსტატი სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურნირმა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, საბოლოოდ კი, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ერთნაირი ქულები, რაც ტურნირის პირველი ადგილის მოსაპოვებლად გახდა საკმარისი, სამმა მოჭადრაკემ მოიპოვა, ანუ პირველი ადგილი სამმა დიდოსტატმა გაიყო, რომელთაგან ორი ქართველი იყო – მიხეილ კეკელიძე და გიგა ყაჭეიშვილი, მესამე კი – გერმანელი დანიელ ფრიდმანი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეთა ასეულში შედის. ქართველები ამ წარმატებას არ სჯერდებიან და უახლოეს მომავალში ახალი მწვერვალების დაპყრობას აპირებენ.


скачать dle 11.3