კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარკო მეტრეველისა და ნინი შერმადინის ახალი დუეტი


ქართველმა მომღერლებმა, რომლებმაც ერთმანეთი სამშობლოდან შორს, საბერძნეთში გაიცნეს, ახლა ძალიან საინტერესო დუეტზე უკვე თბილისში მუშაობენ. მარკო მეტრეველი იმავე „იქს ფაქტორის“ მონაწილე იყო, რომელზეც ნინი შერმადინმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და რომელსაც არა მხოლოდ მთელი საქართველო, არამედ მთელი საბერძნეთიც გულშემატკივრობდა. მარკო კი ამ კონკურსს შედარებით ადრე გამოეთიშა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მომღერლის რეპერტუარში ძალიან დიდია ინგლისურენოვანი სიმღერების რაოდენობა, მათ გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ძალიან საინტერესო, ორიგინალური სიმღერა სწორედ ქართულ ენაზე შეესრულებინათ. ეს სიმღერა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, საქართველოში საესტრადო სიმღერების ყველაზე გემოვნებიანმა კომპოზიტორმა, მაიკო კაჭკაჭიშვილმა დაწერა. ჩაწერები კი „სანო სტუდიაში“ მიმდინარეობდა. როგორც ნინის, ისე მარკოს, საკმაოდ სერიოზული, მასშტაბური გეგმები აქვთ. თუმცა, როგორც გავიგეთ, მარკო უფრო ქართულ ბაზარზე ეცდება ძალების მოსინჯვასა და თანამემამულეების გახარებას ახალი და გემოვნებიანი სიმღერებით.


скачать dle 11.3