გვანცა კილასონია დედა გახდა
ცნობილი რადიოწამყვანი, რომელიც ყველას გვახსოვს „ვარსკვლავების აკადემიის“ ჟიურიდან, სულ ცოტა ხნის წინ დედა გახდა. მისი მეუღლე „რუსთავი 2-ის“ ცნობილი და რეიტინგული პროექტების, მათ შორის „პროფილის“ დამდგმელი რეჟისორი თემურ გოგოლაძეა, რომელიც სატელევიზიო წრეებში „ობობას“ მეტსახელითაა ცნობილი. წყვილს შვილი 13 ივლისს შეეძინა. გვანცას ექიმი იყო ცნობილი გინეკოლოგი ამირან ქორიძე. პატარა ლუკა, თავს მშვენივრად გრძნობს და დედა-შვილი 16 ივლისს სამშობიაროდან გამოწერეს კიდეც. ამ დეტალების შესახებ ჩვენ გვანცას უახლოესმა მეგობარმა – ხატია შამუგიამ შეგვატყობინა, რომელმაც ჩვენი ჟურნალის საშუალებით მიულოცა კიდეც წყვილს უდიდესი სიხარული. ჩვენც ვულოცავთ ბედნიერ მშობლებს შვილის შეძენას და ჯანმრთელობასა და უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებთ.