კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაშორდა ნინო ენუქიძე ირაკლი კოდუას თავისი ინიციატივით


არ მინდა, შესავალი დახასიათებასავით გამომივიდეს, მაგრამ, მაინც... ყოფილი მეორე თუ პირველი ნახევარი – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ადამიანის პირველი ცოლი, სულაც არ ჰგავს იმ ქალბატონს, როგორიც მასთან მისვლამდე წარმომედგინა. მხიარული, ემოციური, კომუნიკაბელური და საკმაოდ ძლიერი ხასიათის ქალბატონი, ნინო ენუქიძე, დღეს ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ზრუნავს ოთხ შვილზე, სახლზე, დაკავებულია სახელმწიფო სამსახურში, აქვს კერძო ბიზნესი და სისტემატურად ეწევა ქველმოქმედებას. როგორია ამ გახმაურებული ისტორიის ჩრდილში მდგომი ფიგურა, ექსკლუზიურად სწორედ ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ.


ნინო ენუქიძე: დავიბადე და გავიზარდე თბილისში, საკმაოდ ძლიერ და გავლენიან ოჯახში. დავამთავრე 162-ე სკოლა. ბავშვობა, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები, ბახტრიონზე გავატარე და ის პერიოდი ახლა საუკეთესო მოგონებებს მიღვიძებს. მყავს ერთი ძმა, რომელიც ძალიან დიდი ხანია – ოცი წლის წინ წავიდა გერმანიაში და იქ ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ეს უბანი განსაკუთრებით მიყვარს და ამიტომაც მშობლების სახლი მე მერგო.

სპეციალობით მათემატიკოსი ვარ, თუმცა, ისე აეწყო, რომ პროფესიით არასდროს მიმუშავია. ამჟამად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში ვმუშაობ, მინისტრის მრჩეველი ვარ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ, რასაც სამსახურებრივი დატვირთვა ჰქვია, მხოლოდ ეს არის. გარდა ამისა, ვარ სილამაზის სალონ „ბაგატელის” დამფუძნებელი, სადაც დირექტორი სხვა ადამიანია და ეს სფერო ჩემს აქტიურ ჩართვას არ მოითხოვს. ასევე ჩემი დაფუძნებულია „ყრუთა კავშირის” საჩხერის ფილიალი. ეს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ორი სფერო ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

– რატომ მაინცდამაინც საჩხერეში?

– ჩემი ბაბუა წარმოშობით ამ რაიონიდანაა, თუმცა, ისე მოხდა, რომ იქ საგვარეულო სახლი გვაქვს შემორჩენილი. ძალიან მინდოდა, რომ საჩხერესთან კვლავ გამება ურთიერთობის ძაფები, რათა სრულად არ მოვწყვეტოდი ამ მხარეს. ამას ისიც დაემთხვა, რომ ამ პრობლემაზე საჩხერის რაიონში არავინ მუშაობდა და, გადავწყვიტე, უკვე არსებული კავშირის ფილიალი დამეარსებინა. ჩემი უდიდესი სურვილია, რომ ცენტრში გაერთიანებულმა ბავშვებმა მიიღონ განათლება და შეძლონ საზოგადოებაში თავისუფლად ინტეგრირება. ვცდილობ, ხშირად მოვაწყო საქველმოქმედო ღონისძიებები. აქვე აუცილებლად მინდა, აღვნიშნო ადგილობრივი ხელისუფლების წვლილი ამ სასიკეთო საქმეში.

– მინდა, თქვენს პირად ცხოვრებასაც შევეხოთ. ამ გახმაურებულ ისტორიაში, რომელზეც ბევრი საუბარი და განხილვა იყო, მხოლოდ თქვენ არ ჩანდით.

– ოჯახი 19 წლის ასაკში შევქმენი და, როგორც ჩემი მეგობრები ხუმრობენ, უკვე „მოსწრებული“ ბებიაც ვარ (იცინის). მყავს ოთხი შვილი. სამი ვაჟის შემდეგ გაჩნდა ნაბოლარა – მარიამი, რომელიც სექტემბერში სკოლაში მიდის და ეს წელს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩემი პირადი ცხოვრება ეს არის, მთავარი სატკივარი და საზრუნავი ჩემი შვილებია. ბოლო წლებში ეს განცდა კიდევ უფრო გამიმძაფრდა, რასაც ჩემს შეწყვეტილ ქორწინებას ვუკავშირებ. რაღაცეები შეიცვალა და, ძალაუნებურად, ძალთა გადანაწილებაც მოხდა. თითქოს უცებ ძალიან იზრდები და სხვა ღირებულებები ჩნდება.

– როგორ გაიცანით თქვენი ყოფილი მეუღლე?

– ჩვენი ურთიერთობა შორეული ბავშვობიდან მოდის – თანაკლასელები ვიყავით (იცინის). თუმცა, იმას, რომ ირაკლისთან არა უბრალოდ კლასელობა და მეგობრობა, არამედ გაცილებით სხვა და უფრო სერიოზული გრძნობა მაკავშირებდა, პირველ კლასზე გაცილებით გვიან, უკვე უნივერსიტეტში სწავლის დროს, პირველ კურსზე მივხვდი. ეს ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე საკმაოდ პატარები ვიყავით და გაპარვები და ჩუმად ქორწინებებიც მოდაში იყო, ტრადიციულად გაგრძელდა: ჯერ იყო ოფიციალური ნიშნობა, შემდეგ კი – გრანდიოზული ქორწილი.

– ოთხმოცდაათიან წლებში შვილების ზედიზედ გაჩენა ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო, ვგულისხმობ იმას, რომ ბავშვების აღსაზრდელად თითქმის არანაირი პირობა არ არსებობდა. მაშინ როგორი იყო თქვენი მატერიალური მდგომარეობა?

– მატერიალურ პრობლემებს ლამაზი ურთიერთობის გაფუჭების „უფლებას” არ ვაძლევდით, მით უფრო, რომ მშობლები ყველანაირად გვეხმარებოდნენ, გვერდში გვედგნენ და მართლა მაქსიმუმს აკეთებდნენ იმისთვის, რომ თავი კარგად გვეგრძნო. თან, მიმაჩნია, რომ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია, როდესაც გვერდით მოსიყვარულე, ძლიერი და ერთგული მამაკაცი გყავს. ჩვენი ოთხივე შვილი დიდი სიყვარულის ნაყოფია, ვერანაირი პრობლემა ვერ გადამაფიქრებინებდა მათ გაჩენას.

– გაქვთ რაიმე გრძნობა დარჩენილი თქვენი მეუღლის მიმართ? ალბათ, ძალიან ძნელია, როდესაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემაში, მას თავის ამჟამინდელ ცოლთან ერთად ხედავთ.

– ზოგადად, მამაკაცები, რომლებიც ყოველთვის მეუღლის გვერდით არიან, ჩემს თვალში ძალიან დიდ სიმპათიას იმსახურებენ, ასეც უნდა იყოს და ამას მივესალმები. თუ ეკრანზე მის გამოჩენასთან დაკავშირებით ჩემი აზრი გაინტერესებთ, ამას ვერ გაგიზიარებთ, რადგან ეს საერთოდ არ მეხება. მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, სად გამოჩნდებიან ერთად და სად – არა. რაც შეეხება გრძნობას, როგორ შეიძლება, გრძნობა არ გქონდეს იმ ადამიანის მიმართ, რომლის გვერდითაც ამდენი წელი იცხოვრე და ოთხი შვილი გყავს?! თუმცა, ეს გრძნობა უკვე დიდი ხანია, რაც სიყვარული აღარ არის, უფრო ურთიერთპატივისცემას დავარქმევ.

– როდის დაიწყო თქვენ შორის კონფლიქტი და რა გახდა ამის მიზეზი?

– ჩვენი დაშორება კონფლიქტების გარეშე მოხდა. ეს პროცესი ეტაპობრივად ვითარდებოდა, თუმცა, ვერ ვიტყვი რომ უმტკივნეულოდ. მეც და, ალბათ, ისიც ვგრძნობდით, რომ ყოველდღიურად რაღაც იცვლებოდა, ფუჭდებოდა და ამისთვის წერტილი უნდა დამესვა, თუმცა, აქამდე მისვლას მაინც წლები დასჭირდა. განქორწინებას ოფიციალური სახე, ორი წლის წინ ჩემი ინიციატივით მივეცი.

– ამჟამად როგორია თქვენი ცხოვრების წესი, შეგცვალათ თუ არა ამ ურთიერთობის დასასრულმა?

– რა თქმა უნდა, შემცვლიდა, თუმცა ეს ჩემი ცხოვრების წესს ნამდვილად არ დასტყობია. ძალიან მხიარული და კობუნიკაბელური ვარ, თან – აქტიური ცხოვრება მიყვარს (იცინის), არასდროს ვდუნდები. მომწონს შავი, თეთრი და წითელი ფერები, ანუ, არაფერი გარდამავალი, ყველაფერი კარგად რომ არის გარკვეული. ალბათ, ჩემს ხასიათში მაინც სიჯიუტეს გამოვარჩევდი, ცოტა აზიატიც ვარ. შესაძლებელია, ჩემი ეს თვისება სამ ბიჭთან ურთიერთობამაც განამტკიცა. ყოველთვის ვცდილობდი მათთვის ის ტრადიციები შემეყვარებინა, რომლებიც ოცდამეერთე საუკუნეში სულ უფრო და უფრო იკარგება. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, უფრო მეტად – ბუნებაში, მთაში ყოფნა. ვარ გურმანი, მიყვარს სახლის საქმეები.

– როგორია თქვენი ყოველდღიურობა? საკმაოდ აქტიური ცხოვრების წესი გაქვთ და კლუბები და გართობის მსგავსი ადგილები თუ გიყვართ?

– ჩემი ყოვედღიურობა გამორჩეული და განსაკუთრებული ნამდვილად არ არის. რაც შეეხება გართობას, ყველა ასაკს თავისი ეტაპი აქვს. ის, რაც ძალიან მიზიდავდა წლების წინ, ახლა ჩემთვის დამღლელი და უინტერესოა. იყო დრო, როდესაც ყოველ შაბათს კლუბებში დავდიოდი, თუმცა ახლა ეს სიამოვნებას აღარ მანიჭებს. ახლაც ხშირად ვიღებ მიპატიჟებებს, მაგრამ, ძირითადად უარს ვამბობ. ახლა უფრო დიდ სიამოვნებას ჩემს შვილებთან ურთიერთობა და გართობა მანიჭებს. უფროს შვილს, იცით, რომ უკვე ბავშვი ჰყავს. ბევრნი ვართ, ასე რომ, მოსაწყენად არ გვცალია (იცინის). უფროსს – გიორგის და მის მომდევნო შვილს – ნოდარს, სპორტში გარკვეული წარმატებები აქვთ. მათ შეჯიბრებებზე სიარული მიყვარს, მიხარია მათი სიხარულის გაზიარება, როდესაც გამარჯვებულებს სახლში თასები მოაქვთ.

– დღეს თქვენი სალონი ქართული ბომონდური ცხოვრების ნაწილია.

– „ბაგატელი” თბილისელებში ძალიან დიდი პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს, რაც მხოლოდ და მხოლოდ აქ მომუშავე პერსონალის დამსახურებაა. ჩვენი სპეციალისტების მიერ შექმნილმა კრეატიულმა ვარცხნილობებმა, ბუმი ბომონდურ შეკრებებზეც გამოიწვია.

– არ შემიძლია, არ გკითხოთ: რას ნიშნავს იყო ირაკლი კოდუას პირველი ცოლი? ვგულისხმობ იმას, რომ ეს მაინც არის გარკვეული სტატუსი, რომელიც, შესაძლოა, გულისხმობს რაღაც შეზღუდვებს, გარკვეული სიტუაციებისთვის ანგარიშის გაწევას.

– თუ მხოლოდ პირადულზე ვიმსჯელებთ, რაც მოხდა, დღეს უკვე ვფიქრობ, რომ უნდა მომხდარიყო და, თან, მიმაჩნია, რომ ჩემს სასიკეთოდაც კი მოხდა. მაგრამ აქ მე მარტო არ ვარ. არ ვარ „ეგოისტი ქალი”, რომელიც მხოლოდ მისი პირადი ცხოვრებით არის დაინტერესებული. ჩემთვის ღირებულია როგორც ჩემი შვილების, მეგობრებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, საზოგადოების აზრი და განწყობა ჩემ მიმართ. ის, რომ ირაკლი კოდუას მეუღლე ვიყავი, დღეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ანგარიშის გაწევა ჩემს მორალურ პრინციპებთან მიწევს, რომელიც აღზრდიდან მოდის და არა იქიდან, რომ ირაკლის ყოფილი ცოლი ვარ.

– ოთხი შვილის დედობა ძალიან სერიოზული „სამსახურია”, თუმცა, პირადი ცხოვრებაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

– ჩემი აზრი თქვენსას ემთხვევა. პირადი ცხოვრება მნიშვნელოვანია და, ამავე დროს – აუცილებელი. ყველა ქალს, ისევე, როგორც მამაკაცს, ის უნდა ჰქონდეს, თუმცა, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

– ანუ, თქვენი გული დაკავებულია?

– დიახ... (იცინის).

– ესე იგი, სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

– ჩემი ოჯახისთვის და ახლო გარემოცვისთვის დამალული არაფერი მაქვს, ასე რომ, ამას სიურპრიზს ვერ დავარქმევ (იცინის).


скачать dle 11.3