კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი


ესპანეთის პრემიერმა ფინალის შემდეგ ცრემლი ვერ შეიკავა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, ხოსე-ლუის საპატერომ, ესპანეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ ცრემლი ვერ შეიკავა. პრემიერის თქმით, ეს ძალიან მოულოდნელი იყო მისთვის, რადგან, სრულად შეუძლია საკუთარი ემოციების კონტროლი. საპატერომ ისიც დაამატა, რომ გამარჯვება კატალონიური ღვინით აღნიშნა. აღსანიშნავია, რომ სწორედ კატალონიური გრანდის – „ბარსელონას“ ფეხბურთელების უმეტესობამ შეიტანა წვლილი ესპანური ფეხბურთის უდიდეს გამარჯვებაში.

ესტონეთისა და ლიტვის პრემიერებმა მაისურები გაცვალეს

ესტონეთის პრემიერმა, ანდრიუს ანსიპმა ვილნიუსში ვიზიტის დროს, თავის ლიტველ კოლეგას, ანდრიუს კუბილიუსს, სპორტული მაისური გაუცვალა. ანსიპმა ესტონეთის დროშის ფერებში შეკერილი ველოსიპედისტის მაისური, ხოლო კუბილიუსმა – ლიტვის კალათბურთელთა ნაკრების მაისური აჩუქა, რომელსაც ზურგზე „ანდრიუს ანსიპი“ ეწერა. მაისურების გაცვლა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალის დასრულებისთანავე შედგა, რომელსაც პრემიერებმა ერთად უყურეს.

ბერლუსკონი იტალიაში დასვენებას უკეთებს რეკლამას

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ, მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო რეკლამაში, რომელშიც იტალიის მოქალაქეებს მშობლიურ კურორტებზე დასვენებისკენ მოუწოდა. 30-წამიანი სარეკლამო რგოლის ხილვა იტალიის ტურიზმის სამინისტროს ვებგვერდზეა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ბერლუსკონიმ პირველად მიიღო ტურისტული სეგმენტის რეკლამირებაში მონაწილეობა, ხოლო თვითონ რგოლში იტალიას იგი ცის, ზღვისა და მზის სამშობლოდ მოიხსენიებს.

ტაჯიკეთის პრეზიდენტის შვილი ტელეწამყვანი გახდა

ტაჯიკეთის პრეზიდენტის – ემომალი რაჰმონის ქალიშვილი, 16 წლის ზარინა რაჰმონი, ტაჯიკეთის „პირველი არხის“ ინგლისურენოვანი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახდა. პირველი პირდაპირი ეთერისთვის პრეზიდენტის ქალიშვილი ორი კვირის განმავლობაში ემზადებოდა, ხოლო ტაჯიკეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ გადაცემის გამო მთლიანად შეცვალა კვირის პროგრამა. აღსანიშნავია, რომ ზარინა ლონდონში სწავლობს და მსგავს გადაცემაში პრაქტიკის გავლა მას პროფესორებმა ურჩიეს. ემომალი რაჰმონი ყველაზე მრავალშვილიანი პრეზიდენტია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პრეზიდენტებს შორის – მას შვიდი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავს.

საფრანგეთში ჩადრის ტარება აიკრძალა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომლის საფუძველზე მასობრივი თავშეყრის ადგილებში იკრძალება მუსლიმანური ნაციონალური ტანსაცმლის, აქსესუარის – ჩადრის ტარება. კანონპროექტის ავტორი საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზია და მის იდეას საფრანგეთის მოსახლეობის უმეტესობა უჭერს მხარს. კანონით უკვე გათვალისწინებულია ჯარიმა, რომლითაც დაისჯება კანონდამრღვევი – 150 ევროს გადაიხდიან როგორც, საფრანგეთის მოქალაქეები, ასევე ტურისტები.

ამერიკელმა სოციალისტებმა ობამა ლენინსა და ჰიტლერს შეადარეს

მოძრაობა „ჩაისმსმელებმა“, რომელიც სოციალისტური პარტიის მხარდამჭერ ორგანიზაციად ითვლება შტატ აიოვაში, ბარაკ ობამა ვლადიმირ ლენინსა და ადოლფ ჰიტლერს შეადარეს. სარეკლამო ბანერზე, რომელზეც ობამა ლენინთან და ჰიტლერთან ერთად არის გამოსახული სამი წარწერაა გაკეთებული. ობამას ფოტოს ქვეშ – „დემოკრატიული სოციალიზმი“, ლენინის სურათის ქვეშ – „მარქსისტული სოციალიზმი“ და ჰიტლერის ფოტოს ქვეშ – „ნაციონალისტური სოციალიზმი“. ობამას ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო სოციალისტების ქმედებაზე, ჯერჯერობით, არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა თეთრი სახლის მხრიდან.


скачать dle 11.3