კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტანდარტებით ვაჭრობა


არაესთეტიკურები

შესაძლოა, იმიტომ, რომ „ჩვენი რეფორმების მიზანი კავკასიის ისტორიაში პირველი ევროპული სახელმწიფოს შექმნაა“ (სწორედ ასე ბრძანა პრეზიდენტმა გასული კვირის უხვსტუმრიანობისას), შავი ზღვის სანაპიროზე ცივ-ცხელი სიმინდითა თუ ხილით ვაჭრობა აიკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმიანობა საკურორტო სეზონზე ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. აკრძალვის მოტივი, როგორც ბათუმელი ჩინოვნიკები განმარტავენ, მეტად ევროპულია: თურმე, სანაპირო ზოლში მოვაჭრეები არაესთეტიკურად გამოიყურებიან (მეორე მხრივ, თუ მათაც ჩინოვნიკებივით მაღალ ხელფასებს დაუნიშნავენ, იქნებ ესთეტიკაში თვით ბ-ნი ვარშალომიძეც კი დაჩრდილონ?!), ხოლო, რაკი „აქ (ანუ ბათუმში) ადგილობრივთან ერთად უცხოელი ტურისტიც ბევრია, მოვაჭრეები სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ“. რადგან ამთავითვე აშკარაა, რომ ისინი სტანდარტებს კიდევ კარგა ხანს ვერ დააკმაყოფილებენ (საკმაოდ პროზაული მიზეზით: ფული არ აქვთ, თორემ, რომ ჰქონდეთ, წელს კი არ მოიწყვეტდნენ დილიდან საღამომდე ცხელი სიმინდით სავსე ვედროების თრევით), ბათუმის მუნიციპალიტეტმა მტკიცე და შეუვალი პოზიცია დაიჭირა: ურჩ მოვაჭრეებს საქონელიც ჩამოერთმევათ და 200 ლარითაც დაჯარიმდებიან (ვფიქრობ, სანქცია გაცილებით ეფექტურად იმოქმედებდა, თუკი ერთ გარე მოვაჭრეს სამაგალითოდ ბათუმის ბულვარში გამოსაჩენ ადგილზე ფეხებითაც ჩამოკიდებდნენ და ზედ წარწერასაც მიაკიდებნენ: „ასე მოუვა ყველას, ვინც ბათუმის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილება“).

ამის პარალელურად, გასულ კვირას აჭარაში სტუმრობისას პრეზიდენტმა გაგვიმხილა, რომ ბათუმში ერთ სულ მოსახლეზე 2,5-დან 3 მილიარდამდე ინვესტიცია მოდის, ამიტომაც დარწმუნებულია, რომ „ძალიან მალე ბათუმი ბარსელონას, ნიცას, კანისა და სხვა ევროპული ქალაქების კონკურენტი იქნება.“ ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ სანაპირო ზოლზე მოვაჭრეებს, 3 მილიარდს ვინ ჩივის, ამაზე 3 000-ჯერ ნაკლებისაც არაფერი ეტყობათ. ჰოდა, რაკი არ ეტყობათ და, საკუთარი არსებობით, უდავოა (ყოველ შემთხვევაში, სანამ სიღარიბე არა მხოლოდ ზემოთ, ქვემოთაც დაიძლევა), ბათუმს ბარსელონა-ნიცა-კანის იმიჯს უფუჭებენ, ადგილობრივებს არა მხოლოდ სანაპირო ზოლზე, საერთოდაც უნდა ავუკრძალოთ ამ ჩვენი გზებდაგებული, მოშუშული, ვერტიკალურად გამწვანებულ-დამშვენებული სამშობლოს ქუჩებში გამოჩენა.


скачать dle 11.3