კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მანდატურით – სულ სხვაა


ნახტომი

მართალია, საქართველოს საჯარო სკოლებს სერტიფიცირებული პედაგოგები მხოლოდ 2014 წლიდან ეყოლება (თუ გავიხსენებთ, რომ ტურისტულ ქვეყანას, რისთვისაც ამ ჩვენს სამშობლოს ამზადებენ, კარგი მზარეულ-ბარმენი უფრო დასჭირდება, ვიდრე, თუნდაც, ასტროფიზიკოსი), თუმცა სკოლის ისტორია 2010-2011 სასწავლო წლიდან სულ „სხვანაირი იქნება“. ეს სასიხარულო ამბავი, რა თქმა უნდა, ახალმა ქართველმა განმანათლებლებმა გვამცნეს. სიახლე კი იმაში გამოიხატება, რომ მანდატურის ჯერ მხოლოდ რამდენიმე სკოლაში პილოტირებული (ადამიანურ ენაზე, – გამოცდილი) ინსტიტუტი თითქმის ყველა სკოლაში დაივანებს იმ მარტივი მიზეზით, რომ პოლიციის აკადემიაში შესაბამისი კონტინგენტი კიდეც შეირჩა და კიდეც გადამზადდა (თუ მომზადდა). ამ მეტად რთული პროფესიის ათვისება მომავალმა მანდატურებმა სამიოდ თვეში შეძლეს. პოლიციის აკადემიის შესაბამისმა წარმომადგენელმა დაგვაიმედა, რომ ამ უკანასკნელებმა შეისწავლეს ყველაფერი: ბავშვის ფსიქოლოგიით დაწყებული და ფიზიკური მომზადებით დამთავრებული. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ზემოხსენებული ცოდნის შესაძენად დანარჩენ მსოფლიოში (და თვით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებშიც კი) არაერთი წელია გამოყოფილი, მანდატურთა მიერ სწავლების დონისა და ხარისხის ამაღლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, უდავოა, რომ ამ ჩვენს პოლიციის აკადემიას (რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროსთან ერთად) პედაგოგიკაში ნახტომი გაუკეთებია.


скачать dle 11.3