კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იქ, სადაც ძროხები ძოვენ



„შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი, ეგ, ჩემო ლაბავ, ნუ შეგშურდება“

იმ ფონზე, რომ მაგისტრალური გაზსადენიც კი გაიყიდება (ხალხის რჩეული ბ-ნი თორდია გვმოძღვრავს, რომ კერძო სექტორში ქონება უკეთ იმართება, თუმცა, იმავდროულად, რატომღაც, თბილავიამშენი კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნდა), ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრები ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსიდან ცენტრალური ხელისუფლებისაზე გადაინაცვლებს, დიდი ვერაფერი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურობაა. მით უმეტეს, რომ არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაგვამადლა ზემოხსენებულმა ბ-ნმა თორდიამ თავისი კომპეტენტური მოსაზრება. კერძოდ, ხალხის რჩეული ამ გადაწყვეტილებას შემდეგნაირად ხსნის: სახელმწიფო ერთიან სტრატეგიას ამუშავებსო (საძოვრები რაა, სტრატეგიის გარეშე ისიც კი არ იმართება ამ ჩვენს ქვეყანაში!). მეტიც, ეს უკანასკნელი იმაშიც ღრმადაა დარწმუნებული, რომ ცენტრალური ხელისუფლება საძოვრებს უკეთ მართავს, ვიდრე ადგილობრივი. კოლეგას პათოსში არც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი მელიქიშვილი ჩამორჩება. სახელდობრ, ეს უკანასკნელი ბრძანებს, რომ ხშირად ისეც ხდებოდა, რომ ერთი ადგილობრივი თვითმმართველობა მეორე თვითმმართველობის მცხოვრებს საძოვრის მოხმარების საშუალებას არ აძლევდა (მიუხედავად იმისა, რომ ორივე თვითმმართველობა „ნაციონალური“ იყო, არის და იქნება).

მეორე მხრივ, მე თუ მკითხავთ, საძოვრის გასაჭირი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკეთ იცის, ვიდრე ცენტრალურმა და, არა მგონია, მაინცდამაინც, პირუტყვზე ზრუნვით იყოს განპირობებული ეს ნოვაცია, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ამ ზრუნვა-ზრუნვაში ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების მახვილი მზერის მიღმა ჩვენში ძროხას ბალახი ვერ მოუძოვია.


скачать dle 11.3