კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კეთილდღეობის ძალა


ხელისუფლებიდან გამოსულები

მას შემდეგ, რაც „ნაცხელისუფლებას“ უგანა, ქ-ნი ბურჯანაძე ხშირად ხვდება ქართული ელმედიის მახვილი მზერის ჰორიზონტზე. შესაბამისად, საერთო მაუწყებლების ეთერით ხშირადვე ატრიალებენ პარლამენტის ქალბატონი ექსთავმჯდომარის ყოფის ამსახველ კადრებს, რომლებსაც, თავის დროზე, მის გასაფიარებლად იყენებდნენ (ანუ, თუკი ვარდების რევოლუციის აისზე ფუფუნების ის საგნები, რითაც ქ-ნი ბურჯანაძე ყოველდღიურად შინ სარგებლობს, მის იმიჯს დადებით ელფერს აძლევდა, ახლა უკვე იმიჯის გასაშავებლად გამოიყენება). ასეა თუ ისე, გასულ კვირას ზოგიერთ ბეჭდურ და ელექტრონულ გამოცემაზე დაყრდნობით ჩვენმა ელმედიამ გვაცნობა, რომ აწ უკვე ოპოზიციონერ ლიდერს წყნეთში ახალი აგარაკი შეუძენია. ამის ამსახველი ფოტოები კი ჟურნალისტს ფარულ-შენიღბული მეთოდებით მოუპოვებია (და მერე რა, რომ, ვინც ქართული ჟურნალისტიკის დღევანდელობას იცნობს, იცის, რომ პაპარაცობა ჩვენთვის ჯერაც მხოლოდ ეგზოტიკაა).

თუმცა ისიცაა, რომ ქ-ნი ბურჯანაძე კარგი ცხოვრების ნაკლებობას არც შევარდნაძის დროს უჩიოდა, არც სააკაშვილის მმართველობის პირველ ვადაში და, ამ ლოგიკით, სავსებით ბუნებრივია, რომ არც დღეს უნდა უჩიოდეს (არც უჩივის). მეორე მხრივ, ვარდების რევოლუციისა და საკუთარი პირველი ვადით პრეზიდენტობის აისზევე მოგვიწოდებდა ჩვენი პრეზიდენტი, დაიმახსოვრეთ, ვის რა ქონება აქვს (იგულისხმებიან ჩინოვნიკები) და, თუკი თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ, ის გამრავლდება, თქვენი ხმალი და მათი კისერიო. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი ჩინოვნიკები (როგორც ყოფილები, ისე მოქმედები) ჯიბეფართოობით ხასიათდებიან (ჯიბის სიფართოვე კი ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობის პირდაპირპროპორციულია), უნდა ვივარაუდოთ, რომ რევოლუციურ „ავრორას“ იმათთვისაც (იგულისხმებიან დარჩენილები) და ამათთვისაც (იგულისხმებიან ხელისუფლებიდან გამოსულები) თანაბარი კეთილდღეობითი ძალით უსროლია.


скачать dle 11.3