კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ მოვუარო დენდრობიუმს და ხშირად თუ სჭირდება მას ზაფხულში წყლის დასხმა?

პასუხი: ამ მცენარისთვის იდეალურია კაშკაშა, გაბნეული შუქი წელიწადის ყველა სეზონზე. ზაფხულში დენდრობიუმის ქოთანი კვირაში ერთხელ რამდენიმე წუთით ჩადგით რბილწყლიან ჭურჭელში, ხოლო შემდეგ კარგად დაწრიტეთ. ფოთლებს ნუ დაასველებთ, თორემ დაულპება. ზამთრობით მცენარე თითქმის სრულ სიმშრალეში უნდა ამყოფოთ. სიგრილე და სინათლე ხელს უწყობს მცენარის კარგად ყვავილობას. ყოველი მორწყვისას ნიადაგი ორქიდეებისთვის განკუთვნილი სასუქით გაანოყიერეთ. ტენი არ მოაკლოთ, რადგან სიმშრალეს ვერ იტანს, განსაკუთრებით სიცხეში. კარგია, თუ მცენარეს ნათელ ადგილს მიუჩენთ. ზაფხულობით მისთვის სასურველი ტემპერატურაა 20-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში – 10.

კითხვა: სად დავდგა კტენანტა, რომ თავი კარგად იგრძნოს და უკეთ გაიხაროს?

პასუხი: ეს მცენარე პრეტენზიული არ არის. ზაფხულში გაბნეული შუქი სჭირდება, ზამთარში კი – სინათლე. სასურველია, ცოტა ხნით მზეზე ყოფნაც. კტენანტა თავს კარგად გრძნობს 18-24 გრადუსზეც. თუმცა, ზამთარში დაბალ ტემპერატურასაც უძლებს. ამიტომ, ბინაში დაბალი ტემპერატურის ნუ შეგეშინდებათ. გირჩევთ, მცენარე ხშირად სველკენჭებიან ლანგარზე დადგათ, რომ სიცხეში ფოთლები არ დაეწვას. თავიდან აარიდეთ მწველი მზის სხივები და ამყოფეთ კარგად განათებულ ადგილას.

კითხვა: ბინაში მაქვს ბეგონია, რომელსაც თითქოს ფოთლები უფუჭდება, რით გადავარჩინო მცენარე და რა არის დაზიანების მიზეზი?

პასუხი: შეიძლება, ბევრი წყლის დასხმა მოგივიდათ და ფოთლებმა ლპობა დაიწყო. საერთოდ, ეცადეთ, წყალი პირდაპირ მიწაზე ან ლამბაქზე დაუსხათ. რეგულარულად მოაშორეთ დაყვავილებული ნაწილები. ბეგონიას სიმშრალესა და სიცხეში შეიძლება, ფოთლებზე ობი გაუჩნდეს. დაზიანებული ფოთლები მალევე მოაშორეთ, მორწყეთ ზომიერად და თქვენი მცენარე მშვენივრად გაიხარებს.

კითხვა: როგორ პირობებში გავახარო ასპიდისტრა?

პასუხი: ასპიდისტრა ძალიან გამძლე მცენარეა. ჩრდილს იტანს, მაგრამ სინათლეში უკეთ იზრდება. თუმცა, არ უყვარს მზისგულზე ყოფნა. იტანს ნებისმიერ ტემპერატურას, მაგრამ სასურველი ოთახის ჩვეულებრივი ტემპერატურა 18-24 გრადუსია. ზაფხულში მცენარე აქტიურად იზრდება, ამ დროს რეგულარული მორწყვა სჭირდება, მისი მიწა ნესტიანი უნდა იყოს. წყალი ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ ფოთლებზე ყავისფერი ლაქები გაუჩნდება. ასპიდისტრა მინიმალური მოვლის პირობებშიც კი, მშვენივრად იზრდება. ფოთლები სველი ნაჭრით ხშირად გაუწმინდეთ, რომ მცენარეს ჯანსაღი იერი ჰქონდეს. ზაფხულის განმავლობაში ყოველ სამ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით.


скачать dle 11.3