კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჭირვეულის” მორჯულება


სამწუხაროდ, მამაკაცი იშვიათად არის გულახდილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ ნაბიჯზე გატყუებთ. ის, უბრალოდ, დუმს და ძალიან ბევრ რამეს არ ამბობს. ფიქრების ამოცნობა კი ასე ადვილი არ არის და ქალიც საგონებელშია ჩავარდნილი: „ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ?“ „ჩემი ახალი ვარცხნილობა მოსწონს, თუ არ მოსწონს”? „ნეტავი, ჩემამდე ვინმე ძალიან უყვარდა თუ პირველი სიყვარული მე ვარ?” ერთი სიტყვით, კროსვორდი გვაქვს ამოსახსნელი. ინტიმური ურთიერთობის დროსაც კი არ არის მამაკაცი ენაწყლიანი – ის ამ შემთხვევაშიც დუმილს ამჯობინებს.

არ მოსწონს? – დუმს პარტიზანივით. მოსწონს? – მაინც დუმს. მოდი და მიხვდი, როგორ აამო. თუ არც ეამება, იყოს ჩუმად. აქეთ მაამოსო – იტყვით თქვენ და, იქნებ, სწორედ ეს იყოს ჭეშმარიტება, მაგრამ, თქვენ ხომ გიყვართ ის. ამიტომ, ვერც მისი ემოციები იქნება თქვენთვის სულერთი. სწორედ სიყვარული და მოთმინება დაგეხმარებათ მის მორჯულებაში. ასწავლეთ, გამოხატოს სიტყვებით ის, რასაც გრძნობს და განიცდის. დაიწყეთ ელემენტარულით, მაგალითად, ჰკითხეთ, მოეწონა თუ არა თქვენ მიერ მომზადებული კერძი. შეიძლება, პასუხი თქვენთვის სასიამოვნო არც აღმოჩნდეს, მაგრამ, თუკი სერიოზულად მოჰკიდეთ ხელი ამ საქმეს, მაშინ, წვრილმანებსაც ნუღარ მიაქცევთ ყურადღებას. „მორჯულების” პროცესში გამოგადგებათ ძლიერი მომხიბვლელობა, იუმორის გრძნობა, გონებამახვილობა, სექსუალობა – ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კაცზე პოზიტიურად იმოქმედებს.

მამაკაცს უყვარს, როცა ყველაფერს უთანხმებენ. ამიტომ, ნუ გამოიჩენთ უსარგებლო პრინციპულობას და ნუ გაეჯიბრებით. აჯობებს, ღიმილით ჰკითხოთ აზრი ამა თუ იმ ნაბიჯის შესახებ, მერე კი, შეგიძლიათ, მაინც თქვენებურად გააკეთოთ, ის აღარ ჩაგეძიებათ, რადგან მისი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული იქნება. მამაკაცი არც ისეთი ჭირვეულია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია, „მორჯულების” პროცესი არ იყოს ძალიან ხელშესახები და შეურაცხმყოფელი.


скачать dle 11.3