კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერიოზული გადაწყვეტილება


ხშირად ამბობენ, რომ ყველაზე მოყვარულ ცოლ-ქმარსაც კი, საყოფაცხოვრებო პრობლემები სიცოცხლეს უმწარებს. ქალისა და მამაკაცის ერთად ცხოვრება, ანუ ერთ ჭერქვეშ არსებობა, ადვილი ნამდვილად არ არის. რადგან ხასიათების, ჩვევებისა, თუ ახირებების სრული თანხვედრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. პრობლემა მხოლოდ ერთი გზით გადაიჭრება: შენი პარტნიორი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც ის არის რეალურად. თუ ყოველდღე წვრილმანებზე იჩხუბებთ, შედეგად მიიღებთ სკანდალს, რომელიც კარგად არ დამთავრდება.

არასოდეს მოუწყოთ საყვარელ ადამიანს გამოცდა, ან, რისთვის არის ეს საჭირო? რამდენად სერიოზულია პრობლემა, ამას თავადაც შეაფასებთ და თუ მისი მოგვარება დამოუკიდებლად შეგიძლიათ, ნუ მიიტანთ მეუღლის ან, თქვენი რჩეულის ყურამდე. ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ, თუკი პრობლემას ორივე არ გაინაწილებთ, ამით ურთიერთობას ავნებთ. ნამდვილად არ არის ასე. ხშირად მამაკაცებს რამდენიმე წელიც კი სჭირდებათ, რომ თავი ოჯახის პატრონად იგრძნონ და, შესაბამისად, საკუთარი მოვალეობებიც ბოლომდე გაიაზრონ. ნუ დააძალებთ, მალევე აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. მიეცით დრო და შანსი თავად მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება. მამაკაცს უყვარს, როცა თავს „მბრძანებლად” გრძნობს. ამიტომ, როცა ქალს ჰყოფნის ჭკუა და მოთმინება, ის საყვარელი მამაკაცს ამის ილუზიას უქმნის და ეს მხოლოდ პოზიტიურად აისახება ქალისა და კაცის ურთიერთობაზე. თუ თქვენი უმთავრესი გადაწყვეტილება არის ის, რომ მის გვერდით ყოფნა გინდათ, მაშინ, აღიჭურვეთ მოთმინებით და მასაც მიეცით შანსი, თავად მიიღოს საკუთარი „მნიშვნელოვანი” გადაწყვეტილება.


скачать dle 11.3