კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განსაკუთრებული და ერთნაირი


ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, საკუთარი ცხოვრება უკეთესი გავხადოთ, თუკი ვისწავლით რეალობის აღქმას და არ მოვიტყუებთ თავს. მაგალითად, როცა მამაკაცს არ შევაფასებთ გადაჭარბებით და შევიყვარებთ ისეთს, როგორიც არის, ურთიერთობებიც გაცილებით გაადვილდება. ანუ, არ უნდა ვეძებოთ განსაკუთრებული და არც ის უნდა ვამტკიცოთ, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია. ორივე შეხედულება მცდარია. არ შეიძლება, მამაკაცები იყვნენ ერთნაირები. ისევე, როგორც არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი და სექსი აქ გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. მამაკაცი შეიძლება იყოს ეჭვიანი ან ძალიან ეჭვიანი. არიან ქალები, რომლებსაც ასეთი მამაკაცები ძალიან მოსწონთ, მაგრამ, თუ თქვენ ამ ქალების რიცხვს არ მიეკუთვნებით, მაშინ, ჯობია, თავიდანვე შორს დაიჭიროთ მათგან თავი, თორემ, მერე მათმა ეჭვიანობამ, იქნებ, ცხოვრებაც ჯოჯოხეთად გიქციოთ – ამას განსაკუთრებული მიხვედრილობა არ სჭირდება.

„მამაკაცი იდეებით” – არცთუ ხშირი შემთხვევაა, მაგრამ განსაკუთრებული არც ის არის, გამოსავალი მარტივია: მიეცით საშუალება, გაგიზიაროთ თავისი იდეები, თუნდაც სასაცილო, თუნდაც აბსურდული... მას, თუ ისინი რეალური და კარგი ჰგონია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასცინოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცოლ-ქმარი, უპირველესად, ერთმანეთის თანამოაზრე უნდა იყოს. თუ არ გაინტერესებთ და ირონიას გგვრით მისი იდეები, მაშინ რიღასთვის ხვდებით?!

„ნამდვილი მამაკაცი” – ო, ეს ნამდვილად რთული თემაა. ანუ, რთულია, გადაწყვიტო და თქვა, ვისთვის რა არის იდეალი. თუკი ხედავთ, რომ მამაკაცი თქვენს „იდეალურ მოდელს” არანაირად არ ერგება, მაშ, რისი იმედი გაქვთ?! ერთი სიტყვით, თქვენზეა დამოკიდებული, როგორ მამაკაცს დაუკავშირებთ ბედს. „განსაკუთრებულს” თუ „ჩვეულებრივს”. მთავარია, ნამდვილად გიყვარდეთ – მაშინ ის განსაკუთრებულიც იქნება და ძალიან, ძალიან ჩვეულებრივიც.


скачать dle 11.3