კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხატავდა მარინა ხორავა მომავალ ქმარს ბავშვობაში და ვინ გადაწია მან გვერდზე


ცხოვრება თვითონ გმართავს, იმ გზით გატარებს, რაც მოგინიშნა და მას გახვედრებს, ვისთანაც, არ იცი, ბედნიერი იქნები თუ არა. თბილისში ცნობილი დიზაინერების წყვილი – მარინა ხორავა და ზვიად ციკოლია, ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. დიდმა ასაკობრივმა სხვაობამ თოთხმეტი წლის შემდეგაც ისეთივე დატოვა მათი ურთიერთობა, როგორიც თავიდან იყო. ყოველივე ამის შესახებ ვესაუბრეთ მარინა ხორავას.


– როგორც ვიცი, საკმაოდ გვიან გათხოვდით. ამ ასაკში გადაწყვეტილების მიღება უჭირთ ხოლმე და თქვენ როგორ გადაწყვიტეთ?

– საერთოდ, თუ ჩემთვის რაღაც სერიოზულია, აუცილებლად ვგეგმავ. ჯერ კიდევ პატარა ასაკში დავგეგმე, რა პროფესიის უნდა ვყოფილიყავი, რა ეტაპები უნდა გამევლო და ვიცოდი, რომ ძალიან დიდხანს არ უნდა გავთხოვილიყავი. მინდოდა, ჯერ ფეხზე სერიოზულად დავმდგარიყავი. არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ ოჯახსაც ვუვლი და ჩემს საქმესაც ვაკეთებო. ეს ტყუილია. გამორიცხულია, გყავდეს ქმარი და შვილები და საქმე იმ ხარისხში აკეთო, რა ხარისხშიც მე ვაკეთებ. არც ქმარი მინდოდა მარტო იმისთვის, რომ ქმარი რქმეოდა. აქედან გამომდინარე, ასაკმა მომცა საშუალება, კარგად გამეაზრებინა, როგორ კაცს გავყოლოდი ცოლად. 35 წელი ის ასაკია, როცა ზოგს შვილიშვილი უჩნდება, მაგრამ ჩემთვის ეს ის ასაკია, როცა ჩამოყალიბებული ხარ, როგორც პიროვნება და ასე თუ ისე, ფეხზე დგახარ. მე კი უკვე ორი ფეხით კი არა, ათი ფეხით ვიდექი დედამიწაზე. არის ქალების კატეგორია, რომელიც რაღაცეებს აფასებს კაცში, მაგრამ არჩევა არ იცის. რომ ამბობენ, არ შემხვდაო, უნდა შეიხვედრო. დედას და მამას არ ირჩევ, თორემ, ქმარს ირჩევ. თუ არ გამოგადგა, შენი მინუსია. მე გავყევი ჩემთვის იდეალურ კაცს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ბავშვობაში ევროპული, ტიპის – მწვანეთვალება და გრძელთმიან მამაკაცებს ვხატავდი, ალბათ, იმიტომ, რომ მაინცდამაინც ვერ ვხედავდი რომანტიკული სახის მამაკაცებს, მაგრამ მერე ეს მივიწყებას მიეცა. აკადემიაში ჩავაბარე, დავამთავრე, ბიზნესვუმენი გავხდი და შარშან ჩემმა მეგობრებმა გამახსენეს – ეს იმას ჰგავს, ვის პორტრეტებსაც შენ ხატავდი და გვჩუქნიდიო.

– ათი წლით უმცროსი ბიჭის მოხიბვლა არც ისეთი იოლი საქმეა. როგორ სიტუაციაში გაიცანით ერთმანეთი?

– ერთმანეთს ერთ-ერთ ავიაკომპანიაში, საქმიან ვითარებაში შევხვდით. ზაფხული იყო. თან ჩემს საქმეს ვაკეთებდი, თან აუზზე დავდიოდი. ქმარი მე არ მყავდა და შვილი და, რა მენაღვლებოდა! ერთხელაც, მირეკავენ და მეუბნებიან: თუ შეიძლება, ერთი დღე გააცდინე აუზი და მობრძანდი, სტიუარდესებს უნდა ჩააცვაო. ისე არ მინდოდა წასვლა, ვერ წარმოიდგენ. ჩემი ქმარი ყოველ 2 აგვისტოს კოტე დავითიძეს ურეკავს და მადლობას უხდის, რომ მისი წყალობით შევხვდით ერთმანეთს. იმას ავიწყდება და უკვირს, რა მადლობებს მიხდის ეს ბიჭიო. მახსოვს, ძალიან გარუჯული ვიყავი, გამჭვირვალე პომადა მესვა და ვარდისფერი, გულამოღებული მაისური მეცვა. ესენი დაფაცურდნენ – მარინა მოდისო და, ზვიადს უკითხავს – კარგი ნაშაა თუ გასათხოვარია, უცოლო ბიჭი ვარო და... არც კი გაბედო, სხვანაირი ტიპია, სერიოზული ქალია და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიო. რომ გავიცანი, ცოტა ავიგდე, თვითმარქვია დიზაინერად ჩავთვალე. თან, ათი წლით ჩემზე უმცროსი აღმოჩნდა, მაგრამ, მერე რომ მითხრეს, შენ ამას ასე ნუ უყურებ, სერიოზული დიზაინერია, თავისი ნამუშევარი ფრანკფურტში მიაქვს, სადაც ჯერ რუსეთიც არ გასულაო, მოვიხიბლე. დავიწყეთ ერთად სიარული. ურთიერთობაში დავინახე, რომ სერიოზული, დახვეწილი გემოვნების, აზრზე მოსული და ზღაპრულად ერთგული ადამიანია, რასაც მამაკაცში ყველაზე მეტად ვაფასებ. ვიფიქრე, ჩემი საქმე და ფული მაქვს, ძალიან ნიჭიერი ბიჭია და აუცილებლად გვერდზე დავუდგები-მეთქი. ასეც მოვიქეცი. ყველა მამაკაცი გვერდზე გადავწიე და გავყევი. შედეგად მივიღე ის, რომ მყავს იშვიათი თვისებების მქონე ქმარი, თუმცა, არის ტიპური ქართველი კაცი. სხვათა შორის, ზვიადი დღემდე ამბობს, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემზე უფროს ქალს მოვიყვანდიო.

– როცა ასეთი ასაკობრივი ზღვარი არსებობს, უფრო დიდია ალბათობაც, რომ სხვამ მოგხიბლოს, სხვა შეგიყვარდეს.

– ჩემი მოტყუება ძალიან რთულია. თუ ჩემთან არ არის, მაშინ, იქ იყოს, სადაც უნდა. არავის ვიჭერ ძალით. ალბათ, ყველა ქართველ კაცზე აზიატი ვარ, მაგრამ, რა ვქნა, ასეთი ვარ. ჩვენ გაუგებრობებიც გვაქვს, კამათიც, თუმცა, საერთო სიტუაციაში კარგად ვუგებთ ერთმანეთს და შვილებსაც საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ვზრდით. ოჯახი მაინც ქალზე დგას და ეს ყველა კაცმა იცის. უბრალოდ, ქალს იმდენი ჭკუა უნდა ეყოს, რომ ეს თემა წინა პლანზე არ წამოსწიოს. თუ ქმარი თავს კარგად გრძნობს მასთან, ვისთანაც ცხოვრობს, ზედმეტი რაღაცეების სურვილი არ გაუჩნდება. ჩვენ ერთად განვიხილავთ ლამაზ ქალსაც და ლამაზ კაცსაც. კაცი რომ არ აღიარებს ლამაზ ქალზე, ლამაზიაო, სწორედ ის კაცი არ არის სანდო.

– ასე რომ ვენდობით ქმრებს, ამიტომაც ხომ არ გატუტუცდნენ?

– რომ შეგიყვარდება, ისედაც ხომ ხვდები, რომ ოჯახი დამთავრდა? რატომ უნდა დავაკარგვინოთ დრო ერთმანეთს? იმდენი რამ მაქვს ცხოვრებაში განვლილი და გადატანილი, ვიმეორებ, ჩემი მოტყუება რთულია. მეცინება, რომ დასცილდებიან და ამბობენ – მეგობრები ვართო. როგორ ვიმეგობრო ადამიანთან, რომელმაც ასეთი საშინელი ტრავმა მომაყენა? თუ ჩემი მეგობარი ხარ, არ გატკენ და, თუ არავინ არ ხარ, არც მადარდებს, გეტკინება თუ არა. მსგავსი რაღაცეები მქონია ცხოვრებაში, საქმიან თუ ისე ურთიერთობაში და კარგად ვიცნობ საკუთარ თავს. შეცდომის მიტევება შეიძლება, მაგრამ ჩემთვის ღალატი არანაირად არ არის შეცდომა, ღალატი – ღალატია!

– იცით, მამაკაცებს ყველაზე მეტად რა უკვირთ? რატომ ვქმნით ტრაგედიას, ვიღაცასთან რომ კოტრიალობენ და საღამოს ცოლთან პრეტენზიები უჩნდებათ. როცა ადამიანი პრიმიტიულ რაღაცას ვერ ხვდება და იმახსოვრებს, ჩემი აზრით, ამას სხვა რამ ჰქვია. სამწუხაროა, რომ ქართველ კაცებს ყველას ერთად დაემართათ ეს უბედურება.

– მაგალითად, კაცისთვის ტრაგედია არ არის, თუ ქალს ვიღაც შეუყვარდა. ამბიცია აქვთ, რომ ის მისი საკუთრებაა და ეხებიან! ამაზე ფიქრიც არ მინდა, ღმერთმა დამიფაროს. ძალიან ემოციური ვარ და არ ვიცი, რას ვიზამ, შეიძლება, კაცის განცდა მქონდეს. იმ წუთას ვერ განვსაზღვრავ, რას ვიზამ. მე შემიწყვეტია ურთიერთობები ღალატის შემთხვევაში და ჰაერზე არ ვლაპარაკობ. ეს ნიჭივით არის: ან გაქვს, ან – არა. 14 წლის ოჯახი გვაქვს და ბევრ რაღაცას ვპატიობთ ერთმანეთს, მაგრამ, ასეთ საკითხში ძალიან პრინციპული ვარ. არ მიყვარს ლამაზი ტყუილები, მიყვარს რეალობა – სად, რატომ და ვისთან ვარ. ვერ ვიტან სირაქლემობას, მირჩევნია, მწარე ძახილის ნიშანი იყოს. ძირითადად ბიჭებთან ვმეგობრობ, მათთან უფრო ბევრი საერთო მაქვს, რომლებიც, ზუსტად ვიცი, რომ არ არიან მოღალატე ქმრები და გული მწყდება, რომ კაცებმა მოღალატის ტიტული შეიფერეს. მე ხომ ვიცი, მზე და მთვარე ამოსდით თავიანთ ცოლებზე. საერთოდ, დღემდე ვერ გავიგე, ვინ დააწესა, რომ კაცი უნდა იყოს უფროსი. ფიზიოლოგიურად ყოველთვის ჯობია, კაცი უმცროსი იყოს ქალზე. ცხოვრებისეული გამოცდილებით და პიროვნულად მაინც ვუსწრებთ კაცებს.

– ლოგინში რომელი უსწრებთ?

– ჩვენ ყველაზე მთავარ საკითხებში ვუგებთ ერთმანეთს. ლოგინი არ არის გადამწყვეტი, თუ ადამიანი სექსუალურად ავად არაა და გადახრა არ აქვს. დღეს რომელიმე მათგანის ცოლი რომ ვყოფილიყავი, ზუსტად ვიცი, რომ მარტო ვიქნებოდი. ასეთი კაცის ცოლობა მინდოდა და არ შემეშალა. 14 წლის განმავლობაში არაერთი გაუგებრობა გვქონია. მეორე წუთს მოსულა და ერთად სადღაც წავსულვართ. ამას გულახდილად გეუბნები. კაცი დაღლილი ქალისგან „ტანეც ჟივოტას“ რომ ითხოვს, ის კაცი ჩემთვის გაშიფრულია: არ არის კაცი. მაგალითად, რომ ვიმშობიარე, ჩემი ქმარი ძალიან მეხმარებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს დონეზე აკეთებდა საქმეს, კაცს რა უნდა მოსთხოვო, მაგრამ, მაქსიმალურად გვერდით მედგა. ერთადერთი, ვინც ქმრებიდან სამშობიაროში ამოვიდა, ზვიადი იყო. რომ შემოსულიყო, ყველაფერი იჩალიჩა, როცა არავის შეეძლო შემოსვლა. მაკა მახარაძე ჩვენი ახლობელია, ზვიადი მის ოჯახში გაიზარდა და დედამთილს ვეძახი. კასეტა რომ ნახა, თქვა – აი, ქალიო! ახალი ნამშობიარები გამოვყავარ ექთნებს ბლოკიდან, პალატაში უნდა შემიყვანონ, ჩემს ქმარს ხელში კამერა უჭირავს და მიღებს. იმ წუთას ხომ ვერ გავაცნობიერე, რას ვაკეთებდი, მაგრამ, რომ დავინახე, ინსტინქტურად გავიპრანჭე. კაცებს აქვთ ეგ მომენტი, შეიძლება, ხმამაღლა არ აღნიშნონ, მაგრამ, ქვეცნობიერად ქულებს იწერენ. მუდმივად მოუწესრიგებელს რომ გხედავს, თავისდაუნებურად ცივდება შენ მიმართ. ამის გამო გადავწყვიტე ზვიადთან ურთიერთობა და არა მატერიალურად უფრო უზრუნველყოფილ ადამიანთან. იმ კომფორტს ეს კომფორტი მირჩევნია. ჩვენ ბევრი გაჭირვება გავიარეთ ერთად.

– რა გაჭირვება?

– მხოლოდ ღალატის გამო არ ინგრევა ოჯახი, ეკონომიკური სიდუხჭირის გამოც ინგრევა. იყო შემთხვევა, მთელი წლის განმავლობაში უფულოდ ვყოფილვართ, თან ქირით ვცხოვრობდით. მოკლედ ყველაფერი გავიარეთ. ასეთი პერიოდი ადამიანისთვის ემოციურადაც რთულია. შორიდან ბევრს ჰგონია, რომ ფეხი ფეხზე გვაქვს გადადებული და დალხენილად ვცხოვრობთ. არადა, ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს. სამწუხაროდ, შარშან ზვიადს დედა გარდაეცვალა და მის ბინაში გადავედით საცხოვრებლად, თორემ, მანამდე სულ ქირით ვიყავით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არასდროს მომითხოვია მისთვის, ბინა რატომ არ გვაქვს-მეთქი – ეს სიტყვები ჩვენს ურთიერთობაში არ ყოფილა. ძალიან კარგად ვიცი, რომ მშრომელი, მეოჯახე ადამიანია. დღეს მთელ ევროპაში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერი, მაგრამ აქ ნორმალური სამუშაო არ აქვს. რა ვუთხრა, რატომ არ გაქვს სამუშაო-მეთქი?! ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, სად ვცხოვრობთ.

– ძნელია კაცის გაგება?

– როცა ვხედავ, რომ გაღიზიანებულია, არ გამოვიდა შეკვეთა და ხასიათზე არ არის, ოთახიდან გავდივარ. თუმცა, ოჯახში ყოფნა მისთვის დიდი კომფორტია. ეს ქალმა უნდა შექმნა. კარგი საჭმლის კეთებაც უნდა შეგეძლოს, იმიტომ, რომ ყველა კაცს უყვარს გემრიელი ჭამა. მე რომ ჩემს ქმარს ლანგრით დავუწყე ლოგინში საუზმის მირთმევა, მაგრამ, იმიტომ კი არა, რომ ქალი ვარ და კარგი ცოლის ადგილი მინდოდა მომეპოვებინა, ამან კიდევ უფრო მიიქცია მისი ყურადღება. სულ ვამბობ ჩემთვის, დაშორება და მერე ისევ გათხოვება რომ მომიწიოს, ალბათ, სხვა კაცს ვერ ავიტან-მეთქი. მას რომ სხვა ცოლი ჰყოლოდა, შეიძლება, ეს არც გაეკეთებინა და ეღალატა კიდეც. დღემდე ამბობს, რომ ყოველთვის მინდოდა, ცოლად ძლიერი ქალი მომეყვანაო. ბევრს ეშინია ძლიერი ქალის.


скачать dle 11.3