კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სხეულის რომელ ნაწილზე არის ყველაზე აქტუალური ტატუს გაკეთება და როგორი ტატუა წელს მოდაში


ტატუ ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ნებისმიერი ასაკის ადამიანში. მას არც ახლა დაუკარგავს აქტუალურობა. პირიქით, ამ სეზონზე ტატუს გაკეთების მსურველთა რიცხვი ერთიორად გაიზარდა. დროთა განმავლობაში ადამიანები მიხვდნენ, რომ ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, სხეულს ალამაზებს.

როგორი ტატუებია წელს მოდაში, რა დატვირთვა აქვს მას და რატომ იზიდავს ტატუ ადამიანებს, ამ თემებზე ტატუს სპეციალისტი ანატოლი მურენცევი გვესაუბრება


– დავიწყოთ იმით, არის თუ არა ტატუ ისევ მოდაში და თუ არის, ისევ ისეთი აქტუალური როგორიც მანამდე იყო?

– კი, ნამდვილად ძალიან აქტუალურია, უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე აქამდე. შეიძლება ითქვას, ტატუ მოდიდან გადასვლას არ აპირებს. იგი ყოველთვის იყო, არის და იქნება მოდაში. წინა წლებთან შედარებით, წელს ყველაზე მეტი მსურველი მოდის. შეიძლება, ადრე ამ ადამიანებს არ მოსწონდათ ტატუირებული სხეული, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდნენ, რომ ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, სხეულს ალამაზებს.

– რა ასაკის ადამიანები მოდიან უფრო ხშირად?

– თითქმის ყველა ასაკის ადამიანი მოდის. ძალიან პოპულარულია მოზარდებში. საშუალო ასაკის ხალხიც სიამოვნებით იხატავს სხეულს. განსაკუთრებით ხშირად მაინც 20-25 წლის ახალგაზრდები მოდიან. საერთო ჯამში, ტატუს იკეთებს ყველა ასაკისა და ტიპის ადამიანი.

– გოგონებში უფრო პოპულარულია თუ ბიჭებში?

– განსაკუთრებით გოგონები იხატავენ სხეულს, მაგრამ ბიჭებიც ხშირად დადიან. მეტი პოპულარობით უფრო ახალგაზრდა გოგონებში სარგებლობს. იკეთებენ როგორც შავ, ასევე ფერად ტატუებს. წელს მოდაშია ოქროსფერი და, ასევე, შავი ტატუ. თითქმის ყველანაირი ტატუს გაკეთება შეიძლება. მთავარია, გქონდეს ამის სურვილი.

– ცნობილი ადამიანებიდან თუ მოსულა ვინმე?

– კი, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანისთვის მომიხატავს სხეული. მაგალითად, შორენა ბეგაშვილს დავახატე მაჯაზე სხვადასხვა ზომის ვარსკვლავი შავი და ოქროსფერი საღებავებით, რომელიც ძალიან ლამაზი და ეფექტურია. გიორგი ყიფშიძეს მხარზე გავუკეთე წარწერა. ჯეოსტარელ სალომე ბაკურაძეს ხელზე გავუკეთე წარწერა და მარჯვენა მენჯთან ყვავილი. ასევე, ჯეობარელ დეას გავუკეთე ჩინური იეროგლიფები მარცხენა მხარზე და წელზე დავახატე გვირგვინი.

– გაიხსენე ტატუ, რომელიც იყო ყველაზე უცნაური.

– ერთი გამახსენდა. 19 წლის ბიჭები მოვიდნენ და მხარზე უნდოდათ „ტვალეტების” დახატვა. ბევრი უცნაური სურვილის მქონე ადამიანი მოდის. მეც ვუსრულებ მათ თხოვნას და ვუკეთებ ისეთ ტატუებს, როგორიც სურთ.

– როგორი ტატუა წელს მოდაში?

– წელს მოდაშია ვარსკვლავები, ლათინური წარწერები, სხვადასხვა ორნამენტები. ყოველთვის იყო მოდაში ჩინური იეროგლიფები და არც წელს არის გამონაკლისი. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და უნდა „ქურდული ტატუ”, მაგრამ ნებადართული არ არის. ამიტომ, არ ვაკეთებ.

– ამბობენ, რომ ყველა ტატუს თავისი დატვირთვა აქვს...

– არის ტატუები, რომლებსაც თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ყველას ნამდვილად არა. არსებობს უამრავი ტატუ, არანაირი დატვირთვა რომ არ აქვს. უბრალოდ ნახატია, ან რამე ნიშანი. ადამიანი ტატუს სილამაზის გამო იკეთებს და არა იმიტომ, რომ რამე მნიშვნელობა ჰქონდეს.

– სხეულის რომელ ნაწილზე იკეთებენ ტატუს ყველაზე ხშირად?

– გოგონები იკეთებენ მაჯაზე, წელზე, ფეხზე. ბიჭები მხარზე, ზურგზე. ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს. მე ყველაფერს ვაკეთებ ისე, რომ უკმაყოფილო არავინ დარჩეს. ყველას ისეთ ტატუს ვუკეთებ, როგორიც სურს. ეს ხომ მთელი ცხოვრება რჩება ადამიანის სხეულზე. ჩემგან უკმაყოფილო არავინ წასულა. შედეგით ყველა კმაყოფილია.

– როგორც ვიცი, ტატუს მოშორება ძალიან ძნელია.

– შეიძლება მოშორება, მაგრამ ეს ხდება მკაცრი კონტროლის ქვეშ, კლინიკაში. ღირს ძალიან ძვირი. ამიტომ, ადამიანი, რომელიც ტატუს იკეთებს, ჯობია, კარგად დაფიქრდეს – უნდა თუ არა მთელი ცხოვრების განმავლობაში სხეულზე ჰქონდეს რაიმე ნიშანი. როდესაც დარწმუნდება, რომ ეს ნამდვილად უნდა, მხოლოდ მაშინ გაიკეთოს. არის მეორე ვარიანტიც – დროებითი ტატუ, რომელიც ძალიან მარტივად, უმტკივნეულოდ კეთდება და ჯდება გაცილებით იაფი. ეს არის ერთთვიანი ტატუ და იხატება ფუნჯით.

– ეკლესია სასტიკად კრძალავს ტატუს გაკეთებას. არსებობს აზრი, რომ იგი ეშმაკისეულია და ვინც მას გაიკეთებს, ეშმაკს მიუახლოვდება. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– ეკლესიისთვის მიუღებელია ტატუ არა ბიბლიიდან გამომდინარე, არამედ ადამიანების მონაყოლიდან. ისინი ამბობენ, რომ ტატუ ადამიანებს სატანიზმთან აკავშირებს. არადა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ტატუ, პირველყოფილ ადამიანებსაც კი ჰქონდათ. წოდებებს შორის განსხვავება რომ ყოფილიყო, ყველას ჰქონდა სხეულზე სხვადასხვა ნიშანი. ერთმანეთს ტატუების მეშვეობით ასხვავებდნენ. ამიტომ, ჩემი აზრით, ტატუში ცუდი არაფერია, არანაირად არ არის ბნელ ძალებთან კავშირში.


скачать dle 11.3