კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად განიცადა კრახი ოთარ ტატიშვილმა, როდის ხდება ის ძალიან ემოციური და რატომ დაიკლო მან 22 კილოგრამი


სერიალ „შუა ქალაქის“ პერსონაჟი ირაკლი ჩხეიძე, იგივე ოთარ ტატიშვილი, როგორც ყოველთვის საინტერესო რესპონდენტია. მართალია, მისი დღის განრიგი ძალიან გადატვირთულია, მაგრამ, როგორღაც, მაინც დავგეგმეთ შეხვედრა და რამდენიმე წუთით კლინიკაში ვესტუმრეთ. მრავალრიცხოვანმა პაციენტთა არმიამ ცოტა ხნით მისი თავი მაინც დაგვითმო, მის დანახვაზე ყველა იმას ამბობდა, როგორ დაიკლო წონაში ჩვენმა ოთარმაო. აღმოჩნდა, რომ ქეიფისა და სმა-ჭამის მოყვარულ ოთარს საკმაოდ დიდი ნებისყოფა ჰქონია, მან ბოლო დროს ბევრ რამეზე თქვა უარი და შედეგად 22 კილოგრამიც უკან ჩამოიტოვა. ჩვენი ინტერვიუ ძირითადად სპორტული თემით შემოიფარგლა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან იმ მომენტში ყველაზე აქტუალური ხომ მსოფლიოს ჩემპიონატი იყო ფეხბურთში. ოთარი კი, როგორც ყველასთვის ცნობილია, ჰოლანდიის ნაკრების დიდი გულშემატკივარია.


– როცა ეს ინტერვიუ დაიბეჭდება, მსოფლიოს ჩემპიონატი ერთი დღის დასრულებული იქნება. შენი პროგნოზით, ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

– არანაირი პროგნოზი არ მაქვს, მართლა არ ვიცი. ისეთი რამეები ხდება ამ მსოფლიოს თასზე, რომ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ამიტომ, თავს შევიკავებ. ერთი პროგნოზი გავაკეთე – საფრანგეთი ნახევარფინალში გავა-მეთქი და კრახი განვიცადე. იმის მერე აღარაფერს ვამბობ.

– განწყობა როგორი გაქვს?

– ჰოლანდიას ვგულშემატკივრობ და ჯერჯერობით არა უშავს. იმედი მაქვს, კარგ შედეგს გვაჩვენებენ.

– 35-ე სკოლა გაქვს დამთავრებული. თამაშობდი ფეხბურთს?

– 35-ე სკოლა კი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემზე რომ თქვა გამოვა ფეხბურთელიო, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია.

– აბა, საიდან მოხვდი საფეხბურთო სკოლაში?

– 35-ე სკოლაში ბოლო კლასში გადავედი. სამედიცინო ინსტიტუტში ვაბარებდი და კარგად რომ მოვმზადებულიყავი – სხვადასხვა საგნებისთვის თავისუფალი დრო უფრო მეტი მრჩებოდა.

– ვის კლასში სწავლობდი?

– „ჯამარა“ და ყაველაშვილი ჩემი კლასელები იყვნენ. დღემდე ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

– მათ თამაშებზე თუ დადიოდი?

– დავდიოდი რომელია, მათ ყველა თამაშს ვესწრებოდი. მათ მერე ასეთი თაობა ჩვენ აღარც გვყოლია.

– როგორი გულშემატკივარი ხარ?

– ძალიან ემოციური გულშემატკივარი ვარ, მაგრამ თამაშის მერე უცებ გამდის დადებითი ემოციაც და უარყოფითიც, გულში არ ვიტოვებ. ძალიან განვიცდი, მაგრამ მაინც უცებ გამდის.

– ტოტალიზატორში თამაშობ?

– პრაქტიკულად, არა. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი ტოტალიზატორში და მოვიგე, მექსიკა-სამხრეთ აფრიკის ფრე გამოვიცანი. იმავე დღეს საფრანგეთის მოგებაზეც დავდე, მაგრამ, აღარ გამიმართლა.

– ფეხბურთი არასდროს გითამაშია?

– პროფესიონალურ დონეზე არა, მაგრამ ეზოში კი. სამაგიეროდ, სკოლაში ვთამაშობდი სერიოზული დონის ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც მერე საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ. სამედიცინო ინსტიტუტში მინი-ფეხბურთს ვთამაშობდი, ფაკულტეტებს შორის ტურნირი ყოველთვის ტარდებოდა.

– სკოლის პერიოდს როგორ გაიხსენებ?

– ძალიან კარგად. ბევრი ადამიანი გავიცანი. ზოგთან დღემდე მაქვს ურთიერთობა.

– ფეხბურთის გარდა, კიდევ რომელი სპორტის სახეობა გიყვარს?

– რაგბი და ჰოკეი.

– რაგბი გითამაშია?

– არა, მაგრამ, სხვათა შორის, ყოველთვის ვუყურებდი. ერთადერთი, ქართველი რომ ვარ, მეამაყება მაშინ, როცა რაგბისტებსა და მოჭიდავეებს ვუყურებ. რაგბი მანამდეც მიყვარდა, სანამ ასეთი პოპულარული გახდებოდა საქართველოში. არაჩვეულებრივი ადამიანისგან, მამაჩემის მეგობარ, გოჩა აბაშიძისგან, რომელიც ძველი რაგბისტი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია, სულ მესმოდა ამ სპორტის შესახებ. სწორედ მან შემაყვარა რაგბი. სხვადასხვა შეხვედრების ჩანაწერები ჰქონდა. იმ პერიოდში ბევრ გულშემატკივარს არც კი ჰქონდა ნანახი ჰოლანდია-ზელანდიის თამაში, მე რომ ვნახე. ვგიჟდები ამ სპორტზე. არასდროს კოლექციონერი არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ სიბერეში დამეწყო, რაც არასდროს მდომებია, ყველაფერი მინდება. უელსის ნაკრების მაისური მინდა და ინტერნეტით უნდა გამოვიწერო, მაგრამ ისე ვიკლებ წონაში, სანამ ის მაისური ჩამოვა, არც კი ვიცი, რა ზომა დამჭირდება.

– როცა ერთთვიანი საფეხბურთო ჩემპიონატები იმართება, ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებიდან მანდილოსნები უმცირესობაში არიან და ერთი სული აქვთ, როდის დასრულდება მათი წამება. ამ მხრივ როგორი სიტუაციაა შენს ოჯახში?

– სხვათა შორის, ამას ვერ ვიტყვი ჩემს მეუღლეზე. აბსოლუტურად, ყველა თამაშს უყურებს და თავის აზრი აქვს თითოეულზე.

– ვისი გულშემატკივარია?

– ბრაზილიას გულშემატკივრობს და თავის მაისური აქვს, რომელიც მე მივუტანე. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ჩვენს ოჯახში არანაირი დისონანსი არ არის. პირიქით, მე თუ არ ვარ სახლში, ის მაინც უყურებს ფეხბურთს. ნანიკო მამას ხათრით მხოლოდ ჰოლანდიის თამაშებს უყურებს და შოთიკოსთან ერთად დამყვება ფანკლუბში.

– დღეს, ორ ივლისს, ჰოლანდია-ბრაზილიის თამაშია. თიკა ბრაზილიის, შენ კი ჰოლანდიის გულშემატკივარი ხარ. როგორ უნდა უყუროთ ერთად ამ თამაშს?

– მე ფანკლუბში ვუყურებ თამაშს, ის – სახლში.

– ისე, ერთად რომ გეყურებინათ, რა მოხდებოდა?

– ცუდი რამე მოხდებოდა. არ მინდა, კიდევ ერთი ოჯახი დამენგრეს, ამიტომ, ამ თამაშს მე ჰოლანდიის ფანკლუბში ვუყურებ, თიკა კი – სახლში (იცინის).

– ფიზიკურად ძალიან შეცვლილი ხარ, რამდენი კილოგრამი დაიკელი?

– 4 კვირაში 15 კილოგრამი დავიკელი, მერე კიდევ 3 კვირაში – 7. სულ 22 კილოგრამი მაქვს ჯერჯერობით დაკლებული.

– განაგრძობ დიეტას?

– დიეტაზე აღარ ვარ, ახლა უბრალოდ, ვიცი, რა უნდა ვჭამო და რა – არა. ვიცავ ქულებს და ძირითადად ცილებზე ვარ, თორემ არც სასმელზე ვამბობ უარს. თუ ცომეული შევჭამე, სხვა საკვებზე უარს ვამბობ და ასე. არ მიჭირს, შევეჩვიე.

– „შუა ქალაქის“ სეზონიც მალე დაიხურება. ზაფხულში რას გეგმავ?

– ჯერჯერობით არაფერს, ვმუშაობ. მართალია, „შუა ქალაქის“ გადაღებები მთავრდება, მაგრამ რადიოში არ მაქვს ჯერ შვებულება, კლინიკიდანაც ვერ გავდივარ ჯერ და „ლოტო“ ხომ მაქვს და მაქვს, რომელიც მთელი ზაფხული უნდა იყოს. ამ წელს, ალბათ, ვერ დავისვენებ.

– უფროსი შვილი წელს აბიტურიენტია, რა სპეციალობას ირჩევს?

– ზუკა 25 ივნისს 18 წლის გახდა და წელს ეროვნულ გამოცდებს აბარებს, აბიტურიენტია. სამედიცინო განხრა აირჩია, მაგრამ პრიორიტეტი არა ექიმობას, არამედ ჯანდაცვის ორგანიზაციას მიანიჭა. ძალიან კარგი ფაკულტეტია და რომ მითხრა, არც შევწინააღმდეგებივარ.

– ძალიან დაკავებული ხარ, დღის გრაფიკი რას მოიცავს?

– სულ გადარბენაზე ვარ და შუალედში რაღაცას რომ ვასწრებ, ძალიან მიკვირს.

– რამდენიმე წლის წინ თუ იფიქრებდი, რომ ამდენი საქმის კეთებას პარალელურ რეჟიმში შეძლებდი?

– არა. სხვათა შორის, შრომა არასდროს მეზარებოდა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ამდენ რამეს ერთად თუ გავაკეთებდი. ამას რომ ვამბობ, ბევრს უკვირს და არ სჯერა, რომ ჩემზე ზარმაცი კაცი არ არსებობს.

– შენზე ზარმაცი?

– აი, ხომ ხედავ, შენც გაგიკვირდა, მაგრამ ასეა. ყველაფერი მეზარება და მაინც ვახერხებ.

– რომ არ გეზარებოდეს, წარმომიდგენია, რას იზამდი.

– ასეთი ზარმაცი რომ არ ვიყო და არ მეზარებოდეს, კიდევ შევითავსებდი რამეს და ვიქნებოდი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი ან ვიცე-პრემიერი.

– მინიმუმ...

– მინიმუმ (იცინის). ეგ ჩემს ცოლს ჰკითხეთ რამდენს ვზუზუნებ და ვწუწუნებ, ვაიმე, დღეს გადაღება მაქვს; ვაიმე, საღამოს რადიო მაქვს; ვაიმე, პაციენტმა დამირეკა, ხვალ უნდა დავიბარო. აი, ასეთ დღეში ვარ სულ, მაგრამ მაინც ვახერხებ.


скачать dle 11.3