კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აღმოჩნდნენ ტრანსსექსუალების გარემოცვაში ვაჟა მანია და ნოდიკო ტატიშვილი და როგორ იპოვეს მათ პარიზში შვილი


სულ ახლახან ჯეოსტარელები ვაჟა მანია და ნოდიკო ტატიშვილი რამდენიმე დღით პარიზში იმყოფებოდნენ, სადაც ძალიან კარგად გაერთნენ და შთაბეჭდილებებით აივსნენ. რაც მთავარია, ვაჟა ელ ჯეროს კონცერტზე იყო, ხოლო ნოდიკო – სტივ უანდერის და ორივე თბილისში საოცარი ემოციებით დატვირთული ჩამოვიდა.


ვაჟა მანია: „ჯეოსტარზე” მომცეს ეს საჩუქარი, ანუ უნდა წავსულიყავი პარიზში ელ ჯეროს კონცერტზე.

ნოდიკო ტატიშვილი: როდესაც გავიგე, რომ ივნისში იყო სტივ უანდერის კონცერტი, გადავწყვიტე, პარიზში წავსულიყავი. ახლობლებმა გამიკეთეს „დისქაუნთები”, წასვლამდე კი უანდერმა დამირეკა პარიზიდან, არ ჩამოდიხარო?

ვაჟა: მე ელ ჯერომ დამირეკა, ჩამოდიო, ჩვენ რომ არ ჩავსულიყავით, ორივე კონცერტი ჩაიშლებოდა.

ნოდიკო: კონცერტმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, გაოგნებული ვარ. პრინციც გამოვიდა სცენაზე, მუსიკის ნამდვილი ზეიმი იყო, შოკი. სცენაზე უანდერს სამი უანდერი ედგა, ბექ-ვოკალისტები, სამივე ერთმანეთზე უკეთესი, იქაურობას გლეჯდნენ. დიდი შოკი მივიღე ორივე კონცერტზე, ვტიროდი, ვმღეროდი, თან ვიცინოდი, მციოდა, მცხელოდა. მოკლედ, საოცარი ემოციები მქონდა. ბედნიერი ვარ, ელტონ ჯონი, სტივ უანდერი რომ ვნახე პირისპირ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ მაიკლ ჯეკსონი ვერ ვნახე.

ვაჟა: არ იდარდო ნოდიკო, მაგასაც ვნახავთ. რომ გავიგე, პარიზში მარტო მივდიოდი, ვფიქრობდი, რა უნდა გავაკეთო მარტო-მეთქი. ამიტომ, ნოდიკოს შევთავაზე წამოსვლა, თან, ვიცოდი, რომ პარიზში წამოსვლის შანსი ჰქონდა. მერე იქ ჩვენი ნათესავი დაგვხვდა. მოკლედ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ელ ჯეროს კონცერტი ძალიან კარგი იყო, თან ისე ახლოს ვიჯექი, ხელი რომ გამეწვდინა, ჩამოვართმევდი. კონცერტი კლუბში ჩატარდა, ყველა სერიოზულად იჯდა, მე ვიყავი გაღიმებული და ბედნიერი. ყველა ნაცნობი ჰიტი იყო და ჩემთვის ვმღეროდი, თან უკან ვიყურებოდი. ხალხი ფიქრობდა, გააჩერეთ, მოაშორეთ აქედანო. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ კონცერტი გადავიღე, ისე ვიწვალე. მაგრამ, დაცვამ რომ დამინახა, გარეთ გამათრია და ყველაფერი წამაშლევინა. თუ არ წაშლი, აღარ შეგიშვებო.

ნოდიკო: კონცერტების შემდეგ, ერთმანეთს ვეღარ ველაპარაკებოდით, ისეთი დაშოკილები ვიყავით.

– ვაჟა, მე მახსოვს შეგპირდნენ, რომ ელ ჯეროს შეგახვედრებდნენ.

– კი, შემპირდნენ, მაგრამ არ მინახავს ახლოდან. თან, ისე მალე გავიდა, რომ ვერ გავეკიდებოდი, დაცვაც არ გამიშვებდა. სამაგიეროდ, ხალხთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა. ყველა ერთად გვამღერა.

– ახლა მომიყევით, როგორი დრო გაატარეთ პარიზში, ალბათ, ბოლომდე გაერთეთ.

ვაჟა: ჩავედით პარიზში და აღმოჩნდა, რომ გადაგვაგდეს. ერთი საათი ვიდექით აეროპორტში, არავინ მოგვაკითხა, არადა, ვიღაც უნდა დაგვხვედროდა.

ნოდიკო: ერთმა ღვთისნიერმა ქართველმა, რომელიც პარიზში ცხოვრობს, რომ გაიგო, ვიღაცას ველოდებოდით, რას ჰქვია ელოდებითო და სასტუმრომდე მიგვაცილა. პარიზის ოპერასთან ახლოს ვცხოვრობდით, თუმცა, მადლენის ტაძარი უფრო ახლოს იყო. ერთი ვაჟას ჰკითხე, რატომ ეძინა ქუჩაში.

ვაჟა: მთელი დღე ქუჩაში დავბოდიალობდით, ძალიან კარგად, სასიამოვნოდ. მაგრამ, ერთხელ ისე დავიღალე, ესენი სანამ ტაქსის ელოდებოდნენ, მე სკამზე ჩამოვჯექი და ჩამეძინა. მერე ისე წამომახტუნეს, მეგონა, ომი დაიწყო.

ნოდიკო: ტაქსის რიგში ვიდექით, ძლივს მოგვიწია, ვსხდებოდით უკვე და სად არის ვაჟა, ვყვირი – ვაჟა! ვაჟაა! – ეს ხმას არ გვცემს. გადმოვედი ტაქსიდან, ვაჯანჯღარებ, ეს კი ყმუის. ძლივს გავაღვიძე და ბურტყუნ-ბურტყუნით ჩავსვი ტაქსიში.

მე მაქვს ძალიან კარგი ორიენტაცია, ერთხელ თუ ამიხსნი, სად უნდა წავიდე და დამანახვებ, მერე აღარ შემეშლება. მომენტალურად ვუღებ ალღოს.

ვაჟა: ქუჩაში რამეს რომ ვეძებდით, ნოდიკო გვეუბნებოდა, მე ვიცი, იქით უნდა წავიდეთო, იტყოდა სრულიად დარწმუნებული. რაღაცას მოიგონებდა, ვითომ იცოდა, ჩვენც სულელებივით ვუჯერებდით და რამდენჯერმე დაგვკარგა.

ნოდიკო: პარიზში ვაჟას ნათესავი დაგვხვდა – ანა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა. ყველაფერი მოგვატარა. მე ისე ავუღე ალღო, ანა სიცილით კვდებოდა.

ვაჟა: პიგალზე ვიყავით, მაგრამ ნოდიკო წამომათრევდა ხოლმე. არ უნდოდა, იქ რომ გავჩერებულიყავით. არადა, ისეთი კარგი იყო, გვერდზე „მულენ რუჟიც” იყო. მაინტერესებდა, რა ხდებოდა.

ნოდიკო: პიგალზე ან სექსშოპები უნდა განახა, ან სექსმუზეუმები, „მულენ რუჟს” მაინც ვერ ნახავდი. თან იქ იმდენი „ნაშობა“ დგას, მაგრამ შეიძლება, უცებ აღმოჩნდეს, რომ კაცია. ერთხელ, მე, ვაჟას და ანას ძალიან გვშიოდა. რესტორნები დაკეტილი იყო. გავედით პიგალზე, იქნებ იქ იყოს მაღაზია ღიაო და აღმოჩნდა, რომ ღია იყო. ვაჟა დადიოდა პიგალზე. ისეთი გოგონები იდგნენ, რომ შეხედავდი, ცუდად გახდებოდი. ვაჟა იძახდა, ვაიმე, რას ჰგვანანო, მაგრამ თან, აინტერესებდა. ერთი გოგონა მოეწონა, ნახე, ნოდი, რა ლამაზიაო. შევხედე, გრძელი ფეხები კი ჰქონდა, მაგრამ სახეზე რა მოგახსენოთ. ანა ეუბნება, იცოდე, კაციაო. ისე გაუტყდა ვაჟას, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.

– სექსშოპებში არ შედიოდით?

ვაჟა: არა, გარედან ვათვალიერებდით. წითელი ფარდა იყო, ის გადავწიეთ და შევიჭყიტეთ.

– ლუვრში იყავით?

– არა, დაკეტილი იყო, გარედან შევხედეთ. სამაგიეროდ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ვნახე, ძალიან ლამაზი იყო.

ნოდიკო: აბსოლუტური შოკი მოახდინა ეიფელმა, ისეთი დიდი და გრანდიოზულია, ულამაზესი, განსაკუთრებით ღამე. მეორე სართულზე ავედით მხოლოდ, ზემოთ უკვე დაკეტილი იყო.

ვაჟა: მეც ძალიან მომეწონა, ისეთი ლამაზი იყო...

ნოდიკო: მეც და ვაჟასაც ბავშვებზე გვეკეტება და ერთ ზანგის ბავშვს მივახტით ორივე. ჯერ დედამის დაველაპარაკეთ, რაღაც ვკითხეთ, უცებ დაბლა დავიხედეთ, და ბავშვი დავინახეთ. ისეთი საყვარელი იყო. ჯერ არ ვიცით, რომლის შვილია, ჩემი თუ ვაჟასი.

ვაჟა: მამები იცნო, ისე გვიყურებდა, ჩვენც ვეფერებოდით. მერე საბავშვო მაღაზიაში შევედით. მთელი ერთი საათი იქ ვიყავით. ჩვენ ბავშვებს ვუყიდეთ რაღაცეები. იმდენ ხანს გავჩერდით იქ, რომ ამის გამო მონმარტრზე ვერ წავედით, ვეღარ ვასწრებდით.

ნოდიკო: მაღაზიაში ისეთი თამაში ატყდა, კონსულტანტები სიცილისგან იატაკზე გორავდნენ. მე რაღაცეებს ვეძებდი, ეს და ანა ანგელოზებივით დამდევდნენ, თან თამაშობდნენ.

– ერთმანეთს კარგად უგებთ და თან ერთად მშვენივრად მოგზაურობთ.

– ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, კარგად ვგრძნობთ თავს ერთად, მაგრამ სასტუმროში რომ შევიდოდით, სანამ წყალს გადავივლებდი, ვაჟა უკვე ორ საწოლზე იყო გაშხლართული.

ვაჟა: ერთი საწოლი არ მყოფნიდა და რა მექნა. ჩემთვის პატარა იყო.

ნოდიკო: ორი საწოლი იდგა გვერდიგვერდ და მე, რომ შხაპიდან გამოვიდოდი, ეს უკვე ორივეზე ეგდო ტანსაცმლიანად. ვაჟა, გაიწიე რა, გთხოვ, ვეუბნებოდი. მეცოდებოდა, არ მინდოდა, გამეღვიძებინა, მაგრამ იატაკზე ხომ არ დავწვებოდი?! სანამ ფეხებში არ მოვკიდებდი ხელს და არ გადავწევდი გვერდზე, მანამდე ვერაფერს ვახერხებდი.

– ვაჟა, როგორც ვიცი, ლონდონში აპირებდი სასწავლებლად წასვლას?

– ჩემს წასვლას აღარ დაადგა საშველი. 5 ივლისს ვაპირებდი წასვლას, ყველაფერი მზად მქონდა. ფულიც გადარიცხული იყო, მაგრამ ერთ ადამიანს შეეშალა, გასაუბრებაზე გასვლის დღე და ვეღარ წავედი. ალბათ, ასე იყო საჭირო. სექტემბერში წავალ რამდენიმე თვით და ვისწავლი, მანამდე ნოდიკოს ვუშვებ.

ნოდიკო: იმ ინსტიტუტიდან, სადაც ვაჟა მიდის, სამი წელია მომდის მოწვევა, მაგრამ ვერ ვახერხებდი წასვლას ფინანსების გამო. არადა, შარშან უანდერს, ბიორკს მასტერ-კლასები ჰქონდათ. ახლა უნდა წავიდე და ვოკალის 20-საათიანი მასტერ-კლასები მექნება და მერე ვიმღერებ ლონდონის ერთ-ერთ ძალიან მაგარ საკონცერტო დარბაზში, სადაც დიპლომს გადმომცემენ. ძალიან კარგი ინსტიტუტია, საუკეთესო მომღერლები ასწავლიან, ვაჟას და მეც ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთ ადგილას მოვხვდით. მე დიდი ხნით ვერ წავალ, რადგან აგვისტოს ბოლოს რუმინეთში უნდა ვიყო.


скачать dle 11.3