კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეუფასებელი განძი დარჩა ნუცა შანშიაშვილს ალექსანდრე ბასილაიასგან და რატომ ჰგონია ის მის მეუღლეს მამაკაცი


ნიჭიერი მომღერალი, მსახიობი, მხატვარი, თბილი და ცოტა ექსტრავაგანტური ნუცა შანშიაშვილი, ყოველთვის ცდილობს, ხალხს სიამოვნება მიანიჭოს. უყვარს აქტიური ცხოვრება, ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და უამრავი გულშემატკივრისა და თაყვანისმცემლის გაოცებას, თავისი შრომის ფასად, ყოველთვის ახერხებს. მან სულ ახლახან ჩაატარა კონცერტები ისრაელში და ახლა ამერიკაში ჩასული ახალ ალბომზე მუშაობს. როგორც ინტერვიუს დროს გამომიტყდა, ნუცა ყოველთვის ცდილობს, ეგოიზმი დათრგუნოს საკუთარ თავში და არც ჭორებს მიაქციოს ყურადღება, საყვარელი მამაკაცი ყოველთვის გაახაროს სიურპრიზებით. ამერიკაში, სტუდიური დამღლელი მუშაობის შემდეგ ნუცა დასასვენებლად წასვლას მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად, იამაიკაზე გეგმავს.


ნუცა შანშიაშვილი: ჩემი ყველაზე დიდი მიზანი ცხოვრებაში, ეგოიზმზე გამარჯვებაა. რაც ნაკლებ ეგოისტი იქნები, მით უფრო ბედნიერად იცხოვრებ. მე ეს ჩემი ცხოვრების დევიზად გავიხადე. ყოველთვის ვცდილობ სიკეთე ვაკეთო. საერთოდ, თუ შეძლებ, რომ სხვებზე უფრო მეტი იფიქრო, ვიდრე საკუთარ თავზე, ისეთ ბედნიერ სამყაროს შეუერთდები, თავადვე გაოცდები. თავად ცხოვრება ხომ სიყვარულია და ამ სიყვარულის გაცემაზეა აგებული. მეც ვცდილობ, ეს სიყვარული დიდი დოზებით გავცე. ძალიან ბედნიერი ვარ, უბედნიერესი. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ სიყვარული არ შეიძლება, არსებობდეს მხოლოდ ვიღაცის ან რაღაცის მიმართ. ეს იმდენად დიდებული და მშვენიერი გრძნობაა, რომ თუ ამ გრძნობით გაიჟღინთე, შეიგრძენი გარემო, მიხვდები, რომ იმ გარემოსაც უყვარხარ. აქ კი ისეთი ჰარმონია იქმნება, რომ არ შეიძლება, ბედნიერად არ იგრძნო თავი. ასე რომ, ცხოვრებაში ყველა და ყველაფერი უნდა გიყვარდეს. პირადად მე, სიყვარულში ყოველთვის მიმართლებს და ეს ღმერთის წყალობად მიმაჩნია. რასაკვირველია, პირად ცხოვრებაში მეც მქონია ცრემლი, განცდა, პრობლემები, მაგრამ დამეთანხმეთ, ეს ყველამ უნდა გამოსცადოს. ეს გამოცდილებასაც გძენს. ცხოვრება კი თავიდან ბოლომდე გამოცდილებას ეფუძნება. მერე, ამ გამოცდილებით გადატენილი ჩვენი სული მიფრინავს ზეცაში, მერე ისევ მოფრინავს უკან დედამიწაზე და სხვა სხეულში იბუდებს. მე ახლა ცხოვრებაში სიბრძნის ეტაპს გავდივარ, სიყვარულის ეტაპი კი, დიდი ხანია გავიარე.

– თქვი, სიყვარულში მიმართლებსო. როგორ ფიქრობ, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის დროს რა არის აუცილებელი?

– ჩემი აზრით, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში, უპირველესია ურთიერთგაგება, მეგობრობა, ერთი მიზანი და სიყვარული, რადგან სიყვარული ყველაფერს ფარავს. სრული ბედნიერებისთვის კი მხოლოდ ღმერთის რწმენაა მთავარი. მე ღმერთის მფარველობას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, გვერდით საყვარელი მამაკაცი მყავს და საყვარელ საქმეს ვაკეთებ, როგორ ვთქვა, არ ვარ ბედნიერი და არ მიმართლებს ცხოვრებაში-მეთქი? დამიჯერეთ, ქალი მაშინ არის მშვენიერი, როცა შეყვარებულია. მე საყვარელი მამაკაცის ძალას ყოველთვის ვგრძნობ, მიყვარს, ვუყვარვარ და ვცდილობთ, ერთმანეთი გავანებივროთ. ნებისმიერი ქალისთვის საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნა აუცილებელია. მიმაჩნია, რომ ამ ცხოვრებაში მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი. ვერ წარმომიდგენია, დღეს საყვარელი მამაკაცის გარეშე ცხოვრება. მის მიმართ ყურადღებიანი, მზრუნველი და მოსიყვარულე ვარ და ეს თავად მსიამოვნებს. სიყვარულისთვის არასდროს ვიბრძოლებ. არც ამის ძალა და არც ამის სურვილი გამაჩნია. მგონი, ქალის მხრიდან სიყვარულისთვის ბრძოლა ლამაზი არ არის და არასწორიცაა. ეს კაცის საქმეა. მე კი მეუღლე მყავს და სიყვარულისთვის ბრძოლას აღარ ვაპირებ (იცინის). მჯერა, ყველაფერი ზემოდან იგეგმება ამ მხრივ და ზოგს მეტად უმართლებს, ზოგს, სამწუხაროდ – ნაკლებად. რაც მიწერია, ის არ ამცდება და ამ მხრივ, ბრძოლას აზრი არ აქვს. მე ბედს ვემორჩილები და იმით ვარ კმაყოფილი, რაც დღეს რეალურად მაქვს. სულ ვამბობ ხოლმე. მამაკაცების ფსიქოლოგიაში ვერ ვერკვევი, გაგებით კი ყოველთვის ვუგებ. ძნელია, ქალი მამაკაცის ზრახვებს ჩაწვდე და ამოიკითხო მისი აზრები. ვერასდროს ვხვდები, მამაკაცს რა უნდა და რას აპირებს. თუმცა, ამ მხრივ ჩემი მეუღლე გამონაკლისია. მას უსიტყვოდ ვუგებ და ყოველთვის ვიცი, რა უნდა. ისე კი, სიყვარულში ძალიან ერთგული ვარ. ამას ვერ უარვყოფ. ქუჩაში მიმავალს მამაკაცების გამჭოლი მზერა ბევრჯერ მიგრძნია. მაგრამ, მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემი მეუღლე – თემური კი, საერთოდ არ არის ეჭვიანი. თვითონაც ისეთი პროფესიისაა, რომ არ შეიძლება, ეჭვიანი იყოს. თან პროდიუსერია, როგორ უნდა ეჭვიანობდეს ხელოვან ცოლზე? მეტსაც გეტყვით, რაც უფრო მეტ ყურადღებას მაქცევენ მამაკაცები და თვალს მაყოლებენ, მით უფრო ბედნიერია თემური. არასდროს ვდარდობ და განვიცდი წარსულში გადადგმულ ნაბიჯებსა და წლებზე და ყველას ვურჩევ, დღევანდელი დღით იცხოვრონ.

– ბევრს მოგზაურობ, შესაბამისად, ბევრ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა. ადამიანის ამოცნობა თუ გეხერხება?

– ვერასდროს ამოიცნობ წინასწარ ადამიანს. ერთი ნახვით კი, მისი ამოცნობა და გაშიფვრა, ხომ საერთოდ, წარმოუდგენელია. როცა დილით ვიღვიძებთ ახალი ემოცია, თვისება და იდეა იბადება ჩვენში. ყოველდღიურად ვიცვლებით და ვიხვეწებით.

– ნუცა, მოდი ცოტა წავიჭორაოთ. საკუთარ თავზე თუ გაგიგია ჭორები და როგორ რეაგირებ მათზე?

– რომ გაიგებ ქალი კი არა თურმე მამაკაცი ვყოფილვარ, ასეთ ჭორზე რა რეაქცია უნდა მქონდეს? (იცინის). ეს ჭორი ამერიკაში გავიგე და თქვენ წარმოიდგინეთ, თავად მეუღლისგან. ჩემი კონცერტი ტარდებოდა, თემური სალაროსთან იდგა, გაყიდული ბილეთების რაოდენობა აინტერესებდა და ბილეთების გამყიდველმა უთხრა: რა სამწუხაროა, რომ ნუცა კი არა, ვიქტორი რქმევია ამ გოგოს და თან ქალი კი არა, კაცი ყოფილაო. გეკითხებით, ეს სასაცილო არ არის? ამ ამბის შემდეგ, ჩემი ქმარი მოფერებით ვიტიას მეძახდა. ჭორებზე არანაირი რეაქცია არ მაქვს. ყველა თავისებურად ერთობა და ამას მე ვერ ავუკრძალავ? ისრაელში ყოფნის დროს, ერთ-ერთმა მილიონერმა, ბიზნესმენმა ქალბატონმა ულამაზესი, ძველებური, ხელნაკეთი კოლიე მაჩუქა, ტოპაზებით მოოჭვილი. შენი თაყვანისმცემელი ვარო, მითხრა და ეს საჩუქარი გადმომცა. მერე ჭორად გავიგე, თურმე თაყვანისმცემელ მამაკაცს ყველაფერი გაუყიდია, რომ ჩემთვის ეს საჩუქარი მოეძღვნა. რა სისულელეა? უბრალოდ, იმ მილიონერ ქალბატონს მოსწონს ჩემი შემოქმედება და ამიტომ გაიმეტა ძვირად ღირებული კოლიე. ეს იყო და ეს. მადლობის მეტი რა მეთქმის. ვფიქრობ, ვინც ჭორაობს, მეტი საქმე არ აქვს.

– ამბობენ, თითქოს, კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ, წლების წინ საკუთარი სიმპათია შენს მიმართ იმით გამოხატა, რომ შეუფასებელი საჩუქარი მოგიძღვნა. რა იყო ასეთი, თუ საიდუმლო არ არის?

– გული მწყდება, რომ ისეთი არაჩვეულებრივი პიროვნება, როგორიც ალექსანდრე ბასილაია იყო, დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის. მან მართლაც არაჩვეულებრივი და შეუფასებელი საჩუქარი მომიძღვნა წლების წინ. საგანგებოდ დაწერა სიმღერა ჩემთვის და ამაზე დიდი საჩუქარი მე არ მეგულება. საერთოდ, საჩუქრებით ძალიან განებივრებული ვარ და თქვენ წარმოიდგინეთ, უცხო ადამიანებისგანაც კი.

– ზაფხულში დასასვენებლად სად აპირებ წასვლას?

– ძალიან გადავიღალე და დასვენება ნამდვილად მჭირდება. ამ ზაფხულს, ცოტა ხნით, იამაიკაზე ვაპირებ წასვლას მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად. იქ ისეთი არაორდინალური ბუნებაა, რომ მინდა, ეს ჩემი თვალით ვიხილო. მინდა, ეს ზაფხული ეგზოტიკურად გავატარო. საერთოდ, ხმაურიანი დასვენება არ მიყვარს და მირჩევნია, იქ დავისვენო, სადაც ძველ კულტურასა და არქიტექტურას ვნახავ, მშვიდად ვივლი უცხო ქვეყნის ქუჩებში. ეგზოტიკურ-ისტორიული ადგილების მონახულება ძალიან მომწონს და ალბათ, ამ ზაფხულს ამას დავუთმობ. ვნახოთ, იქიდან დაბრუნებულმა შესაძლოა, მექსიკაშიც ამოვყო თავი, რადგან ძალიან მინდა, მექსიკის პირამიდების ნახვა.


скачать dle 11.3