კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ჯემალ სეფიაშვილის ბიძაშვილი და როგორ გახდა ის ამერიკელებისთვის პოპულარული დიჯეი


თბილისი ამერიკისგან განსხვავებით, ჯერჯერობით კლუბური ცხოვრების კერა ნამდვილად არ არის, მაგრამ დედაქალაქი „ქლაბერებს” სულ უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ნიუ-იორკში კვირის დასასრულს კლუბური სივრცე ელექტრონული მუსიკით იმუხტება. დისკოგანათება ციმციმებს და ბარმენები ნაირფერ კოქტეილებს აზავებენ. თანამედროვე მუსიკით თავს იწონებენ ისეთი „ცხელ-ცხელი” დიჯეები, როგორებიც არიან თენგო და ნიკა. ისინი ამერიკის ცნობილ და ყველაზე პრესტიჟულ კლუბში „ვებსტერ ჰოლში” უკრავენ. მათთან ერთად დილამდეც მიდის როკვა. დიჯეებს თენგოს და ნიკას ნიუ-იორკში დავუკავშირდით.


– წარმოგვიდგინეთ თავი.

დიჯეი ნიკა: მე გახლავართ ნიკა გელაშვილი 26 წლის. ამერიკაში ვცხოვრობ უკვე 5 წელია. წამოსვლა იმან გადამაწყვეტინა, რომ მამაჩემი ცხოვრობდა აქ. მანამდე კი საქართველოშიც მუსიკალურ სფეროში ვმოღვაწეობდი. ცოტა ხანს ჰიპ-ჰოპს ვმღეროდი, მერე მინდოდა სტილის შეცვლა და ამიტომაც, ჩემი საქმიანობა ამერიკაში გავაგრძელე.

– რატომ ამერიკაში, ალბათ, იმიტომ რომ, შესაბამისი ანაზღაურების იმედი გქონდა?

– კი, რა თქმა უნდა. როცა ფულს არ გიხდიან, ვერაფერს გააკეთებ. ყველაფერში შეზღუდული ხარ. თენგომ ხელი წამკრა და კარგი საქმე გავაკეთეთ. თუმცა, დიჯეობა უცხო ქვეყანაში ადვილი საქმე სულაც არაა. აქაურ მოქალაქეებს ვერც გავუტოლდებოდი. ემიგრანტისთვის გაცილებით რთულია წარმატების მიღწევა.

– ამიტომაც, მაინტერესებს, როგორ გახდი წარმატებული ემიგრანტი?

– ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, მიჭირდა ხალხთან ურთიერთობა. ინგლისური ენა კარგად არ ვიცოდი, ისედაც სხვა მენტალობის ხალხია და მათ ყაიდაზე გადასვლას დრო სჭირდება. ქართველები თბილი, ყურადღებიანი ხალხი ვართ, აქ კი უფრო ცივები არიან. თუმცა, იციან დროის ფასი. პუნქტუალურები არიან და რაც მთავარია, მშრომელი ხალხია. სანამ უცხო გარემოს შევეჩვეოდი, გამიჭირდა. მოკლედ, ადაპტაციის პროცესი რთული იყო, მაგრამ თენგოს დახმარებით ისიც გადავლახე. ამერიკაში 3 წელია, რაც პროდიუსერად და პრომოუტერად ვმუშაობ ნიუ-იორკის სხვადასხვა ღამის კლუბში, ისეთ ცნობილ დიჯეებთან, როგორებიც არიან: მაიკ ჩაჩი, დიჯეი თენგო, ჩარლზ ლიმა და სხვები. რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, თავად დამეწყო დაკვრა. სტილი „ჰაუს“ მუსიკაა, ელექტრო და პროგრესული, ხანდახან „მინიმალსაც” ვუკრავ. კლუბი, სადაც პირველად დავუკარი, „ვებსტერ ჰოლი” იყო. შეგახსენებთ, ეს ღამის კლუბი მეცხრამეტე საუკუნიდან არსებობს და ნიუ-იორკში ყველაზე დიდ და საუკეთესო კლუბად ითვლება. საბედნიეროდ, მე და თენგომ ერთობლივი მუშაობით შევძელით ის, რომ ჩვენი პოპულარობა ნელ-ნელა იზრდება. მეამაყება, რომ ნიუ-იორკის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კლუბში ვუკრავთ.

– ეს ყველაფერი მახარებს, მაგრამ მაინტერესებს, რით იქცევთ ყურადღებას და რა მოსწონთ მსმენელებს თქვენში?

– ხალხი ჩვენთან უპირველესად იმიტომ მოდის, რომ გაერთოს და იცეკვოს. მათი ასაკი 19-35 წლამდეა. სერიოზული მელომანები არიან. ამერიკაში ყველანაირი კატეგორიის ხალხს შეხვდები – ზოგი პანკია, ზოგიც ცისფერი და ამის გამო არავინ ზღუდავს მათ და არც პრობლემა ექმნებათ.

– როგორი სტილის მუსიკაზეა მოთხოვნა ამერიკაში?

– უფრო „ჰაუს-მუსიკა“, ელექტრო, „ტეკ-ჰაუსი“, ტექნო, მუსიკის მრავალი მიმდინარეობაა, ერთობლივად შეიძლება დავარქვათ „ჰაუს-ელექტრო“ მუსიკა.

– რადგან ამერიკაში დამკვიდრდი, ალბათ, სამშობლოში დაბრუნებაზე აღარ იფიქრებ?

– კი როგორ არა, ამ წელს ვაპირებ ჩამოსვლას, რამდენიმე ქართულმა კომპანიამ გამოთქვა ჩვენი ჩამოყვანის სურვილი. თუმცა, ეს ინტერესიც რომ არა, ისედაც ჩამოვალ, მომენატრა მანდაურობა, მაგრამ ჯერჯერობით მანდ ცხოვრებას არ ვაპირებ.

– ნიუ-იორკში, როგორც ვიცი, მეუღლეც ჩაიყვანე და ოჯახთან ერთად ცხოვრობ?

– დიახ, საქართველოში დავოჯახდი და შემდეგ მეუღლეც წამოვიყვანე. ვცხოვრობთ ამერიკულ ყაიდაზე. მე მარტო ღამის კლუბში მუშაობას არ ვჯერდები. მაქვს ასევე დამატებითი სამუშაოც და მატერიალურად კარგად ვართ.

დიჯეი თენგო: მე ვარ თენგო სეფიაშვილი, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის ბიძაშვილი. 35 წლის ვარ და სამი წლის ასაკიდან ვცხოვრობ ამერიკაში. მინდა, გითხრათ, რომ ტვინით ამერიკელი ვარ, გულით კი – ქართველი.

– როგორც ვიცი, თქვენ ამერიკაში ყველაზე პოპულარული დიჯეები ხართ, ასეა?

– ჩვენ ვუკრავთ კლუბ „ვებსტერ ჰოლ-ში”, რომელიც მარტო ნიუ-იორკში კი არა, მთელ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პოპულარულია. იგი უკვე ასი წელია არსებობს. სწორედ ამ კლუბიდან დაიწყო თავისი სასიმღერო კარიერა მადონამ და ფრენკ სინატრამ. აქ ბევრი კლუბი გახსნილა, მაგრამ მალევე დახურულა, ეს კი არსებობს და სახელი აქვს მოხვეჭილი. ვინც ჩამოდის, ყველა ამ ღამის კლუბში მოდის. ყველაზე დიდი და თვალშისაცემია. შენობა შვიდსართულიანია, დაახლოებით, 3 000-4 000 კაცი ეტევა.

ამერიკაში ყველაზე მაგარი დღეა შაბათი. მიხარია, სწორედ ამ დღეს რომ ვმუშაობთ, როცა კარგად „თუხთუხებს” ხალხი და მთელი ღამე ცეკვავენ.

– თუ გიცდიათ, ამერიკის ყველაზე დიდ კლუბში ქართული მუსიკაც აგეჟღერებინათ?

– ქართულ მუსიკას არ ვუკრავთ, ამის უფლება არ გვაქვს. სამაგიეროდ, ქართული დოლით უცხოურ მუსიკებს მიქსებს ვუკეთებთ. ვერავინ ხვდება, მაგრამ ჩვენ ქართულ ელემენტებს ვაქსოვთ მასში. ხალხი რომ მოდის, მაგრად გიჟობს. უნდა ნახოთ, რა დღეში არიან – კივიან, წივიან და ყველა თავისებურად „უბერავს”.

– როგორც ვიცი, ცნობილი ხალხი დადის თქვენს კლუბში. ვინ არიან ისინი?

– ჩვენს კლუბში ბევრი ცნობილი ადამიანი დადის. ვის არ ნახავთ აქ. ადრე აწ გარდაცვლილი მაიკლ ჯეკსონი, ფრენკ სინატრა მოდიოდნენ, დადიან ასევე: კაშკაშა ვარსკვლავი მადონა, ლედი გაგა, სტინგი, დედ მაუს ფაია, კეშა, რომელი ერთი ჩამოვთვალო. აქ ბევრი მეგავარსკვლავი მოდის.

– ამერიკელებმა თუ იციან, რომ ქართველები ხართ?

– თუ ვინმე შეგვეკითხა ან ლაპარაკი ჩამოვარდა, ყველგან ვამბობთ, რომ ქართველები ვართ. აქ ბევრი კარგი დიჯეია, მაგრამ ამერიკაში ჩვენ გვაფასებენ და მაგარი დიჯეები ხართო, გვეუბნებიან, რაც ძალიან მახარებს. მე დაქორწინებული ვარ ბრაზილიელ ქალზე, შვილიც გვყავს და მშვენივრად ვგრძნობ თავს. თუმცა, ხანგრძლივი განშორების მიუხედავად, სულ ვფიქრობ საქართველოში ჩამოსვლაზე. მანდ ხომ ჩემი ხალხია და გულიც იმიტომ მომიწევს.


скачать dle 11.3