რომელი ბუნებრივი ქვა აუმჯობესებს ადამიანის სექსუალურ შესაძლებლობებს და ავითარებს ვნებას
ყველა ქალს სიამოვნებს საპირისპირო სქესის ყურადღება. თუმცა, ძნელია, მათი გულის მარტივად მოგება. თუ ბუნებრივ თილისმებს ატარებთ, ამით მიმზიდველობას კიდევ უფრო გაააქტიურებთ და გარშემო მყოფთა ყურადღებასაც ადვილად მიიპყრობთ.
არსებობს ისეთი სასიყვარულო თილისმები, რომლებიც ადამიანებს ამ სფეროში ეხმარება და გზას უხსნის. მათი სწორად შერჩევა კი ნებისმიერისთვის აუცილებელი და საჭიროა.
მაგალითად, ოპალი სასიყვარულო ქვაა, მაგრამ ეცადეთ, ის თავად შეიძინოთ და არა ნაჩუქარი გამოიყენოთ. ატარეთ ამ ქვის სამკაულები და დაელოდეთ სიყვარულში დიდ წარმატებებს.
სერდოლიკის ქვის სამკაულები აძლიერებს სასიყვარულო ვნებას. ეს ქვა არ უნდა ატაროს იმპულსურმა, ფეთქებადმა ადამიანმა, რომ ვნება გაღიზიანებაში არ გადავიდეს. თუ მშვიდი ბუნების ბრძანდებით, მაშინ სერდოლიკი თამამად ატარეთ და გამოავლინეთ ვნება სიყვარულში.
ფირუზი ის ქვაა, რომლის მაგიურ თვისებად ითვლება ნაჩხუბარი წყვილის შერიგება. ფირუზის თილისმად ტარება იზიდავს ერთმანეთისკენ პარტნიორებს.
ზურმუხტის ქვა ხელს უწყობს ერთგულების და გრძნობების სტაბილურობას. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად გიყვართ და მასაც უყვარხართ, მაშინ აჩუქეთ თქვენს რჩეულს ზურმუხტისთვლიანი სამკაული და თავადაც ატარეთ ეს ქვა, რომ უფრო მეტად გააძლიეროთ თქვენში ეს გრძნობა.
ქრიზოლითისა და აქატის ასტროლოგიურ ქვებს შესწევს უნარი გააძლიეროს მიზიდულობა პარტნიორებს შორის სასიყვარულო ურთიერთობის დროს. ეს ქვები უნდა ატარონ არასექსუალურმა, უფრო სწორად სექსუალურად არააქტიურმა ადამიანებმა, რომ სასიყვარულო ურთიერთობისას ვნება გაიძლიერონ.
ადამიანებზე ასტროლოგიური, ბუნებრივი მინერალები, სასიყვარულო ურთიერთობის დროს ბედნიერებისა და სიმშვიდის მომტანია. ამიტომ, ზუსტად განსაზღვრეთ, რომელი ასტროლოგიური ქვის ტარება გჭირდებათ სასიყვარულო ურთიერთობის გამოსასწორებლად და ზუსტად გაარკვიეთ, მომავალი ბედნიერი ცხოვრებისთვის რა გჭირდებათ.
ასევე, გეტყვით, ბრილიანტის ქვით გაწყობილი ქინძისთავი კარგი თილისმაა ბიზნესმენებისა და აქტიური ადამიანებისთვის, რომ ყოველი მოლაპარაკება, და რასაც წამოიწყებენ, ყოველთვის სასარგებლოდ დასრულდეს.
ოპალის თილისმა კი ადამიანს დასახული მიზნის მიღწევაში ეხმარება. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ქვით მორთული ქინძისთავის ჩუქება საყვარელი ადამიანისთვის არ შეიძლება. ის დაშორებას გიქადით.
ვისაც ქორწინების შენარჩუნება სურს და მეორე ნახევართან პრობლემები აქვს, მარგალიტით გაწყობილი ქინძისთავი ან გულსაბნევი უნდა ატაროს. ასეთი თილისმა ცოლ-ქმარს შორის წარმოქმნილ პრობლემებს არეგულირებს. თუ ხვდებით, რომ თქვენი ქმედება გამაღიზიანებელია და პრობლემები გექნებათ საყვარელ ადამიანთან, პეპლის ფორმის სამკაულები ატარეთ.