კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა მოარიდოთ პირადი ცხოვრება შურიანი ადამიანების თვალს და არსებობს თუ არა რეალურად ჩვენ ირგვლივ გარდაცვლილ ადამიანთა აჩრდილები


ადამიანები ძალიან სულსწრაფები და დაუდევრები ვართ. გვინდა, თითოეულმა ქმედებამ თუ ნაბიჯმა დღესვე მოგვცეს სასურველი შედეგი. ზოგჯერ კი, ისე წინდაუხედავად ვიქცევით, რომ ამის შედეგს წლების განმავლობაში ვიმკით. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნინო ამბობს, ადამიანის აზრიც კი გარკვეული ენერგიაა და გვინდა ეს თუ არა ამ აზრებით ვქმნით ენერგეტიკას ირგვლივ, რომელიც შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში მატერიალურ სამყაროში რეალიზდება და ჩვენსავე ბედ-იღბალზე, კარიერასა თუ პირად ცხოვრებაზე აგებს პასუხს.


ნინო: როდესაც ადამიანი წარმატებულია და ცხოვრებაში სხვაზე მეტად უმართლებს, მასზე ამბობენ, ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩნდაო. ჩვენ ირგვლივ ასეთი ადამიანებიც არსებობენ და მათ წარმატებასა და იღბალზე, ბედნიერი ვარსკვლავის გარდა, მათი წინდახედულობა, ელემენტარული ეზოთერული თუ პარაფსიქოლოგიური წესების დაცვა და გათვალისწინებაც აგებს პასუხს. თუ კარგად მიმოვიხედავთ, ჩვენ ირგვლივ ყოველდღიურად უამრავი ისეთი მოვლენა ხდება, რომელზეც ვერც კი ვიფიქრებდით. ეს მოვლენები ჩვენზე ხან სასიკეთოდ, ხანაც დამანგრევლად მოქმედებს. და უმრავლეს შემთხვევაში, ამაში ჩვენვე ვართ დამნაშავე. ჩემი აზრით, ყველამ უნდა შეასრულოს ის ელემენტარული წესები, რაც შემდგომში წარმატებასა და იღბალს მოგვიტანს. მაგალითად, ეგრეთ წოდებული აზრობრივი ენერგია, რომელსაც საკუთარი აზრებით და ფიქრებით ვქმნით, შესაძლოა, დამანგრეველი და საშიში აღმოჩნდეს კონკრეტული ადამიანისთვის. ეს საშიში ენერგიაა და დამიჯერეთ, სამწუხაროდ, მართლაც დამანგრეველი ხდება ზოგ შემთხვევაში. ზოგადად კი, როცა ერთ ადამიანს მეორის წარმატება ან პირადი ცხოვრება შურს, ის ამით უდიდეს ზიანს აყენებს მის ენერგიას და წარმატების შეფერხებას იწვევს. ვერ გამიგია მათი, რომ ამბობენ, თეთრი შურით მშურს და ეს ცუდი არ არისო. თეთრი და შავი შური რამ განასხვავა?! შური შურია და მორჩა. როცა ვინმესი გშურთ, ამ დროს იქმნება გარკვეული აზრობრივი ენერგეტიკა, რომელიც შურის ობიექტს პრობლემებს უქმნის. შურიანობა ძალიან ცუდი რამაა და ამიტომ, გაფრთხილებთ, ნურც სხვისი შეგშურდებათ და ნურც ისეთ ადამიანებს გაუმხელთ თქვენს სასიყვარულო თუ პროფესიულ ამბებს, ვისაც ეს შეშურდება.

– ისიც გამიგია, თითქოს აზრის მაგიას ანუ ეგრეთ წოდებულ აზრის ენერგეტიკას, ადამიანისთვის წარმატების მოტანაც შეუძლია, თუ სწორად მართავო. ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?

– მე შემიძლია, მოგცეთ რჩევა, როგორ მართოთ აზრის მაგია ისე, რომ წარმატებას ადვილად მიაღწიოთ. მაგალითად, დაფიქრდით და გაიხსენეთ ის დრო, როცა მეტად გიმართლებდათ ნებისმიერ საკითხში, როცა საქმე იოლად და ნაკლები შრომის ხარჯზე გამოგდიოდათ, ორიენტაცია მსგავს რამეზე გააკეთეთ. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, ის ბედნიერი დღეები, წარმატებული წუთები და ის განცდები, რაც მაშინ გეუფლებოდათ. ასევე, აღიდგინეთ გონებაში, რა გეცვათ მაშინ, როგორ სტილს მისდევდით, ვინ იყო თქვენს გარემოცვაში, რომელი სამკაული გეკეთათ და ასე შემდეგ. მოკლედ, ქვეცნობიერ დონეზე გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები და ამ დროს თქვენი ცხოვრების წარმატების არხი ნელ-ნელა გახსნას დაიწყებს. ამ ემოციის ფონზე განვითარებული აზრები და მისი მაგიური ზემოქმედება, აუცილებლად თქვენს სასიკეთოდ იმოქმედებს.

– ესე იგი, წარმატების კოდი რომ გავიხსნათ, ხშირად უნდა გავიხსენოთ ის დღეები და ემოციები, როცა ბედნიერები ვიყავით?

– რასაკვირველია. რაც მეტად გაიხსენებთ წარსულში თავსგადახდენილ წარმატებულ და იღბლიან დღეებს აზრის დონეზე, მით მეტად წარმატებული იქნებით მომავალში. აზრობრივი მაგია თავად ადამიანის ენერგიაზეა დამყარებული. ამ დროს ადამიანი საკუთარ ენერგიას გაიღებს და არა სხვისას. ამიტომაც, სწორად დახარჯული ეს ენერგია ცხოვრებაში მეტ წარმატებას მოგიტანთ იღბლის ხაზით. მაგალითად, თუ ახალი მთვარეა და ამ დროს თქვენ ვინმესთვის, თუნდაც აზრის დონეზე, ცუდს გაიფიქრებთ ან უსურვებთ, ეს სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს მისი იღბლისთვის. ამ დროს, ნებისმიერ აზრს, კოლოსალური კოსმიური ძალა აქვს და ძალიან საშიშია მისი არასწორად მართვა. ეს იმის დამსახურებაა, რომ სწორედ ახალი მთვარის დღეებში აქტიურდებიან ბოროტი ძალები და ერთმა გაფიქრებულმა ცუდმა აზრმაც კი, შესაძლოა, დამანგრეველი ენერგია მიიღოს, კონკრეტული ადამიანისთვის. კარგია, თუ ხშირად გაიხსენებთ იმ დღეებს, როცა ბედნიერი და წარმატებული იყავით. ასე საკუთარ თავს დაეხმარებით. სხვათა შორის, ადამიანის ბედნიერ მომავალზე და მის წარმატებულ ცხოვრებაზე, წინაპართა კარმული ვალებიც ახდენს ზეგავლენას. თუ ადამიანი წარუმატებელია, არ უმართლებს და ცხოვრებაშიც ბევრი წინაღობა და ბარიერი ხვდება, შესაძლოა, ამის მიზეზი, სწორედ წინაპართა არასწორი ცხოვრებაა. შესაძლოა, სწორედ მათი არასწორი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, შთამომავალზეც გადმოვიდეს.

– გარდა იმისა, ცხოვრებაში წარმატებებს ვერ ვაღწევთ, როგორ მივხვდეთ, რომ წინაპართა კარმული ვალებია ამის მიზეზი?

– ასეთი ადამიანები, ძალიან მოუსვენრები და ენერგიულები არიან. ასე რომ, თუ წინაპართა კარმული ვალები თქვენ გადმოგეცათ გადასახდელად და გამოსასწორებლად, არ არის გამორიცხული უმიზეზოდ ფორიაქობდეთ, ვერ ხარჯავდეთ მოზღვავებულ ენერგიას, ხშირად ფეთქდებოდეთ ელემენტარულ საკითხზე საუბრისას და ასე შემდეგ. ასეთი ადამიანები, ასევე ხშირად ხედავენ თეთრებში გამოწყობილ გარდაცვლილთა აჩრდილებს. ასეთი უცნაური შეხვედრის ფაქტებს ბევრი ყვება. ადრე ამას მალავდნენ, ეშინოდათ გიჟები არ ჰგონებოდათ და გისოსებში არ ჩაესვათ. დღეს კი, ამ საკითხზე არა მარტო ხმამაღლა საუბრობენ თვითმხილველები, არამედ სპეციალური კვლევებიც ჩატარდა ამ თემასთან დაკავშირებით და საინტერესო მოსაზრებებიც დაიდო. ფაქტია, როცა ადამიანები გარდაცვლილ წინაპრებს ხედავენ და მათთან კონტაქტსაც კი ამყარებენ, ამას უხილავი კონტაქტი ჰქვია. ეს შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს შეემთხვეს, ამისგან დაზღვეული არავინაა.

– გამოდის, რომ გარდაცვლილი წინაპრების აჩრდილების ხილვა რეალურად შესაძლებელია?

– რასაკვირველია, შესაძლებელია და ამის უამრავი ფაქტი არსებობს. ხშირ შემთხვევაში, ადამიანი გარდაცვლილს ხედავს და რეალურად, ის იქ არ არის. ანუ, სინამდვილეში, იმ ადგილას არის მისი ენერგეტიკა და ადამიანის გრძნობათა ორგანო სწორედ მას აღიქვამს კონკრეტულ მომენტში. შეიძლება ასეთი გარდაცვლილი ადამიანის აჩრდილი მისმა შთამომავალმა დაინახოს, ხოლო მის გვერდით მყოფმა ადამიანებმა, ირგვლივ, ახლომახლო ვერაფერი შენიშნონ. თუმცა, ბევრი ფაქტიც არსებობს, როცა გარდაცვლილი ადამიანის თეთრებში ჩაცმული აჩრდილი ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა შენიშნა. ამ დროს ხდება კოლექტიური გენის შეერთება და მოქმედება. მათი გრძნობათა ორგანოები ინფორმაციას ერთმანეთს გადასცემს. ინფორმაციის მიღების შემდეგ, ადამიანის გონებაში ხდება მისი იდენტიფიკაცია. შედეგად კი, როცა ეს ენერგეტიკა მას გადაეცემა, წარმოსახვის უნარიც გააქტიურებას იწყებს და არ არის გამორიცხული, გარდაცვლილი ადამიანის აჩრდილი, დაინახოს სხვებთან ერთად. საერთოდ, აჩრდილები წარმოსახვითი მოვლენაა, მაგრამ მას მაინც რეალური საფუძველი უდევს, კერძოდ, მიღებული ინფორმაცია. არ დამავიწყდება, ჩემს სოფელში ახალგაზრდა, დედისერთა ბიჭი ავარიაში დაიღუპა. დედამისი ყოველდღე დადიოდა სასაფლაოზე და დაბინდებამდე იქ იჯდა, გლოვობდა შვილს. სახლში რომ მოდიოდა, ყვებოდა, როგორ იხილა მან სასაფლაოს ტერიტორიაზე გარდაცვლილი შვილის აჩრდილი, როგორ შეძლო მასთან კონტაქტი აზრის დონეზე, ხმის ამოუღებლად. როცა ამას ყვებოდა, ყველა იცოდებდა, საწყალი, იმდენად განიცდის შვილის ამბავს, ჭკუიდან შეიშალა და რასაც წარმოსახვაში ხედავს, იმას ყვებაო. იმდენად დამაჯერებლად ყვებოდა შვილის ხილვას, ერთ დღესაც ნათესავებს ეჭვი შეეპარათ, ამას შეშლილის არაფერი ემჩნევა, დალაგებულად ლაპარაკობს, აზროვნებს და მეტყველებს და იქნებ, მართლაც ხედავს გარდაცვლილი შვილის აჩრდილს სასაფლაოზეო. ერთხელ გაჰყვნენ. შებინდებისას ქალმა შორს მიანიშნა – აი, მოდის თეთრებში შემოსილი ჩემი შვილიო. ვერავინ ვერაფერი დაინახა. მეორედაც იგივე განმეორდა. მესამეჯერ კი, როცა მათი აზრების და ფიქრების გადაჯაჭვა და ინფორმაციის გონებრივი გაცვლა მოხდა, მართლაც დალანდეს შორიახლოს თეთრებში ჩაცმული აჩრდილი. ასე რომ, ასეთი ფაქტები ბევრია და მას უბრალოდ, ვერ მოიგონებ. ზოგი იმასაც ამბობს, გარდაცვლილი ახლობლების აჩრდილებს ღამით ხშირად ვხედავთ, მაგრამ მათთან კონტაქტს ვერ ვამყარებთო. ამ დროს ჩვენი გრძნობათა ორგანოები გარდაცვლილთა ენერგეტიკის არსებობას ვერ გრძნობს.


скачать dle 11.3