კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწავლულებმა კიბოსთან ბრძოლის „ნანომეთოდი” აღმოაჩინეს


მეცნიერებმა ისწავლეს ლაბორატორიული ჭია-ჰემატოდების გადაადგილების მართვა მათ ორგანიზმში ჩანერგილი გაცხელებული ნანონაწილაკების დახმარებით და იმედოვნებენ, რომ ნანონაწილაკების გამოყენება, აგრეთვე, შესაძლებელია ცოცხალი უჯრედების ფრაგმენტების ლოკალურად გაცხელებით, ისე, რომ უჯრედები არ დაიშალოს. ასეთი უჯრედები აუცილებელია მედიცინაში კიბოსთან ბრძოლაში.

კვლევების ავტორებმა: სწავლულთა ჯგუფმა ბაფალოს უნივერსიტეტიდან, არნდა პარლეს ხელმძღვანელობით, გამოიყენა მარგანეცის ფერიტის ნანონაწილაკები, რომლებიც ჩანერგეს ჭიების ორგანიზმში. სწავლულებმა აჩვენეს, რომ ამ ნაწილაკების გაცხელება ელექტრომაგნიტური გამოსხივების რადიოსიხშირულ დიაპაზონში, რომელიც გარედან მიეწოდება, აიძულებდა ჭიებს, ემოქმედათ იმგვარად, რომ თავიდან აეცილებინათ გადახურება.

როდესაც ჭიების ორგანიზმში ჩანერგილი ნანონაწილაკების ტემპერატურა, მიაღწევს 34 გრადუსს ცელსიუსით, ჭიები იწყებენ მოძრაობას თავდაპირველი მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

სწავლულებისთვის ჯერჯერობით უცნობია დეტალური უჯრედული მექანიზმი გაცხელებული ნანონაწილაკების მოქმედებისა ჭიების ნერვულ სისტემაზე. მიუხედავად ამისა, ცალკეულ ექსპერიმენტში მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ასეთი ნანონაწილაკების დახმარებით მათ შეუძლიათ მიაღწიონ ცოცხალი ორგანიზმების უჯრედული მემბრანების მონაკვეთების ლოკალურ გაცხელებას ისე, რომ არ დააზიანონ უჯრედის შიგთავსი და, ამგვარად, იმოქმედონ უჯრედის აპარატის მუშაობაზე.

„ჩვენ მიერ დამუშავებული მეთოდი ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან საშუალებას იძლევა, გავაცხელოთ მემბრანის მხოლოდ ზედაპირი. ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას, არ დავღუპოთ თვით უჯრედი, რომლის შიგნითაც ტემპერატურული ცვლილება არ ხდება“, – განაცხადა პარლემ.

ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას სიმსივნესთან ბრძოლაში.


скачать dle 11.3