კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწავლულებმა დაამუშავეს პირველი ავტომობილი ბრმა მძღოლებისთვის


„ისტორიაში პირველი ავტომობილი ბრმა მძღოლებისთვის ერთობლივად დაამუშავეს ამერიკელმა სწავლულებმა და ბრმების ნაციონალურმა ფედერაციამ. ასეთი ორხიდიანი მანქანის მოდელი – „ფორდ ესკაპე“ – ახალი ტექნოლოგიური საშუალებებით, ლაზერებით და ვიდეოკამერებით მომავალი წლის იანვარში წარედგინება მომხმარებელს“ – იტყობინება გაზეთი „თაიმსი”. ახლა ეს მანქანა გაზრდილი გამავლობით გადის გამოცდას.

ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სწავლულთა მტკიცებით, უახლესი ტექნოლოგიები ბრმა ავტომძღოლებს საშუალებას აძლევს „ატარონ ავტომობილი დამოუკიდებლად”.

როგორც სპეციალისტების ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, დენის ხონგმა შეგვატყობინა, მათ შეძლეს, გადაეჭრათ „მძღოლ-შემსრულებლის” პრობლემა, როდესაც საავტომობილო გიდი მეტალური ხმით ატყობინებს მძღოლს, საით მოუხვიოს და როდის დააჭიროს გაზის პედალს. „ჩვენ შევძელით, საჭესთან მჯდომი გაგვეთავისუფლებინა კომპიუტერზე დამოკიდებულებისგან”, – განაცხადა ხონგმა.

მძღოლის „დამხმარეთა” რიცხვში შედის ვიბრაციული ხელთათმანები, თითოეული – ხუთი ძრავით, რომლებიც მძღოლს აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ საით და როგორ მოუხვიოს.

მართვის პანელის დახმარებით, რომელიც აღჭურვილია ნახვრეტებიანი ბადით, საიდანაც გამოიტყორცნება სხვადასხვა ტემპერატურისა და სიჩქარის მქონე შეკუმშული ჰაერი და რომელიც ხვდება მძღოლის ხელებსა და სახეს, შეძლებს, გვერდი აუაროს სხვადასხვა წინაღობას. ვიბრაციული ჟილეტი ეხმარება ავტომობილის მძღოლს, სიჩქარეთა დიაპაზონში მოახდინოს ვარირება და მართოს საჭე.


скачать dle 11.3