კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია მურღულიას კოლექციიდან


***

– სექსის დროს ჩემი ქმარი ლომივით ბდღვინავს, მეზობლების ისე მრცხვენია...

– შენც სთხოვე, თავი შეიკავოს.

– ათასჯერ ვთხოვე, მაგრამ მაინც არაფერი ესმის, როგორც კი ვინმესთან შემომისწრებს, ისე ღრიალებს, მთელ კორპუსს აქცევს.

***

ქმარი კვდება და ცოლს ეუბნება:

– სიკვდილის წინ მინდა გითხრა...

– დამშვიდდი, ნუ ლაპარაკობ!

– არა, უნდა გითხრა, რომ მშვიდად მოვკვდე...

– არ გინდა, არ არის საჭირო!

– მე შენს დაქალთანაც გღალატობდი, მეზობელთან და თანამშრომელთანაც...

– ვიცი, ამიტომაც მოგწამლე...

***

სტრიპტიზშოუზე ყოფნის შემდეგ ცოლი ქმარს ეჩხუბება:

– ის არ იკმარე, რომ მოცეკვავეს ტრუსებში ასდოლარიანი ჩაუდე, ჩაიხედე კიდეც!

– ძვირფასო, ხურდას ვეძებდი...

***

ნაპოლეონი ჭკუიდან შეიშალა, როდესაც გაიგო, რომ კონიაკი იყო.

***

ერთი იმერელი ეუბნება მეორეს:

– იაპონიაში ვიყავი ძამია და გადავირიე – ქუჩაში ვინც შემომხვდა, ყველა იღიმებოდა.

– ეგ რაა, მე რომ პირველად დაგინახე, ერთი საათი ვიცინოდი.

***

ორი პილოტი ამოდის ზღვიდან:

– რით ვეღარ დაიმახსოვრე, კაცო, ავტოპილოტს ნუ დაუსხამ-მეთქი...

***

– ექიმო, თავში პატარა ადამიანი მიზის და გამუდმებით იგინება.

– 1 000 დოლარად მოგარჩენთ!

– ახლა თქვენ გახსენათ, ექიმო...

***

მოსამართლე ეუბნება განსასჯელს:

– არ გრცხვენიათ?! – ოფიციანტმა ფუნთუშა მოგიტანათ, თქვენ კი ქვით ვიტრინა ჩაამსხვრიეთ!

– ქვა არ ყოფილა!

– აბა რა იყო?

– ფუნთუშა!

***

მარო და მიტო ყაჩაღებმა დაიჭირეს:

– შენ რა გქვია? – ეკითხება „გლავარი” ქალს.

– მარო.

– ეჰ, ძმებო, – მიმართა „გლავარმა” ყაჩაღებს, – საწყალ დედაჩემს მარო ერქვა, მოდი იმის პატივსაცემად ამ ქალს ნუ მოვკლავთ! შენ რაღა გქვია? – მიმართავს მიტოს.

– მე მიტო მქვია, მაგრამ მთელი სოფელი მაროს მეძახის!

***

დილაა. ცოლი მძინარე ქმარს აღვიძებს:

– ადექი, უკვე გათენდა... ადექი, სამსახურში გაგვიანდება... არა, მთლიანად ადექი.

***

– დომინო გაქვთ?

– კი.

– მომყიდით?

– რა თქმა უნდა.

– ერთი დუშაში და სე იაქე მომე.

***

– თუ სიგარეტს თავს დაანებებთ, 80 წელი იცოცხლებთ.

– 103-სა ვარ, ექიმო.


скачать dle 11.3