ანეგდოტები
***
ტესტი:
– ალმოდებულ ბინაში თქვენი სიდედრი და საგადასახადო ინსპექტორი არიან. მხოლოდ ერთის გადარჩენას მოასწრებთ‚ რომელს გადაარჩენდით?
– გააჩნია‚ რომელი საათია‚ შეიძლება‚ ვისადილო ან კინოში წავიდე.
***
ორი ფსიქოლოგი ლიფტში ხვდება ერთმანეთს. დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ერთი ისეთი დაღლილია‚ ფეხზე ძლივს დგას‚ მეორე კი ენერგიულია‚ იღიმება‚ ცმუკავს.
– როგორ ახერხებ, მთელი დღის განმავლობაში, ასეთ პაციენტებთან ურთიერთობის შემდეგ კიდევ ენერგიულად და კარგ გუნებაზე იყო?
– შენ რა‚ მათ უსმენ?
***
თუ შენ ვინმე გიყვარს‚ მიეცი თავისუფლება: თუ უკან დაბრუნდა‚ ესე იგი, უყვარხარ და მუდამ შენი იქნება; თუ არ დაბრუნდება‚ არც არასდროს ჰყვარებიხარ‚ მაგრამ‚ თუ ის‚ შენს სახლში ზის‚ უყურებს შენს ტელევიზორს‚ შენსას ჭამს‚ შენსას სვამს‚ შენს ტელეფონზე ლაპარაკობს და ფულს გართმევს‚ ესე იგი‚ შენ იგი უკვე ცოლად შეგირთავს და თავისუფლებაც მიგიცია...
***
ინგლისის საავიაციო სასწავლებლის კურსანტებს ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს – დავუშვათ‚ თქვენს თვითმფრინავში ზის დედოფალი და ის ვარდება. როგორ მოიქცევით?
– გადავხტები‚ დავიჭერ და პარაშუტით დავეშვებით.
– გადავხტები და თავს მოვიკლავ.
– დაშვების შემდეგ „გავქრები“‚ ვერავინ რომ ვერ მიპოვოს.
სწორი პასუხი: მაშინვე ვასწორებ თვითმფრინავს აეროდინამიკური ბალანსის აღსადგენად‚ რომელიც წნევის მოულოდნელი შემცირების შედეგად წარმოიშვა.