კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები


***


ძლიერ წვიმას მაღაზიაში თავი შეაფარა თავიდან ფეხებამდე გალუმპულმა კაცმა‚ რომელსაც
გაუხსნელი ქოლგა უჭირავს ხელში:

კი მაგრამ‚ ქოლგა რატომ არ დაიფარეთ? – ჰკითხა გამყიდველმა.

– ღმერთმა დასწყევლოს იაპონელები: ამ უამრავ კნოპკაში ვერაფრით მივაგენი‚ რომელს უნდა დავაჭირო თითი‚ რომ გაიხსნას!

***

დიალოგი მაღაზიაში:

– თქვენთან საქონლის როგორი უცნაური არჩევანია – საქსოფონი და რევოლვერი...

– სულაც არაა უცნაური: როგორც კი ვინმე საქსოფონს ყიდულობს‚ მეორე კვირას მისი მეზობელი მოდის რევოლვერის საყიდლად.

***

ვიწრო გვირაბში ორი სპალეოლოგი მიხოხავს. შეხვდნენ ერთმანეთს:

– გაუმარჯოს‚ შენ საიდან?

– ჩიხიდან.

– საოცარია‚ მეც იქიდან მოვდივარ...

***

აქციონერთა შეხვედრის შემდეგ გამართულ კრებაზე გამოდის ფირმის ხელმძღვანელი:

– ბატონებო‚ ჩვენი აქციონერები უჭკუოები‚ თავხედები და წინდაუხედავები არიან. უჭკუოები იმიტომ‚ რომ ჩვენთან ჩადეს ფული; თავხედები იმიტომ, რომ გვთხოვენ‚ ჩადებული ფული უკან დავაბრუნოთ; წინდაუხედავები იმიტომ‚ რომ ჩვენთან ფულის ჩადება ნებით აღარ უნდათ...


скачать dle 11.3