კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს რომელ ველურ კუთხეში უყვარს დასვენება ბილ გეითსს და რა ჯდება მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის კუნძულის დაქირავება


ზაფხული შვებულებებისა და დასვენების პერიოდია და ჩვეულებრივი მოკვდავების მსგავსად, „ფორბსის“ რეიტინგის მილიარდერებიც, სწორედ ამ მიზნით იყენებენ წლის ამ პერიოდს. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების ეკონომიკურმა კრიზისმა, საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა მათ შემოსავლებს, ისინი მაინც ახერხებენ საკუთარი დასვენებისთვის იმდენი ფულის დახარჯვას, რომ ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნის წლიური ბიუჯეტიც კი შეიძლება ვერ გასწვდეს მას.

ოპრა უინფრი – ანტიგუა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანი და „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგის მუდმივი წევრი, ამერიკელი ოპრა უინფრი, რომლის პირადი კაპიტალი 2,4 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, კარიბის ზღვის სანაპიროზე ამჯობინებს დასვენებას, კერძოდ, ანტიგუაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ფლობს უზარმაზარ მიწის ნაკვეთებს კალიფორნიაში, მაუიში და მონტესიტოში, სადაც ფეშენებელური ვილები და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, ოპრა მაინც სიწყნარეში, დიდი პალმების ქვეშ, კარიბის ზღვის პლაჟზე ამჯობინებს დასვენებას. სწორედ ამ მიზნით სტუმრობს იგი ანტიგუას სანაპიროს, სადაც მისი მეზობლები, უმეტეს შემთხვევაში, „სელებრითები“ არიან, მაგალითად ერიკ კლაპტონი...

რიჩარდ ბრენსონი – ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები

კარიბის კუნძულები – ნამდვილი ნაკრძალია მილიარდერებისთვის. კორპორაცია „ვირჯინ რეკორდსის“ დამფუძნებელი, ქარიზმატული მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი კარიბის დიდი მოყვარულია. მექალთანე ბრენსონმა, რომლის კაპიტალი 4 მილიარდ დოლარს შეადგენს, ბრიტანული ვირჯინიის ერთ-ერთი კუნძული, სახელად ნეკერი შეიძინა და იქ რვაოთახიანი სააგარაკო სახლი აიშენა. ფირუზისფერი წყლებით გარშემორტყმული კუნძული, რომლის სანაპიროზე ოქროსფერი ქვიშაა, ხოლო ცურვის მოყვარულებს მარჯნის რიფებთან შეუძლიათ შეხება, იდეალური ადგილია დასვენებისა და საწყლოსნო სპორტის მოყვარულთათვის. ბრენსონს მოსამსახურეების მთელი შტატი ჰყავს კუნძულზე, დაწყებული მზარეულით – დამთავრებული პირადი მასაჟისტით. სხვათა შორის, პერიოდულად რიჩარდ ბრენსონი თავის კუნძულს აქირავებს, თუკი თავისუფალი დრო და ჯიბეში ზედმეტი მილიონი გაქვთ, უპრობლემოდ შეგიძლიათ, დაპატიჟოთ 28 მეგობარი და გაერთოთ კარიბის ზღვის სანაპიროზე.

პოლ ალენი – იახტა „ოკტოპუსი“

ერთ ადგილზე დასვენება ხშირად მოსაბეზრებელი ხდება და სწორედ ამიტომ, „მაიკროსოფტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და „ფორბსის“ სიის 37-ე ნომერმა 13,5 მილიარდი დოლარით, პოლ ალენმა შეიძინა მეგაიახტა „ოკტოპუსი“, რომლის საბაზრო ფასი 200 მილიონ დოლარს აჭარბებს. სწორედ ამ იახტაზე ამჯობინებს დასვენებას პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. იახტაზე განთავსებულია ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, უზარმაზარი აუზი, კინოთეატრი, საკალათბურთო მოედანი, შვეულმფრენი და 10 კაცზე გათვლილი წყალქვეშა ნავი. იახტის ეკიპაჟის შემადგენლობა კი 60 ადამიანს ითვლის.

რომან აბრამოვიჩი – „უაილდქეთ რიდჯი“, კოლორადო, ამერიკის შეერთებული შტატები

არცთუ ყველა მილიარდერს უყვარს დასვენება ქვიშის პლაჟებზე, პალმების ქვეშ და შეზლონგზე. მაგალითად, რომან აბრამოვიჩი, თუ საკუთარი 170-მეტრიანი იახტით არ მოგზაურობს, დასვენებას ცივი კლიმატის პირობებში ამჯობინებს. საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ და 11,2 მილიარდი ამერიკული დოლარის მფლობელი აბრამოვიჩი თხილამურებზე სრიალის დიდი მოყვარულია და სწორედ ამ მიზნით, ჰექტარიანი რანჩო შეიძინა კოლორადოში – სამთო-სათხილამურო კურორტ ასპენთან მდებარე „უაილდქეთ რიდჯი“. სწორედ იქ ატარებს აბრამოვიჩი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს.

ბილ გეითსი –

დასავლეთ გრენლანდია

ცივი კლიმატის მოყვარულია კიდევ ერთი მილიარდერი, გავლენიანი და ქარიზმატული ბილ გეითსი. ქველმოქმედებით დაკავებული მილიარდერი დროის უმეტეს ნაწილს მეუღლესთან ერთად აფრიკაში ატარებს, რის გამოც სიცხეზე გულაცრუებულია და დასვენება მთიან და თოვლიან რეგიონში ურჩევნია. გრენლანდიაში მდებარე სათხილამურო კომპლექსი „ეფიუსით ედვენჩა ქემპ“ სწორედ ის ადგილია, სადაც პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ისვენებს. აღსანიშნავია, რომ „ქემპის“ გარშემო ყინულის უდაბნოა და ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ველური ადგილია, სადაც კაცის ჭაჭანება არ არის.

ფრანსუა ანრი-პინიო –

იბიცა, ესპანეთი

ცნობილია, რომ მილიარდერები ყოველნაირად გაურბიან ყურადღების ცენტრში ყოფნას დასვენების პერიოდში. ამიტომ, სრულიად მოულოდნელი იყო, როდესაც ფრანგი მილიარდერის ფრანსუა პინიოს შვილი, ფრანსუა ანრი-პინიო დასასვენებლად განთქმულ იბიცაზე გაემგზავრა თავის საცოლესთან, მსახიობ სელმა ჰაიეკთან ერთად. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ იბიცაზე დასვენებას ფრანსუა პინიოც უჭერს მხარს.

მუკეშ ამბანი – მუმბაი, ინდოეთი

ინდოელ სატელეკომუნიკაციო მაგნატს და მილიარდერს მუკეშ ამბანის დასვენება მშობლიურ მუმბაიში უყვარს. მშობლიურ ქალაქში პლანეტის უმდიდრეს ინდოელს 27-სართულიანი ცათამბჯენი აქვს აშენებული, რომლის ფასი მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ ცათამბჯენის გვერდზე ამბანის სპეციალური, ოთხსართულიანი მოსასვენებელი სახლი აქვს აშენებული ყინულის ოთახით, რომელიც საუკეთესო ადგილია, ცხელი ინდოეთის მწველი მზისგან დასამალად.


скачать dle 11.3