„თბილისელების“ სამზარეულო
ხორციანი სალათა ბოლოკით
საჭირო ინგრედიენტებია: 400 გრამი კარტოფილი, 2 კონა კამა, 30 გრამი მწვანე ხახვი, 20 გრამი ქინძი, 100 გრამი ბოლოკი, 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა, 100 გრამი მაგარი ყველი, ხორცი, 200 მილილიტრი იოგურტი (ანანასის ან მანგოსი), 3 სადილის კოვზი სოიას სოუსი, 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი.
მომზადების წესი: კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ კანიანად. ცოტა გააცივეთ, გაფცქვენით და მოზრდილ კუბიკებად დაჭერით. მწვანილი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.
ხახვი გაარჩიეთ და დაჭერით რგოლებად. მწვანილი და ბულგარული წიწაკა დაჭერით წვრილად.
ბოლოკი გაარჩიეთ, გარეცხეთ, შეაშრეთ და თხელ რგოლებად დაჭერით. მოხარშული ხორცი დაჭერით კუბიკებად, ყველი კი მსხვილად დაფხვენით.
სოუსისთვის იოგურტს შეურიეთ სოიას სოუსი, ვაშლის ძმარი, მარილი და პილპილი. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სასალათეში, მოასხით სოუსი, აურიეთ და მოათავსეთ მაცივარში 15-20 წუთით.