„თბილისელების“ სამზარეულო
თევზის ფილე ლიმონით
საჭირო ინგრედიენტებია: 1 ცალი ლიმონი, 800 გრამი ნებისმიერი თევზის ფილე, მარილი, შავი პილპილი, 4 სადილის კოვზი კარაქი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი.
მომზადების წესი: ლიმონი გარეცხეთ ცხელი წყლით, შეაშრეთ, მთლიანად ჩამოხეხეთ კანი და დაჭერით თხელ რგოლებად. ფილე გარეცხეთ (ფხა არ უნდა ჰქონდეს), მოაყარეთ მარილი და პილპილი, ტაფაზე გაადნეთ კარაქი და ფილე ორივე მხრიდან შეწვით. ცალკე ტაფაზე კარაქში მოშუშეთ ცედრა, დაასხით ხუთი სადილის კოვზი წყალი. მოურიეთ, დაუმატეთ მდოგვი. ჩააწყვეთ მასში ლიმონის ნაჭრები, ადუღეთ ორი წუთი. თევზი დააწყვეთ ლანგარზე და შემოუწყვეთ ლიმონის ნაჭრები და მოასხით სოუსი. გარნირად ძალიან მოუხდება მოხარშული ბრინჯი.