კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში უგებენ ერთმანეთს კარგად მაია დობორჯგინიძის „ქმრები“


მაია დობორჯგინიძე: როცა სახლში რამე ფუჭდება ძალიან ვნერვიულობ-მეთქი, ვერ ვიტყვი. სკანდალს არ ავტეხ ამის გამო და არც ვიჩხუბებ. მაგრამ, არც ისეა, რომ საერთოდ არ ვაქცევდე ყურადღებას. პრობლემა უნდა მოგვარდეს. თუ მალე მოგვარდება, უკეთესია. ადრე უფრო ადვილად ვუყურებდი, თუნდაც იმას, რომ შეიძლებოდა წყალი დაწყვეტილიყო და არც ცხელ ხაზზე დავრეკავდი. დედაჩემი თუ გააკეთებდა ამას. მაგრამ ახლა, რაც პატარა მყავს, ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს. წყალიც უფრო მეტად მჭირდება და კომფორტიც. ონკანი თუ გაფუჭდება, საბედნიეროდ, მამაჩემი და ჩემი მეუღლე არ ტოვებენ ასეთ პრობლემებს უყურადღებოდ. ერთი დღე აქვთ, როცა გოგას სცალია და დადიან მთელ სახლში – თუ რამეა შესაკეთებელი, ფარდის დაკიდებიდან დაწყებული, ცდილობენ, ეს წვრილმანი პრობლემები აღმოფხვრან. ჩვენს ოჯახში მარტო კაცები კი არა, ქალებიც საკმაოდ ხელმარჯვეები ვართ (იცინის). დედაჩემსაც შეუძლია, ელემენტარულ დონეზე რაღაც შეაკეთოს. ასევე, მეც და ჩემი დედამთილიც კარგად ვართმევთ თავს წვრილმან პრობლემებს. გოგას და მამაჩემს შეუძლიათ, შეაკეთონ უთო, ჩამრთველები, ტექნიკა... ერთი სიტყვით, ჩვენს ოჯახში ხელმარჯვე ოსტატი არავის უკვირს.

– გაგმართლებიათ. არიან მამაკაცები, რომლებიც თავს არიდებენ ოჯახში ასეთ პრობლემებს და ამბობენ, რომ არ შეუძლიათ.

– ასეთებიც არიან. ზოგს მართლა არ აქვს იმის უნარი, რომ გამოცვალოს ონკანი, ერკვეოდეს ელექტროობაში. მთავარია, ხელოსანი მაინც მოიყვანოს და გააკეთებინოს, მაგრამ ლურსმნის მიჭედება, მგონი, ყველა კაცს შეუძლია. კაცსაც და ქალსაც. გოგას, მაგალითად, კერძების მომზადებაც ემარჯვება.

– რემონტის „ქარცეცხლი“ ხომ არ გადაგიტანიათ ერთად?

– რემონტი? ჯერ არა. მაგრამ მოგვიწევს, ალბათ. „პლეხანოვზე“ გვაქვს საცხოვრებელი ფართი, რომელიც ნელა მიიწევს რემონტისკენ. „შავი საქმე“ თითქმის დამთავრებულია. მართალია, სამი წლის წინ გაყვანილობა რომ გამოვცვალეთ, იმის მერე არაფერი მიგვიმატებია, მაგრამ როცა იქნება, გავაკეთებთ.

– კაცები უფრო თმობენ ხოლმე, როცა საქმე სახლის მოწყობას ეხება...

– საერთოდ, სახლზე უფრო ქალი ზრუნავს და წესით ასეც უნდა იყოს იმიტომ, რომ მან უფრო უკეთ იცის, სად რა სჭირდება. მით უმეტეს, სამზარეულოში. მაგრამ, მე მაინც იმის მომხრე ვარ, ამ ყველაფერში მამაკაცმაც მიიღოს მონაწილეობა. კარგია, თუ მისი აზრიც გათვალისწინებულია. ერთად ჯობია საქმის კეთება (იცინის).

– სამზარეულოში როგორ გრძნობ თავს?

– (იცინის) ეგ ცოტა რთული საკითხია. ვერ ვიტყვი, რომ იქ დიდ დროს ვატარებ. ძირითადად, ადვილად მოსამზადებელ კერძებს ვამზადებ. სალათებსა და მარტივ რაღაცეებს. რასაც სერიოზული კერძი ჰქვია, იმას აკეთებს დედა. ჯერ მაქვს იმის ფუფუნება, რომ მან ეს საქმე ამარიდოს. ასე რომ, ჯერ საკუთარი კულინარიული ნიჭის ბოლომდე გამოვლენის საშუალება არ მომეცა. მაგრამ ვიცი, რომ როცა დამჭირდება, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ. ჯერ სამზარეულოს თემა ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის (იცინის). ცალკე რომ გადავალთ, მერე შეიცვლება რეალობა.

– მეუღლე მომთხოვნია საკვებში?

– არა. არ არის გოგა პრეტენზიული. ყველაფერს მიირთმევს, რაც კარგად არის მომზადებულ. ისე, თვითონაც შეუძლია, მოიმზადოს კერძი. ამ საქმეშიც ხელმარჯვეა.

– საყიდლებზე სიარული გიყვართ?

– მიყვარს, თუ „გუდვილში“ მივდივართ საყიდლებზე. ჯერ ერთი, რომ მოწესრიგებული სავაჭრო ობიექტია და კომფორტულად ირჩევ რაც გინდა; მერე იქ იმდენი სასუსნავია, რომ თვალი გაგვირბის და რაც გათვალისწინებული არ გვაქვს, იმასაც ვყიდულობთ. შევალთ კარტოფილის, სტაფილოს, მწვანილის საყიდლად და გამოვდივართ ორცხობილებით დატვირთული. „გადახარჯვა“ გვაქვს, ხოლმე (იცინის). ბაზარში ძალიან დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ჩვენი რეჟიმიდან გამომდინარე, საყიდლებზე სიარული ძირითადად ღამე გვიწევს. ღამე კი ბაზარი არ არის. ყოფილა შემთხვევა, გარეთ მოწყობილ სავაჭროებშიც გვიყიდია რაღაც. მაგალითად, ხილი ბავშვისთვის და ხშირად უფასოდ გვატანენ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანები შენ მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ, მაგრამ, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, ხოლმე. ეს ხომ მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მაგრამ, უარის თქმა, კიდევ უფრო უხერხულია. ამიტომ, ისინი იმარჯვებენ.

– საყიდლებზე შესაძენი პროდუქტის, ნივთების სია დაგაქვთ?

– მე მიყვარს სიის წაღება. ასე, გაცილებით მობილიზებული ვარ, თორემ რაღაც აუცილებლად დამავიწყდება. მარტო სია კი არა, კალამიც თან დამაქვს და რასაც ვიყიდი, გადავხაზავ ხოლმე. გოგა სულ დამცინის ამის გამო.

– თავად უყვარს საყიდლებზე სიარული?

– უყვარს – არ უყვარს, ხშირად უწევს. მარტოც მიდის და მოაქვს, რაც საჭიროა. მაგრამ, მან უფრო ხელაღებით იცის ფულის ხარჯვა. არ ენანება. უყვარს ბევრი რომ მოაქვს. შეიძლება, მაგდენი არც გვჭირდებოდეს, მაგრამ მაინც მოიტანს. ადრე შენიშვნას ვაძლევდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თვითონ ისე უხარია, როცა დატვირთული მოდის, უნდა მისცე საშუალება ამ სიამოვნებით დატკბეს. (იცინის).

– დიდხანს ფიქრობთ საკუთარი, პირადი ნივთების შეძენისას?

– შეიძლება ითქვას, რომ კი. შევიდე და უცებ ვიყიდო რაღაც, ასეთი რამ, თითქმის, არ ხდება. მაშინ მართლა ძალიან უნდა მომეწონოს ნივთი და დანახვისთანავე უნდა მივხვდე, რომ „ჩემია“. ნაჩქარევად ნაყიდი, მერე აღარ ჩამიცვამს. მიყვარს კარგი და ხარისხიანი ფეხსაცმელი. ფეხსაცმელს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვიდრე ტანსაცმელს. მართლა არ მენანება ფული ჩემი შვილის ტანსაცმელსა და სათამაშოებში. ადრე საერთოდ არ მაინტერესებდა საოჯახო ნივთები და ძალიან მიკვირდა, როცა დედაჩემი საათობით ათვალიერებდა ჭურჭელს. ახლა მეც ვათვალიერებ და მიჩნდება მისი შეძენის სურვილი. ეტყობა, ასაკთან ერთად, რაღაც ფასეულობებიც იცვლება.

– „პახმელიის“ საკითხი როგორ დგას ოჯახში?

– კარგად. მშვენივრად. მე არ ვსვამ და შესაბამისად, ეს პრობლემაც არ მაწუხებს. ორი ჭიქა კარგი ღვინო, მთელი ქეიფის განმავლობაში, სულ მყოფნის. გოგას უყვარს მეგობრებთან ერთად მოლხენა. ამ საკითხში ჩემი რეალური და სერიალისეული მეუღლები არაჩვეულებრივად უგებენ ერთმანეთს. მშვენივრად არიან შეხმატკბილებულები. (იცინის). იდეალური ურთიერთობა აქვთ. ხაშით „პახმელიაზე“ გამოსვლა გოგას და მის მეგობრებს რიტუალივით აქვთ და როცა ამას გეგმავენ, ყველა წესს იცავენ. დილით ადრე დგებიან, უთენია – ექვს საათზე და ერთი სიტყვით, ერთობიან. რაღაცით ხომ უნდა გაერთონ.


скачать dle 11.3