ინგლისის ნაკრები დაპირისპირებამ დაღუპა
როგორც ახლა ირკვევა, ინგლისის ნაკრები ორ ბანაკად ყოფილა დაყოფილი: ერთი ბანაკის ლიდერები – ჯიმი კარაგერი და სტივენ ჯერარდი იყვნენ, მეორე ბანაკს კი ფრენკ ლამპარდი და ჯონ ტერი წარმოადგენდნენ. თურმე, ტერის ბოლომდე ვერ მოუნელებია კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევა და, პლუს, ფერდინანდის დამტვრევის შემდეგ, კაპიტნად სწორედ ლამპარდი სურდა, მაგრამ კაპელომ ჯერარდი არჩია. სწორედ ეს იყო ბანაკების დაპირისპირების მიზეზი და ახლა ირკვევა, რომ რამდენჯერმე საქმე მუშტიკრივამდე მისულა.
„ტერი ჯერარდს ყოველთვის ასე მიმართავდა: „კაპიტანო!“, მაგრამ, ამას ისეთი დამცინავი ტონით აკეთებდა, რომ „ლივერპულის” ნახევარმცველი ბრაზდებოდა. მან რამდენჯერმე გააფრთხილა ჯონი, თუმცა ის თავისას არ იშლიდა. შედეგად, ჯერარდმა მასზე გაიწია, სტივს კარაგერმა აუბა მხარი, ტერის გვერდში ლამპარდი ჩაუდგა და, რომ არა დევიდ ბექჰემი, საფრანგეთის ნაკრები მონაგონი იქნებოდა. დევიდი მათ შორის ჩადგა და კონფლიქტი რამდენიმე წამში მოაგვარა. ზოგადად, კაპელოს ბექჰემი მედიატორად ჰყავდა და დევიდმა თავისი მოვალეობა საუცხოოდ შეასრულა“, – წერენ ბრიტანელები.