კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოკაინი – მსოფლიოს თასში


აბა, რა გასაკვირია, რომ დღეს ქუჩაში წააწყდეთ ადამიანს, რომელსაც ხელში მსოფლიოს თასის ასლი ეჭირება. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ჩემპიონატის გამო მთელი პლანეტა გადარეულია და, როგორც ჩანს, სწორედ ეს გახდა კოლუმბიელი ნარკობარონების შთაგონების წყარო. მათ გადაწყვიტეს, ევროპაში ნარკოტიკი სწორედ მსოფლიოს თასით შეეტანათ. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მათ ათი კილოგრამი კოკაინისგან თასის ასლი დაამზადეს, ოქროსფრად შეღებეს და ბარგთან ერთად ესპანეთისკენ გაუშვეს. ახლა კი, ალბათ, ჯობია მებაჟეებს მოვუსმინოთ.

„როგორც წესი, ბარგს ძაღლებს ვაყნოსინებთ ხოლმე. ჰოდა, ძაღლები ერთ-ერთ ჩანთასთან გაგიჟდნენ. ჩანთა გავხსენით, ამოვიღეთ სპორტული მაისურები, ბურთი და თასი. ბურთი რენტგენზე გავატარეთ და არაფერი გამოჩნდა, მერე მაისურები სპეციალური სითხით დავამუშავეთ და – ისევ არაფერი. დარჩა თასი. მისი დაზიანება არ გვსურდა, რადგან, თუ ნარკოტიკს ვერ ვიპოვიდით, მაშინ, არა მარტო მისი ღირებულების, არამედ მორალური ზიანის ანაზღაურებაც მოგვიწევდა. ბოლოს, ისევ ძაღლებს ვენდეთ და, როცა რამდენიმე ძაღლი ისევ გადაირია, თასს პატარა ნაწილი მოვატეხეთ. აღმოჩნდა, რომ თასი სუფთა კოკაინისგან იყო დამზადებული, რომელიც გაზავების შემდეგ ევროპაში დაახლოებით 40 მილიონად გაიყიდებოდა“, – ასეთია მებაჟის კომენტარი.


скачать dle 11.3