კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ესეც „ვაკა, ვაკაა“


მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი „ვაკა, ვაკა აფრიკა” ცნობილმა მომღერალმა და ჩვენთვის კარგად ნაცნობმა შაკირამ შეასრულა და თავისი მოქნილი სხეული მსოფლიოს დასანახავად კიდევ ერთხელ აათამაშა. ჰოდა, აგერ, შაკირას მიმდევრებიც გამოჩნდნენ: იტალიელმა მოდელმა მარიკა ფრუსკიომ ტელეშოუში მოითხოვა, ეგ მუსიკა ჩამირთეთ და, ნახეთ, შაკირას თუ არ ვაჯობოო. შაკირას ჯობნა ასე ადვილი რომ იყოს, თბილისში კი არ ჩამოიყვანდნენ და, შესაბამისად, ვერც მარიკამ იმარჯვა, მაგრამ...

„მომავალში უკეთ გამომივა. მე ძალიან მიზანდასახული ვარ და, როცა რამეს მოვინდომებ, ყოველთვის ვაღწევ. მაგალითად, ახლა მინდა, ჩემი ყოფილი მეგობარი, ფილიპო ინძაგი დავიბრუნო და მჯერა, რომ ამას მოვახერხებ“, – განაცხადა მარიკამ.

ინძაგი და მარიკა ერთმანეთს თითქმის ერთი წელი ხვდებოდნენ, დაშორების შემდეგ კი გოგონა „მილანის” ფორვარდს გაებუტა. საქმე ისაა, რომ პიპომ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, მარიკას იმიტომ დავშორდი, რომ რძე მომბეზრდაო. რას გულისხმობდა ფეხბურთელი რძეში, ალბათ, მარიკას სურათის ნახვის შემდეგ მიხვდებით.


скачать dle 11.3