რუნიმ იცოდა, რომ გერმანიასთან წააგებდა
ესეც თქვენი უეინ რუნი! როგორც ირკვევა, ინგლისის ნაკრების მთავარმა იმედმა ბარბადოსის სასტუმროში ნომერი გერმანიასთან მატჩამდე დაგეგმა და... იქ ბუნდესნაკრებთან შეხვედრიდან მესამე დღეს უნდა ჩასულიყო. რა გამოდის, რუნიმ იცოდა, რომ ინგლისი ალემანებს ვერ გასცდებოდა?! – ამ სიახლემ მთელი ინგლისი შეძრა.
„რუნიმ ბარბადოსის ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროში ექვსი ნომერი დაჯავშნა. იგი იქ ცოლთან, შვილთან, ორ ძმასთან და სამ მეგობართან ერთად აპირებდა წასვლას და გაემგზავრა კიდეც. გერმანია-ინგლისის მატჩი 27 ივნისს შედგა, რუნიმ კი ნომრები 30 ივნისისთვის დაჯავშნა“, – წერენ ბრიტანელები.
ვერ გეტყვით, რას იტყვის თავად უეინი ამ თემაზე, მაგრამ, ახსნა-განმარტებების გაკეთება რომ მოუწევს, ცხადია.