კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლამპარდი ცოლს ირთავსო


გულშემატკივრებმა იკითხონ, თორემ, ფრენკ ლამპარდს რა უჭირს – გამოვარდა ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან და „ჩელსის” ნახევარმცველმა გეზი სარდინიისკენ აიღო, იახტა იქირავა და ახლა თავის მეგობარ გოგონასთან, კრისტინა ბლიკლისთან ერთად ნებივრობს.

კრისტინა და ლამპარდი ერთად სულ რაღაც ექვსი თვეა, არიან, მაგრამ ფეხბურთელი მზად არის, გოგონა ცოლად მოიყვანოს. შეგახსენებთ, რომ შარშან ფრენკს ცოლი ყველასთვის მოულოდნელად გაექცა – აქაოდა, ქმარი აღარ მიყვარს და რა ვქნაო. არადა, მასთან ფეხბურთელი თავს აშკარად ბედნიერად გრძნობდა, არასდროს დაწერილა, რომ ის ღალატში იყო შემჩნეული და, თან, წყვილი ორ ქალიშვილსაც ზრდიდა, მაგრამ, ხანგრძლივ ეს სოფელი...

თუმცა, რატომ არა – კრისტინა სიხარულით გადარეულა და ამბობენ, მალე ჯვრისწერაც იქნებაო. ქალის რა გითხრათ, ლამპარდს კი ქორწილის გადახდა ნამდვილად არ გაუჭირდება – კვირაში 120 ათასი ფუნტის გარდა, მას ოთხმილიონიანი სახლი და კიდევ ორმოც მილიონამდე ფუნტი აქვს.


скачать dle 11.3