კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: დედა მეუბნება, რომ თვალების ქვეშ გაჩენილ „ტომსიკებს” ხალხური საშუალებებით უნდა ვუმკურნალო და აზრი არ აქვს მზა კრემებში ფულის გადაყრას. მართალია თუ არა ეს?

პასუხი: თუ თვალების ქვეშ „ტომსიკების” გაჩენა გამოწვეულია არა ღვიძლის, თირკმელების ან სხვა სერიოზული მიზეზების გამო და მხოლოდ უძილობის ან დაღლილობის ბრალია, კიტრის წვენის და ჩაის ნაყენის საფენებით ადვილად გაუმკლავდებით, მაგრამ, მხოლოდ რამდენიმე საათით. საერთოდ კი, „ტომრებსა” და შავ წრეებს თვალების ქვეშ სჭირდება გეგმაზომიერი და სერიოზული მკურნალობა, რისთვისაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები და თანხა ასეთი სერიოზული პრობლემის მისახედად არ უნდა დაზოგოთ.

კითხვა: ზოგიერთი ვიზაჟისტი კლიენტებს ურჩევს წამწამებზე ტუშის რამდენიმე ფენის წასმას. როგორც ისინი ამბობენ, ასეთ შემთხვევაში მზერა უფრო მიმზიდველი და იდუმალია. მაინტერესებს, ხომ არ დააზიანებს ეს წამწამებს?

პასუხი: წამწამებზე ტუშის რამდენიმე ფენად წასმას სულ ცოტა ხანში ისეთი ეფექტი ექნება, რასაც შეუიარაღებელი თვალიც ადვილად შენიშნავს: შეწებებული წამწამები, გამშრალი და ნამცეცებად ქცეული ტუში საკმაოდ უსიამოვნო სანახავია. აქედან გამომდინარე, რამდენიმე ფენის წასმა სულაც არ არის საჭირო, მით უფრო, რომ წელს ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული მაკიაჟია მოდაში. შესაბამისად, სრულიად საკმარისია ტუშის ერთი ფენა. თუ მაინცდამაინც გსურთ, რომ ხშირი და გრძელი წამწამების ეფექტი გქონდეთ, ამისთვის უამრავ კოსმეტიკურ ფირმას აქვს გამოშვებული სპეციალური საშუალებები და, შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი პროდუქცია შეიძინოთ.

კითხვა: პერიოდულად მაქვს ქერტლი, მეწყება თავის ქავილი და თმის ძირებში წვრილი გამონაყარივით მიჩნდება. თუ შეიძლება, მასწავლეთ, რაიმე მცენარეული რეცეპტი ამ პრობლემის მოსავლელად.

პასუხი: პირველ ყოვლისა, გირჩევთ, პრაქტიკულად გამორიცხოთ ქიმიური საშუალებები რამდენიმე თვით მაინც და თავი დაიბანოთ გვირილის ნახარშით (ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად). თქვენი პრობლემის მოგვარებაში კი დაგეხმარებათ შემდეგი რეცეპტი „ბებიების სკივრიდან”: აიღეთ 20 გრამი გამხმარი ოროვანდის ფესვი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე 10-15 წუთით. შემდეგ გადმოდგით, 5 წუთის შემდეგ გადაწურეთ, მიღებული ნაყენი შეიზილეთ თმის ძირებში და გაიჩერეთ დილამდე. დილით კი ისევ ოროვანდის ნახარში გადაივლეთ.

ოროვანდის ნახარში დაამზადეთ შემდეგნაირად: 150 გრამ ოროვანდის ყვავილსა და ფესვებს (ნედლიც შეიძლება) დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში. მერე გააჩერეთ 15 წუთი, გადაწურეთ მარლაში და გამოიყენეთ.

კითხვა: მაქვს ცელულიტი. ახლობელმა მირჩია თაფლის მასაჟის გაკეთება. შეიძლება თუ არა, ექიმის რჩევის გარეშე გავიკეთო და, თუ შეიძლება – როგორ?

პასუხი: თაფლის მასაჟი შეგიძლიათ, გაიკეთოთ, თუ არ გაქვთ ალერგია (და ვენების ვარიკოზული გაგანიერება). სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური მასაჟი ცელულიტის წინააღმდეგ. კეთდება შემდეგნაირად: წაისვით თაფლი ხელისგულებზე და პრობლემურ ზონებზე დატყაპუნებით დაიტანეთ. შემდეგ ხელისგულები მჭიდროდ „დააწებეთ” კანზე და მკვეთრი მოძრაობით მოაშორეთ. შესაძლებელია, გაგიჩნდეთ მსუბუქი ჩალურჯებები, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ.

ერთი კურსი 10-15 პროცედურისგან შედგება.

კითხვა: მაინტერესებს, როგორი უნდა იყოს ზაფხულის მაკიაჟი?

პასუხი: თანამედროვე, ცნობილი ვიზაჟისტების რჩევით, ზაფხულის მაკიაჟი, ტრადიციულად, უნდა იყოს საკმაოდ გამჭვირვალე და გამოყენებულ იქნეს მსუბუქი ფერები და ნაზი ტექსტურა. შესაბამისად, როგორც უკვე ვთქვით, მაკიაჟი უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოებული ბუნებრივთან. თუმცა, სიტუაციებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, თვალებზე მკვეთრი და კონტრასტული ფერებიც გამოიყენოთ, რაც ხაზს გაუსვამს თქვენი თვალების სილამაზეს. ამასთან, არ უნდა დაგავიწყდეთ ტონალური საშუალებები, რაც თქვენს სახეს ჯანმრთელ ელფერს მისცემს, დაგიცავთ მზის სხივებისგან და დაფარავს ხარვეზებს, რომელიც კანზე ბუნებრივი რუჯის გადასვლისას ჩნდება (მაგალითად, კანის აჭრელება).

კითხვა: ბოლო ორი წელია, გამიჩნდა ეგრეთ წოდებული „ჩამოკიდებული ხალები,” ძირითადად ყელზე, მხრებსა და კისერზე. მინდა, მოვიშორო. ვცხოვრობ რაიონში. მაინტერესებს, ვის უნდა მივმართო – ექიმს თუ დერმატოლოგს?

პასუხი: უმრავლეს შემთხვევაში, ასე გამოიყურება კერატომები, რომლებსაც ძირითადად იშორებენ, მაგრამ, ყოველი კონკრეტული შემთხვევა, უნდა გამოიკვლიოს ექიმ-დერმატოლოგმა, რომელიც დაგისვამთ დიაგნოზს ხალების უსაფრთხოების შესახებ და დაგინიშნავთ მკურნალობას ან დაგიდგენთ მათი მოშორების მეთოდს.


скачать dle 11.3