კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავიკეთოთ პედიკიური სახლის პირობებში


სახლის პირობებში გაკეთებული პედიკიური, მართალია, შესაძლოა, ისეთი „ხარისხიანი” არ იყოს, როგორც სალონში, მაგრამ, სამაგიეროდ, ნაკლებად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ელემენტარულ წესებს დავიცავთ: პირველ ყოვლისა, ცხადია, იარაღები კარგად უნდა გავასტერილოთ, ამასთან, ყოველი მათგანი უნდა იყოს მჭრელი და, საერთოდ, ხარისხიანი. გარდა ამისა, გახსოვდეთ: პედიკიურის კეთება დაიწყეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფეხებს კარგად დაიბანთ სარეცხის საპნით.

ზოგს ჰგონია, რომ პედიკიური მხოლოდ ფრჩხილების დაჭრა და ლაკის წასმაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. სინამდვილეში პედიკიური რეგულარული (თვეში 2-ჯერ მაინც) და ძალზე აუცილებელი პროცედურაა, რომლის შემდეგ ტერფები უფრო ლამაზი, ნაბიჯი კი – უფრო მსუბუქი და მოხდენილი ხდება.

რაც შეეხება კოჟრებს, გარქოვანებულ ქუსლებს, სოკოს და სხვა პრობლემებს, გაითვალისწინეთ, რომ, რაც უფრო სისტემატურად და ხარისხიანად გაიკეთებთ პედიკიურს, მით ნაკლებად შეგაწუხებთ მსგავსი პრობლემები.

მაშ, ასე:

1) ფრჩხილები დაიჭერით სწორი ხაზით, კუთხეები კი ქლიბით მოამრგვალეთ. ქლიბი გაატარეთ ასევე მოჭრილი ფრჩხილის ნაპირზე. სასურველია, ქლიბი არ იყოს ლითონის. ეს ყველაფერი გააკეთეთ მშრალ ფრჩხილებზე;

2) ტაშტში ჩაასხით თბილი წყალი, ჩაყარეთ მარილი (სასურველია – ზღვის მარილი) და გაიკეთეთ 15-წუთიანი აბაზანა;

3) გარქოვანებული ქუსლები და ტერფის სხვა მონაკვეთები გაიხეხეთ სპეციალური საფხეკით ან პემზის ქვით;

4) გაფხეკის შემდეგ გადაივლეთ წყალი, წაისვით მსხვილგრანულებიანი სკრაბი და ტერფები კარგად დაიმასაჟეთ – ამით მოიცილებთ კანის ზედაპირზე წარმოქმნილ მკვდარ უჯრედებს;

5) კანზე ფრჩხილების გარშემო წაისვით კრემი, ორი-სამი წუთის შემდეგ კი სპეციალური ხის ჩხირით შეწიეთ შიგნით;

6) გადაივლეთ წყალი, შემშრალებისთანავე წაისვით ქუსლებზე სპეციალური კრემი და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით ლაკი, ანუ, ლაკის წასმა ფრჩხილებზე – პედიკიურის ბოლო ეტაპია.

პედიკიურის დასრულების შემდეგ, კარგად გარეცხეთ იარაღები საპნით (სასურველია, სპირტითაც გაწმინდოთ), შეაშრეთ და შეინახეთ ცელოფნის პარკით, მშრალ ადგილას. შემდეგი მოხმარების წინ იარაღებს სტერილიზაცია ხელახლა გაუკეთეთ.


скачать dle 11.3