კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კლოდ გოდარის დიეტა


ფრანგი დიეტოლოგის, კლოდ გოდარის დიეტა დაფუძნებულია კვების სისტემაზე, რომელსაც მან „კალორიების ნეიტრალიზაცია” უწოდა. ეს კი ნიშნავს, რომ პროდუქტის კალორიულობის გარდა, ჭარბი წონის დაგროვებაზე მოქმედებს როგორც საკვების დანაწევრება, ისე მისი ათვისება ორგანიზმის მიერ.

მართლაც, არსებობს განსხვავება პროდუქტის კალორიულობასა და მის ათვისებას შორის. მაგალითად, თუ დესერტს მიირთმევთ, ძირითადი ულუფის მიღებამდე, ის ნაკლებად „აგრესიულად” მოქმედებს ორგანიზმზე წონის მატების თვალსაზრისით, ვიდრე, ვთქვათ, იგივე დესერტი სადილობის შემდეგ. რა თქმა უნდა, კერძის ენერგეტიკული ღირებულება იგივე რჩება, მაგრამ, პირველ შემთხვევაში, ტკბილეული ხელს უწყობს სეკრეციის სტიმულირებას და მომნელებელი ორგანოების მუშაობას, მეორე შემთხვევაში კი – ლაგდება ცხიმების სახით.

თუ შაქარს ორგანიზმი მიიღებს დიდი რაოდენობის საკვები ბოჭკოებისა და მცენარეული ცხიმების დიდ რაოდენობასთან ერთად, მოხდება ნახშირწყლების „გაუვნებელყოფა”: შენელდება ორგანიზმში მიღებული საკვების გახლეჩა-დანაწევრება და ზედმეტი კალორიები სასურველი აღნაგობისთვის ნაკლებად საშიში იქნება. ასეთი სახით ხდება ერთი პროდუქტის მიერ მეორე პროდუქტის კალორიულობის „ნეიტრალიზაცია”. ძირითადი ნეიტრალიზატორების როლს კი გოდარის დიეტაში ბოსტნეული ასრულებს: სხვადასხვა სახის ბოსტნეული ერთდროულად ორი მიმართულებით „მუშაობს”:

1. აძნელებს სისხლში იმ ნახშირწყლების შეწოვას, რომელსაც იღებს ორგანიზმი სახამებლის შემცველი პროდუქტების მეშვეობით და ამით ახდენს თვით სახამებლის „ნეიტრალიზებას”.

2. არიდებს ორგანიზმს ცილებისა და ცხიმებისგან „მოსალოდნელ” მთელ რიგ არასასურველ შედეგებს.

იმის მიხედვით, თუ რომელ ბოსტნეულს როგორი „გამანეიტრალიზებელი” უნარი აქვს, კლოდ გოდარმა შექმნა ცხრილი და თითოეულ ბოსტნეულს 1-დან 5 ქულამდე მიანიჭა.

გოდარის სისტემის დაცვა სულაც არ არის ძნელი. მთავარია, გახსოვდეთ:

ა) ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს (განსაკუთრებით – დესერტს) აუცილებლად დააყოლეთ დიდი რაოდენობის ბოსტნეული;

ბ) რაც უფრო კალორიულ სადილს მიირთმევთ, მით მეტი რაოდენობის და მაღალქულიანი ბოსტნეული დააყოლეთ, პროპორციით: 1 ულუფა კალორიული საკვები+3=4 ულუფა ბოსტნეული;

გ) საღამოს მოახლოებასთან ერთად, შეამცირეთ საკვების საერთო ელიკემიური ინდექსი.

გოდარის კვების სისტემის დაცვით, თქვენ დაიკლებთ თვეში 3-4 კილოგრამს, მაგრამ, სამაგიეროდ, თითქმის აღარ გექნებათ წონის აღდგენის საშიშროება, მით უფრო, თუ არ დაარღვევთ მთავარ წესს: არ მიირთვათ ერთდროულად ცილებითა და ნახშირწყლებით გაჯერებული პროდუქტები.


скачать dle 11.3